4.15.55 Девица - молодая женщина

4.15.55 ყმაწვილქალი, გოგონა

- რებეკა დაბ.24,57

- იფთახის ასული მსაჯ.11,38

- რუთი რუთ.2,5

- წყლის მზიდავი 1მფ.9,11

- მხცოვანი მეფის მომვლელი 3მფ.1,2

- ესთერი ესთ.2,7

- ეროდეს ასული მათ.14,11

- აღადგინა ქრისტემ მარ.5,41.42

- მღვდელმთავრის მეკარე იოან.18,17

- მისანი პითონის სულით საქ.16,16

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

57. უთხრეს: "დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის”.

მსაჯულნი 11

38. უთხრა იფთახმა: "წადი” და გაუშვა იგი ორი თვით. ისიც წავიდა თავის მეგობარ ყმაწვილქალებთან ერთად და იგლოვა მთებში თავისი ქალწულობა.

რუთი 2

5. ჰკითხა ბოყაზმა მსახურს, რომელიც თავზე ადგა მომკელთ: "ვისია ეს ყმაწვილქალი?”

1მეფეთა 9

11. ქალაქის აღმართს რომ შეუყვნენ, წყლის ამოსახაპად გამოსული ყმაწვილქალები შემოხვდათ. ჰკითხეს: "არის აქ სადმე მხილველი?”

3მეფეთა 1

2. უთხრეს მისმა მსახურებმა: "მოვძებნით ჩვენი ბატონი მეფისთვის ახალგაზრდა, ქალწულ ქალს, რომელიც მეფის წინაშე იდგება, მოუვლის და გვერდში დაუწვება. მაშინ გათბება მეფე, ბატონი ჩვენი”.

ესთერი 2

7. მან უპატრონა თავისი ბიძის ასულ ჰადასას, იმავე ესთერს, რადგან არც მამა ჰყავდა მას და არც დედა. ტანადი და მშვენიერი იყო ეს ყმაწვილქალი. დედ-მამა რომ დაეხოცა, მორდექაიმ იშვილა.

მათე 14

11. მოართვეს თავი ლანგრით და გადასცეს ყმაწვილ ქალს, მან კი დედამისს მიართვა.

მარკოზი 5

41. აიღო ბავშვის ხელი და თქვა: "ტალითა კუმ!” რაც ნიშნავს: "გოგონა, შენ გეუბნები, ადექ!”

42. მაშინვე წამოდგა გოგონა და გაიარა, რადგან თორმეტი წლისა იყო; და დიდმა გაოცებამ შეიპყრო ისინი.

იოანე 18

17. მეკარე გოგონამ უთხრა პეტრეს: "განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უთხრა: "არა ვარ”.

საქმეები 16

16. ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.

-----------------------

ანტონიო ბელუჩის ნახატი - რებეკას თანხმობა