2.1.39 Вавилон

2.1.39 ბაბილონი

ქალაქი

მისი ისტორია:

- ააშენა ნებროთმა (ნიმროდმა) დაბ.10,10

- აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა დაბ.11,9

- აშურის დედაქალაქი 2ნეშ.33,11

- მსოფლიო სახელმწიფო ნაბუქოდონოსორის დროს დან.4,30

- ლამაზი ქალაქი ეს.13,19

- მისი კარიბჭეების შესახებ ეს.45,1.2

- ბელი და ნებო - მისი ღვთაებები ეს.46,1

- ებრაელები წაყვანილ იქნენ ტყვედ 4მფ.25,1-21; 2ნეშ.36,5-21

- კედლები დაიქცევა იერ.51,44

მისი მცხოვრებლების შესახებ ეზრ.4,9 ეზეკ.23,15

- კერპთაყვანისმცემლები იერ.50,38

- ქურუმებს დამონებულნი ეს.47,13

- ღვთის მგმობელნი დან.5,2

წინასწარმეტყველება მასზე:

- ბაბილონი - ღვთის იარაღი იერ.27,6

- უფალი იბრძოლებს მის წინააღმდეგ იერ.21,6

- 70 წ. იქნებიან ტყვედ ებრაელები იერ.25,12

- პირველი სახელმწიფო დან.2,38

- დაცემა ეს.13,19

- კიროსი - ღვთის იარაღი ეს.45,1

ახალ ათქმაში ქალაქი ევფრატზე:

- დროის ათვლისთვისაა ხსენებული მათ.1,11

- გადასახლებულ იქნენ ებრაელები საქ.7,43

- ცხოვრობდა პეტრე 1პეტ.5,13

ახალ აღთქმაში მისტიკური ქალაქი - რომი:

- დაცემის წინასწარმეტყველება გმცხ.14,8

- ღვთის რისხვის გადმოღვრა გმცხ.16,19

- ეწოდა "მეძავი" გმცხ.17,1-18

- დაცემა გმცხ.18,2-24

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10

10. მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში.

დაბადება 11

9. ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.

4მეფეთა 25

1. თავისი მეფობის მეცხრე წელს, მეცხრე თვის მეათე დღეს წამოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ლაშქრითურთ იერუსალიმის წინააღმდეგ, შემოადგა მას და მიწაყრილები შემოავლო ირგვლივ.

2ნეშტთა 33

11. მიუსია მას უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები. შეიპყრეს მენაშე, დაატყვევეს, ბორკილები დაადეს და ბორკილდადებული ბაბილონს წაიყვანეს.

ეზრა 4

9. რეხუმ მრჩეველმა, შიმშაი მწერალმა და მათმა თანამდგომებმა - დინაელებმა, აფარსათქელებმა, ტარფელელებმა, აფარსელებმა, არქეველებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა, დეჰაველებმა, ელამელებმა,

ესაია 13

19. ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას.

ესაია 45

1. ასე უთხრა უფალმა თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენა მიჭირავს, რათა ხალხები დავამხო მის წინაშე და სარტყელი შევუხსნა მეფეებს, რათა კარიბჭენი გაიხსნას მის წინაშე და ჭიშკრები არ ჩაიკეტოს.

2. მე წაგიძღვები და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ,

ესაია 46

1. ჩაიღუნა ბელი, მოიკაკვა ნებო; მათი კერპები მხეცებს და პირუტყვებს აჰკიდეს. მძიმეა თქვენი სატარებელი, როგორც დაქანცული ცხოველის ტვირთი!

ესაია 47

13. დაღლილი ხარ ბევრი თათბირისგან; აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისგან!

იერემია 21

6. მუსრს გავავლებ ამ ქალაქის მცხოვრებლებს, კაცსა და პირუტყვს; დაიხოცებიან დიდი ჭირისგან.

იერემია 25

12. შესრულდება სამოცდაათი წელი და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და ამ ხალხს, ამბობს უფალი, ქალდეველთა ქვეყანას მათი დანაშაულის გამო; და სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ მათ.

იერემია 27

6. ამიერიდან მთელი ეს ქვეყნები ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ჩემს მორჩილს, უნდა ჩავაბარო ხელში; ველის მხეცებიც მისთვის ჩამიბარებია, რათა ემორჩილებოდნენ მას.

იერემია 51

44. მოვიკითხავ ბელს ბაბილონში და პირიდან ამოვანთხევინებ შთანთქმულს და ხალხები შეწყვეტენ მისკენ დენას; ბაბილონის კედლებიც დაეცემა.

ეზეკიელი 23

15. წელზე ქამარშემორტყმულნი, თავზე მოფრიალე ჩალმებით, სარდალთა შესახედაობისანი, ბაბილონის ძეთა მსგავსნი, ქალდეველთა ქვეყნისა, მათი სამშობლოსი;

დანიელი 2

38. ყველგან, სადაც კი ადამიანები ცხოვრობენ, მან შენ ჩაგაბარა მიწის მხეცები, ცის ფრინველები და მათ ბატონ-პატრონად დაგაყენა. შენა ხარ ის ოქროს თავი.

დანიელი 4

30. ალაპარაკდა მეფე და თქვა: ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც მეფის სადიდებლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით ჩემი სიდიადის საქებრად?

დანიელი 5

2. ღვინით გალეშილმა ბელშაცარმა ბრძანა რომ მოერთმიათ მისთვის ნაბუქოდონოსორის, მამამისის მიერ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ოქრო- ვერცხლის ჭურჭელი, რათა მეფეს, მის დიდკაცებს, მის ცოლებსა და ხარჭებს იქიდან ვსვათ.

 

მათე 1

11. იოსიამ შვა იექონია და მისი ძმები ბაბილონის ტყვეობის ჟამს.

საქმეები 7

43. თქვენ მიიღეთ მოლოხის კარავი და ვარსკვლავი თქვენი ღმერთის რაიფანისა, ხატებანი, რომელნიც შეჰქმენით, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; ამიტომაც გადაგასახლებთ ბაბილონს მიღმა“.

გამოცხადება 14

8. მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა.

გამოცხადება 16

19. სამ ნაწილად გაიყო დიდი ქალაქი, დაემხნენ წარმართთა ქალაქები და მოხსენიებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე რათა სასმისით მისცემოდა ღვინო მისი მძვინვარების რისხვისა.

გამოცხადება 17

1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;

გამოცხადება 18

2. შეღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, და ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა.

---------------------------

ბაბილონი. იშტარის კარიბჭე