1.7.24 Горячка - лихорадка, высокая температура тела

Лев.26,16 Вт.28,22; 32,24 Матф.8,14.15 Мар.1,30 Лук.4,38.39 Деян.28,8

1.7.24 ციებ-ცხელება, ხურვება

- როგორც სასჯელი ლევ.26,16 რჯ.28,22; 32,24

- განკურნა ქრისტემ მათ.8,14.15 მარ.1,30 ლუკ.4,38.39

- განკურნა მოციქულმა პავლემ საქ.28,8

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 26

16. მაშინ მეც ასე მოგექცევით; დაგატეხთ საშინელებას, ჭლექსა და ციებ-ცხელებას, რომლებიც თვალებს დაგივსებენ და სულს გაგიწამებენ; ამაოდ დათესავთ თესლს, თქვენი მტრები შეგიჭამენ.

მეორე რჯული 28

22. წარგხოცს უფალი ჭლექით, ციებითა და ანთებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით, მანამდე გდევნიან, სანამ არ დაიღუპები.

მეორე რჯული 32

24. მისუსტდებიან შიმშილით, მოისპობიან ცხელებითა და სასტიკი სენით, მხეცთა ეშვებითა და ქვეწარმავალთა შხამით, მე რომ გავუგზავნი.

მათე 8

14. მივიდა იესო პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი.

15. შეეხო მის ხელს და მიატოვა ქალი ცხელებამ; წამოდგა და ემსახურა მათ.

მარკოზი 1

30. სიმონის სიდედრი ციებ-ცხელებით შეპყრობილი იწვა; მაშინვე უთხრეს იესოს მასზე.

ლუკა 4

38. გამოვიდა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი საშინელ ცხელებას შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.

39. თავს დაადგა, შერისხა ცხელება, და მანაც დაუტევა იგი; მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ.

საქმეები 28

8. პოპლიოსის მამა, ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით გატანჯული, ლოგინად იყო ჩავარდნილი; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განკურნა.