1.8.103 Сара, Сарра

Быт.11,29.30; 12,11-13; 16,2.3; 17,15.16: 20,12; 21,1-3; 23,19 Рим.4,19; 9,9 Гал.4,22-31

1.8.103 სარა (სარრა)

(ქალბატონი)

.

- აბრაამის ცოლი დაბ.11,29

- აბრაამის ნახევარდა დაბ.20,12

- წარდგენილ იქნა როგორც და დაბ.12,11-13

- იყო უნაყოფო დაბ.11,30

- თავისი მოახლე მისცა ქმარს ცოლად დაბ.16,2.3

- მიიღო აღთქმა ძის შობის შესახებ დაბ.17,15.16 რომ.9,9

- შვა ისააკი დაბ.21,1-3

- დაიკრძალა მახფელას მღვიმეში დაბ.23,19

- ღრმა რწმენის ქალი რომ.4,19

- სიმბოლირებს ახალ აღთქმას გალ.4,22-31

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 11

29. ცოლები შეირთეს აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს - მილქა, ხარანის ასული, რომელიც მილქასა და ისქას მამა იყო.

30. და იყო სარაი ბერწი, შვილი არ უჩნდებოდა.

დაბადება 12

11. ეგვიპტეს რომ მიუახლოვდნენ, უთხრა აბრამმა სარაის, თავის ცოლს: "ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ.

12. დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო. მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.

13. ამიტომ თქვი, რომ და ხარ ჩემი, მაშინ კარგად მომექცევიან და მაცოცხლებენ შენს გამო.

დაბადება 16

2. უთხრა სარაიმ აბრამს: "შვილები არ მომცა უფალმა. ამიტომ გთხოვ, შედი ჩემს მოახლესთან, ვინძლო გავშვილიანდე მისგან”. და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები.

3. სარაიმ, აბრამის ცოლმა, ქანაანში მათი დამკვიდრების ათი წლის თავზე, ეგვიპტელი მხევალი ჰაგარი მისცა ცოლად თავის ქმარს.

დაბადება 17

15. უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "აღარ უწოდო შენს ცოლს სარაი, ამიერიდან სარა იყოს მისი სახელი.

16. ვაკურთხებ მას და ძესაც მოგცემ მისგან; აჰა, მასაც ვაკურთხებ და გახდება იგი ერების დედა; ხალხთა მეფენი წარმოიშობიან მისგან”.

დაბადება 20

12. მართლაც ჩემი და არის სარა, მამაჩემის ასულია, თუმცა დედაჩემის ასული არ არის; და გახდა ჩემი ცოლი.

დაბადება 21

1. მოხედა უფალმა სარას, როგორც შეპირდა; და შეუსრულა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.

2. დაორსულდა სარა და უშვა აბრაჰამს მისი სიბერის ძე ზუსტად იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.

3. და უწოდა აბრაჰამმა თავის ძეს ისაკი, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარამ.

დაბადება 23

19. ამის შემდეგ დაკრძალა აბრაჰამმა თავისი ცოლი, სარა, მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს ანუ ხებრონის პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში.

რომაელთა 4

19. არ შესუსტებია რწმენა, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო.

რომაელთა 9

9. რადგან ასეთია აღთქმის სიტყვა: "ამ დროს მოვალ და ეყოლება სარას ძე”.

გალატელთა 4

22. ვინაიდან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაჰამს, ერთი მხევლისგან, მეორე კი - თავისუფლისგან.

23. მაგრამ მხევლისგან გამოსული ხორციელად იყო შობილი, ხოლო თავისუფლისგან გამოსული - აღთქმის მიხედვით.

24. ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, რომელიც მონობისთვის შობს; და ეს აგარია.

25. ვინაიდან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამჟამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, ვინაიდან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად.

26. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია - ის ყველა ჩვენგანის დედაა.

27. რადგან დაწერილია: "იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს”.

28. და თქვენც, ძმებო, ისაკის მიხედვით აღთქმის შვილები ხართ.

29. მაგრამ როგორც მაშინ სდევნიდა ხორციელად შობილი სულით შობილს, ასევეა ახლაც.

30. თუმცა, აი, რას ამბობს წერილი: "განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ გახდება მემკვიდრე თავისუფლის ძესთან ერთად!”

31. ამრიგად, ძმებო, მხევლის შვილები კი არა ვართ, არამედ - თავისუფლისა!