3.46.35 Бог дает силу

3.46.35 ძალას იძლევა ღმერთი

მსაჯ.15,15; 16,3.30; 2მფ.22,40 ფს.17,39 იგავ.21,31 ეს.40,29.31 დან.2,23.37 ლუკ.9,1 იოან.14,12 საქ.4,33; 2თეს.1,11; 2ტიმ.1,8 ებრ.11,32-34

- უფლის სულით გვეძლევა ძალა მსაჯ.14,6; 1კორ.15,43 ეფ.3,16.20 კოლ.1,29

- მასთანაა ძალა იობ.12,16 რომ.1,20

- ყოვლისშემძლეა იობ.42,2 ეფ.1,19

- ჩვენი ძალაა უფალი გამ.15,2 ფს.45,1; 139,7 ეს.12,2; 28,6 აბაკ.3,19; 1იოან.4,4; 2კორ.6,7; 10,4

- რადგან საკუთარი ძალით ვერ იმარჯვებს კაცი 1მფ.2,9 საქ.3,12; 2კორ.4,7

- მცდელობა ღმერთისგან ძალის მიღების მარკ.5,25-30 ლუკ.6,19; 2კორ.12,9 ეფ.6,10 ფლპ.4,13 კოლ.1,11

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 15

2. ჩემი ძალა და გალობაა უფალი. ის მყავდა მხსნე­ლად, იგია ჩემი ღმერთი, და განვადიდებ მას; ჩემი მამის ღმერთია და ავამაღლებ მას.

მსაჯულნი 14

6. უფლის სული გადმოვიდა მასზე და თიკანივით შუაზე გახლიჩა ლომი, ისე რომ ხელში არაფერი სჭერია, მაგრამ მშობლებისთვის არ უთქვამს, რაც ჩაიდინა.

მსაჯულნი 15

15. იპოვა სახედრის ნედლი ყბა, გაიწოდა ხელი, აიღო და ათასი კაცი მოსრა მისით.

მსაჯულნი 16

3. შუაღამემდე ეძინა სამსონს, შუაღამით ადგა, ხელი ჩაავლო ქალაქის კარიბჭის ორივე სვეტს და ურდულიანად ამოგლიჯა, გაიდო მხარზე და ხებრონის გადაღმა მთის წვერზე აიტანა.

30. თქვა სამსონმა: "დაე, მოვკვდე ფილისტიმელებთან ერთად!” და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და შიგმყოფ ხალხს; და დახოცილები, სამსონმა რომ დახოცა თავისი სიკვდილისას, იმაზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი.

1მეფეთა 2

9. თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ იმარჯვებს კაცი.

2მეფეთა 22

40. შენ შემომსარტყლავ ძალას საომრად, ჩემს წინაშე აჩოქებ ჩემს წინააღმდგომთ.

იობი 12

16. მასთანაა ძალი და ნამდვილი სიბრძნე, მისია მოტყუებული და მომტყუებელი.

იობი 42

2. „ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას.

ფსალმუნი 17

39. შენ შემმოსე ძალით საომრად, ჩემს ქვეშ მოდრიკე ჩემი მოწინააღმდეგენი.

ფსალმუნი 45

1. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად.

ფსალმუნი 139

7. უფალო ღმერთო, ჩემი გადარჩენის ძალავ! შენ გადამეფარე თავზე ფარად ბრძოლის დღეს.

იგავნი 21

31. ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ, მაგრამ გამარჯვება უფლისგანაა.

ესაია 12

2. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან ჩემი ძალა და სიმღერა უფალი ღმერთია. ის მყავდა მე ხსნად.”

ესაია 28

6. უფალი იქნება სიმართლის სული სასამართლოში მჯდომისათვის, და სიმამაცე კარიბჭეზე მომწყდარი მტრის მომგერიებელთათვის.

ესაია 40

29. აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს.

31. ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.

დანიელი 2

23. გაქებ და გადიდებ შენ, ჩემი მამების ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და ძლიერება მომეცი და ახლა ისიც მაუწყე, რაც გთხოვეთ, ვინაიდან გაგვიმხილე მეფის საქმე.

37. აჰა, მეფე ხარ შენ, მეფეთ-მეფე; რომლისთვისაც ციურ ღმერთს აქვს მიცემული მეფობა, ხელმწიფება, ძალა და დიდება.

აბაკუმი 3

19. უფალი ღმერთია ჩემი ძალა. ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს.

მარკოზი 5

25. და იყო იქ ქალი, რომელსაც თორმეტი წელიწადი სისხლდენა სჭირდა,

26. მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან, და რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა, არამედ უარეს დღეში ჩავარდა,

27. მოისმინა რა იესოზე, ზურგიდან მოუარა და მის სამოსელს შეეხო.

28. რადგან ფიქრობდა, მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.

29. იმწამსვე დაიშრიტა მისი სისხლდენის წყარო და იგრძნო თავის სხეულში, რომ განიკურნა წყლულისგან.

30. მყისვე მიხვდა იესო, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: "ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?”

ლუკა 6

19. მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, ვინაიდან მისგან გამოდიოდა ძალა და ყველას კურნავდა.

ლუკა 9

1. მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, და სნეულებათა განსაკურნებლად.

იოანე 14

12. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, საქმეებს, მე რომ ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.

საქმეები 3

12. ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს მიმართა: კაცნო ისრაელიანნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით დავაყენეთ იგი ფეხზე?

საქმეები 4

33. მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას, და დიდი მადლი იყო ყველა მათგანზე.

1იოანე 4

4. შვილებო, თქვენ ღვთისგან ხართ და სძლიეთ მათ, ვინაიდან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც ქვეყნიერებაზეა.

რომაელთა 1

20. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ.

1კორინთელთა 15

43. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით; ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით;

2კორინთელთა 4

7. მაგრამ, ეს განძი თიხის ჭურჭლებში გვაქვს, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისგან იყოს და არა ჩვენგან.

2კორინთელთა 6

7. ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის იარაღით მარჯვენასა და მარცხენაში,

2კორინთელთა 10

4. ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრენი;

2კორინთელთა 12

9. და მითხრა: საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!

ეფესელთა 1

19. და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით,

ეფესელთა 3

16. რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, თავისი სულით შინაგან კაცში განსამტკიცებლად.

20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ,

ეფესელთა 6

10. და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.

ფილიპელთა 4

13. ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში.

კოლასელთა 1

11. მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების ძლიერებისამებრ, ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელობაში, სიხარულით.

29. ამისთვის ვშრომობ მეც, და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.

2თესალონიკელთა 1

11. ამიტომ გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სურვილი და რწმენის საქმე.

2ტიმოთე 1

8. მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის მოწმობისა, ასევე ნურც ჩემი – მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისთვის ღვთის ძალით,

ებრაელთა 11

32. კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო,

33. რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.

34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,

__თემაზე წერდნენ__

***

რბილი სძლევს მაგარს. სუსტი სძლევს ძლიერს . . .

ვინცა სილბო შეინარჩუნა: მძლეთამძლეა . . .

ვინცა მძლეთამძლეა უკვდავია და მრავალჟამიერი.

ოდენ გვამი იხრწნება მისი.

ამას ჰქვია ზიარება მარადიულთან.

__ ლაო-ძი __

***

ვინცა ჭეშმარიტად რაინდია: არ მძლავრობს.

ვინცა ჭეშმარიტად მებრძოლია: არ მრისხანებს.

ვინცა ჭეშმარიტად მოწყალეა: დამარცხებულს არ იმონებს.

“სამხედრო ხელოვნება” ღაღადებს: “მე არ ვიწყებ. მე ველი

გოჯსაც არ წავდგამ წინ: ნაბიჯს კი – უკუვდგამ.”

ამას ეწოდება წინსვლა უკუსვლით.

ამას ეწოდება გამარჯვება უკუდგომით.

ამას ეწოდება დალაშქვრა უიარაღოდ.

ამას ეწოდება ომი უომრად . . .

მრავალშემართულთა შორის ის იმარჯვებს:

ვინცა თვინიერია და მორჩილი.

__ ლაო-ძი __

***

ცისქვეშეთში არაფერია: წყალზე უფრო სუსტი და წყალზე უფრო რბილი. მაგრამ ძალუძს სძლიოს: ყველაზე უფრო მაგარსა და ყველაზე უფრო ძლიერს.

__ ლაო-ძი __

***

ციურ ფრინველთაგან ყველაზე დიდი და ძლიერი არწივია, ქვეყნიურ მხეცთაგან – ლომი, ხოლო ადამის ძეთაგან უდიდესი და უძლიერესია ღვთის მოშიში კაცი.

__ წმ. ეფრემ ასური __

***

ყველა სიძნელე ჩვენში მხოლოდ ამრავლებს ძალებს.

__ ემილ ვერჰარნი __

***

თუ ადამიანს რწმენა აქვს, იგი უძლეველია უთუოდ.

__ კ. გამსახურდია __