3.52.21 Дьявол старается напоминать покаянных и прощенных грехов

3.52.21 ეშმაკი ცდილობს გაგვახსენოს მონანიებული და ნაპატიები ცოდვები

__თემაზე წერდნენ__

***

ნუ გაამყარებ უწინ ჩადენილ ცოდვებს შენს სულში მათი ხშირი გახსენებით, რათა კვლავ და კვლავ არ განგიახლდეს მათი დაგემოვნების სურვილი! მტკიცედ გჯეროდეს რომ ყველა ისინი უკვე მოგეტევა იმჟამიდან, ოდენ ღმერთს მიუძღვენი საკუთარი თავი და გულწრფელად შეინანე. ამაში ნურასოდეს დაეჭვდები!

__ წმ. ანტონ დიდი __

***

ერთხელ ვიღაცამ ჰკითხა მოხუც მორწმუნე ქალს:

“თუ გახსენებთ თქვენს ცოდვებს ეშმაკი?”

“რა თქმა უნდა, - უპასუხა მან, - მაგრამ მე მას ვაგზავნი აღმოსავლეთით, ხოლო როცა ბრუნდება, ვაგზავნი დასავლეთით, და ასე დაიარება აღმოსავლეთიდან დასავლეთში და ვერაფრით ვერ იპოვა ჩემი ცოდვები.”

“რატომ აგზავნი მაინცდამაინც აღმოსავლეთით და დასავლეთით თქვენს მოწინააღმდეგეს?” – ჰკითხეს მოხუცს.

“მიზეზი უბრალოა, ბიბლიაშია ნათქვამი ასე: “როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისაგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი” (ფს. 102,12). მეორე ადგილას კი ასე სწერია: “ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით – შენს ცოდვას” (ეს. 44,22).

__ იაკობ ლევენი __

***

როგორ უნდა ფიქრობდნენ მოქცეულნი თავის ცხოვრებაზე?

ცუდია, როცა მორწმუნე კაცი ლაპარაკობს თავის ცოდვაში გატარებულ უწინდელ ცხოვრებაზე, როგორც ლაპარაკობს ნაჯარისკაცალი თავის უწინდელ ბრძოლებზე. უკეთესია მოვიშოროთ ჩვენი უწინდელი ცოდვები, - გაცნობიერებით, რომ ისინი უკვე ნაპატიებია, ეს დამარხავს მათ. დავმარხოთ მივაგოთ ნამდვილი შეფასება – ზიზღით, ნუ დავუდგამთ ჩვენს უწინდელ ცოდვებს ძეგლებს. თუ ოდესმე მოგიწევთ მოუყვეთ ვინმეს თქვენს უწინდელ ცოდვილ ცხოვრებაზე, უკეთესია თუ მოყვები მათ ცრემლიანი თვალებითა და სახეზე სირცხვილის ნიშნებით. ილაპარაკე მხოლოდ უსაზღვრო მადლიერებით მპატიებლის მიმართ.

__ იაკობ ლევენი __

***

ის, რაც ჩვენ გვახსენებს თავს, რაც არ გვსურს, ღვთის მგმობელი სულისგან არის მოტანილი ჩვენს იმ ფიქრებში, რომელიც სატანისთვის გვაქვს დათმობილი და როგორც კი ღმერთს ვუბრუნდებით, ჩვენს გონებაში ეშმაკისთვის ადგილი აღარ რჩება ჩვენს ფიქრებში და გარბის. თან მიიყოლებს სასაცილო მოჟღარუნე კუდს, რომელიც აშინებს. ამ ჟღარუნას ჩვენ დავკიდებთ მას კუდზე და ეს მისგან იმის ცოდნაა, რომ ჩვენ დავუბრუნდით ღმერთს და გავხდით ეშმაკის მდევნელი ჩვენი ცხოვრებიდან.

და ჩვენ ვიცინით მის გაქცევაზე, ალელუია!

__ მ.ბ. __