3.52.20 Покаяние - отказ от греха

3.52.20 მონანიება - ცოდვაზე უარის თქმა

მათ.9,13 მარ.1,4; 2,17 ლუკ.15,7; 24,47 საქ.5,31; 2კორ.7,9-11

ბიბლიის მუხლები

მათე 9

13. თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: წყალობა მსურს და არა მსხვერპლი; მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი”.

მარკოზი 1

4. მოვიდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.

მარკოზი 2

17. ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ; მართალთა კი არა, ცოდვილთა მონანიებისაკენ მოსაწოდებლად მოვედი”.

ლუკა 15

7. თქვენ გეუბნებით: უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც არ სჭირდებათ მონანიება.

10. ამას გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმერთის ანგელოზები, ერთი მონანიე ცოდვილის გამო”.

ლუკა 24

47. და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში.

საქმეები 5

31. იგი აღამაღლა ღმერთმა წინამძღოლად და მაცხოვრად თავისი მარჯვენით, რათა მონანიება მისცეს ისრაელს და ცოდვების მიტევება.

2კორინთელთა 7

9. ახლა კი ვხარობ, არა იმიტომ, რომ დამწუხრდით, არამედ იმიტომ, რომ სინანულისათვის დამწუხრდით; რადგანაც დამწუხრდით ღვთის გულისათვის, ისე, რომ არა გვნებიათ რა ჩვენგან.

10. ვინაიდან წუხილი ღვთის გულისათვის დასაბამს აძლევს სინანულს, ამქვეყნიური წუხილი კი სიკვდილის დასაბამია.

11. რადგანაც, აი, იმავე მწუხარებამ ღვთის გულისათვის რამდენი რამ გამოიწვია თქვენში: როგორი გულმოდგინება და თავის მართლება, როგორი გულისწყრომა და შიში, როგორი სურვილი, მოშურნეობა თუ შურისგება; ყოველმხრივ წმიდად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში.

__თემაზე წერდნენ__

***

ვეცხლი, ვითარცა მიწაი, და ოქრო, ვითარცა თიხაი უბნისაი ვიუნჯე, თაყვანის ვეც ანგაჰგარებისა მამონას . . . სიტყვა წმიდაი და ბჭეთა მამხილებელი მოვიძულენ . . . ცრემლნი ქვრივთანი არ შევიწყალე.

__ დავით აღმაშენებელი __

***

სვიმონ პეტრემ შეიგნო და აღიარა თავისი უღირსობა. უფალმან არა თუ დასტოვა იგი, არამედ მისცა მას უმეტესი მადლი და ღირსება: “ნუ გეშინინ, პეტრე, ამიერიდგან იყო კაცთა მონადირე”.

__ გაბრიელ ეპისკოპოსი __

***

ყოველი კაცი იმას უნდა ცდილობდეს, რომ სინდისმან მისმან არ დაუმალოს ცოდვა მისი. უცოდველი არავინ არის. არა ძალუძს კაცსა ხორციელისა იცხოვროს ქვეყანასა ზედა და არა სცოდოს. გარნა ყოველი კაცი უნდა ცდილობდეს, რომ შეიტყოს ცოდვა თვისი, არ ამართლებდეს თავს. დიდი სულგრძელობა არის, ოდეს ცოდვილი პირდაპირ იტყვის: მე სწორედ დანაშაული ვარ . . . გარნა საუბედუროდ კაცი ცოდვილი ამას ძნიად იქმს.

__ გაბრიელ ეპისკოპოსი __

***

თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა –

ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა.

__ დავით გურამიშვილი __

***

ისეთი სასოებით ნანობდა ქინძისთავის-ოდენა ცოდვას, ვითარცა ნაავაზაკარი წმინდანი ნანობდეს უფლის წინაშე განუზომელ ბოროტებას.

__ მიხეილ ჯავახიშვილი __

***

როცა ნათელი აღმოცენდება, წყვდიადი ქრება და ასევე მონანიების წინაშე ქრება ადრე ჩადენილი ცოდვა!

__ . . . . __

***

პირველი ქრისტიანები ახლოს იყვნენ უფალთან, მაგრამ მაინც . . . პეტრემ სამჯერ უარყო მამლის ყივილამდე, ხოლო იუდამ გასცა. ჩვენთანაც ახლოსაა უფალი და მას რწმენის თვალებით ვხედავთ, მაგრამ რამდენჯერ გვიწევს ეს უგვანი საქმე დღეში ცოდვილთ და რაოდენი მონანიება გვჭირდება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე. როგორ გულმხურვალედ ტიროდა პეტრე და ინანიებდა, როგორ ვეღარ მიბრუნდა მპატიებელ ღმერთთან საბრალო იუდა . . . ვიფიქროთ დღეს ამაზე და შევძლოთ ყოველთვის დაცემის ჟამს ცრემლით მისვლა და პატიების თხოვნა ჩვენს მოსიყვარულე ღმერთთან.

__ მ.ბ. __