3.44.18 Дичь, зверолов, зверь

3.44.18 ნადირი, მონადირე, ნანადირევი

ნადირი:

- დაბრალება იოსების შეჭმის დაბ.37,20

- მოგერიება 2მფ.21,10

- ღმერთი - მხსნელი მისგან იობ.5,23

- ველის ფს.8,7

- ტყის ფს.103,20

- უდაბნოს ეს.13,21

- მისი საზრდო ფს.79,13

.

მონადირე:

- ნებროთი (ნიმროდი) დაბ.10,9

- ესავი დაბ.25,27

- ღმერთი ეხმარება მონადირებაში იობ.38,39

- სიმბოლურად: კაცის დევნა 1მფ.26,19 იერ.5,26 გოდ.3,52 მიქ.7,2

- სიმბოლურად: ღმერთია მხსნელი ხაფანგის დამდებისგან ფს.90,3; 123,7

- სიმბოლურად: ღვთის ნება იობ.10,16

- სიმბოლურად: სიტყვებს გამოდევნება იობ.18,2

- სიმბოლურად: ბოროტება ინადირებს მოძალადეს ფს.139,11

- სიმბოლურად: სიმარჯვე იგავ.6,5

- სიმბოლურად: მეძავი - სულებზე მონადირე იგავ.6,26

- სიმბოლურად: ჯადოქარი - სულებზე მონადირე ეზეკ.13,18

- სიმბოლურად: ღმერთის მსჯავრის აღმსრულებელი ეს.46,11 იერ.16,16 ნაუმ.2,12

.

ნანადირევი:

- გემრიელია დაბ.25,28

- მოყვარული მისი ჭამის დაბ.49,27

- უნდა გამოიშვას სისხლი ლევ.17,13

- ზარმაცი არ შეიწვავს იგავ.12,27

- სიმბოლურად: ისრაელის სწრაფვა რიცხ.23,24

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10

9. ძლიერი მონადირე იყო იგი უფლის წინაშე. ამიტომაც თქმულა - ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო უფლის წინაშე!

დაბადება 25

27. და როცა წამოიზარდნენ ყმაწვილები, გახდა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი კი სათნო კაცი იყო და იჯდა კარვებში.

28. უყვარდა ისააკს ესავი, რადგან მისი ნანადირევი ეგემრიელებოდა. რებეკას კი იაკობი უყვარდა.

დაბადება 37

20. მოდი ახლა და მოვკლათ, ჩავაგდოთ სადმე ჭაში, და ვთქვათ, რომ ნადირმა შეჭამა იგი. და ვნახოთ, როგორ ახდება მისი სიზმრები.“

დაბადება 49

27. ბენიამინი მტაცებელი მგელია: ცისკრად ნანადირევს შეექცევა და საღამოთი ნადავლს ანაწილებს.“

ლევიანნი 17

13. და თუ ვინმე ისრაელიანთაგან და ხიზანთაგან, რომელიც ხიზნობს თქვენთან, მოინადირებს ცხოველს ან ფრინველს, რომელიც იჭმევა, სისხლი უნდა გამოადინოს და დაფაროს იგი მიწით.

რიცხვნი 23

24. აჰა, ხალხი ლომის ბოკვერივით გაიღვიძებს და ლომივით იბრდღვენს; და მანამ არ დაიძინებს, ვიდრე ნანადირევს არ შეჭამს და დახოცილთა სისხლს არ შესვამს.“

1მეფეთა 26

19. ნუ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლის წინაშე, რადგან ერთი ბეწო რწყილის საძებრად არის გამოსული ისრაელის მეფე, როგორც გნოლებზე ნადირობენ მთებში.“

2მეფეთა 21

10. აიღო რიცფამ, აიას ასულმა ჯვალო, კლდეზე დაიფინა და იყო იქ მკის დაწყებიდან, ვიდრე ციდან წყალმა არ იწვიმა მათზე; დღისით ცის ფრინველებს უგერიებდა გვამებს და ღამით ნადირს.

იობი 5

23. რადგან ველის კლდეებთან გექნება აღთქმა და მინდვრის ნადირს მშვიდობა ექნება შენთან.

იობი 10

16. წამოვიწიო? - ლომივით ნადირობ ჩემზე და კვლავ შენს საოცრებებს ახდენ ჩემზე,

იობი 18

2. "როდემდე ინადირებ სიტყვებზე? დაფიქრდი და მერე ვილაპარაკოთ:

იობი 38

39. შენ უნადირებ მსხვერპლს ძუ ლომს და უკლავ შიმშილს ლომის ბოკვრებს,

ფსალმუნი 8

7. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი, ასევე - ველის ნადირი;

ფსალმუნი 79

13. ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები საზრდოობენ მისით.

ფსალმუნი 90

3. რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომაკვდინებელი ჭირისგან.

ფსალმუნი 103

20. ჩამოაწვენ ბნელს და დაღამდება, მაშინ ამოძრავდება ტყის ყველა ნადირი.

ფსალმუნი 123

7. ჩიტივით დაუსხლტა ჩვენი სული მონადირის მახეს; მახე დაიმსხვრა, ჩვენ კი გადავრჩით.

ფსალმუნი 139

11. ნუ დამკვიდრდება ჭორიკანა კაცი ქვეყანაზე, ბოროტებამ მოინადიროს მოძალადე კაცი ძირს დასაცემად.

იგავნი 6

5. გადაირჩინე თავი, როგორც შველმა მონადირის ხელიდან და ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.

26. რადგან მეძავი ქალის გამოა ლუკმა პურამდე რომ მათხოვრდებიან; სხვისი ცოლი კი შენს ძვირფას სულზე ნადირობს.

იგავნი 12

27. ზარმაცი კაცი ნანადირევსაც კი არ შეიწვავს, კაცის ყველაზე დიდი ქონება სიბეჯითეა.

ესაია 13

21. წამოწვებიან იქ უდაბნოს ნადირნი, მათი სახლები ჭოტებით გაივსება, სირაქლემები დასახლდებიან და ველური თხები იხტუნებენ იქ.

ესაია 46

11. გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან მონადირე ფრინველს, კაცს შორი ქვეყნიდან, ჩემი რჩევის შემსრულებელს; ჭეშმარიტად, აკი ვთქვი, ჭეშმარიტად, აღვასრულებ კიდეც; მე დავგეგმე და კიდეც გავაკეთებ.

იერემია 5

26. რადგან არიან ჩემს ხალხში ბოროტმოქმედნი, სულგანაბულნი რომ ჩასაფრებულან ფრინველზე მონადირეებივით, დგამენ ხაფანგებს და ადამიანებს იჭერენ.

იერემია 16

16. აჰა, გავაგზავნი ბევრ მეთევზეს, ამბობს უფალი, მათ დასაჭერად; ამის შემდეგ გავაგზავნი მრავალ მონადირეს და მოინადირებენ ისინი ყოველი მთის თავზე, ყოველი ბორცვის თავზე და კლდეთა ნაპრალებში,

გოდება 3

52. ჩიტივით მომინადირეს ჩემმა მტრებმა, უმიზეზოდ.

ეზეკიელი 13

18. უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი იმ დედაკაცებს, ჯადოქრულ სამაჯურებს რომ კერავენ ყოველი მაჯისთვის და ყველა ზომაზე რომ აკეთებენ ადამიანთა სულების გამოსაჭერად. ნუთუ ჩემი ხალხის სულებზე ნადირობით თქვენ სიცოცხლეს შეინარჩუნებთ?

მიქა 7

2. მოისპო ღვთისნიერი ქვეყანაზე, აღარავინ დარჩა წრფელი კაცთა შორის. ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ ბადით ხელში.

ნაუმი 2

12. სადღაა ლომი, რომ იტაცებს თავის ბოკვრებისთვის და გუდავს თავისი ძუ ლომისთვის? ნადავლით რომ ავსებს თავის ბუნაგს და დაგლეჯილი ნანადირევით - თავის საბუდარს?

------------------------

სურათზე: ნებროთი - სახელოვანი მონადირე