4.22.3. Отойдите, не прикасайтесь!

Быт.19,12.13 Чис.16,26,, 1цар.15,25-27 Ис.48,20,, 52,11 Иер.50,8,, 51,6.9.45.50,, 2Ин.10.11,, 2Кор.6,14-17 Отк.18,[4]

**

** И сказал обществу: отойдите от шатров нечестивых людей сих, и не прикасайтесь ни к чему, что принадлежит им, чтобы не погибнуть вам во всех грехах их. (Чис.16,26).

4.22.3. ნუ გაეკარებით, გამოდით მისგან!

დაბ.19,12 რიცხ.16,26,, 1მფ.15,26.27 ეს.48,20,, 52,11 იერ.50,8,, 51,6.9.45.50,, 2ინ.1,10.11,, 2კორ.6,14-17 გმცხ.18,[4]

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19

12. უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან,

რიცხვთა 16

26 და უთხრა თემს: “აბა, განშორდით ამ უღვთო ადამიანთა კარვებს, და ნუ შეეხებით ნურაფერს, რაც მათ ეკუთვნის, რათა არ დაიღუპოთ მთელი მათი ცოდვებით.”

1მეფეთა 15

26. უთხრა სამუელმა საულს: არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ.

27. შეტრიალდა სამუელი წასასვლელად და მოეჭიდა საული მის მოსასხამის კალთას და გაიგლიჯა კალთა.

ესაია 48

20. გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი!

ესაია 52

11. წამოდით, წამოდით, გამოდით მანდედან! უწმიდურს ნუ მიეკარებით. გამოდით მისგან! განიწმიდენით, უფლის საჭურჭლის მტვირთველნო!

იერემია 50

8. გადაიკარგეთ ბაბილონიდან და გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ერკემლებად იქმენით ფარის წინ.

იერემია 51

6. გაიქეცით ბაბილონიდან და ყველამ თავის თავს უშველოს. არ დაიღუპოთ მისი სასჯელით, რადგან ეს უფლის განკითხვის ჟამია, ის მიუზღავს მას სამაგიეროს.

9. ვმკურნალობდით ბაბილონს და არ განიკურნა; მოეშვით და წავიდეთ ჩვენ-ჩვენ ქვეყანაში, რადგან ცას მისწვდა მისი სასჯელი და ღრუბლებამდე აიწია.

45. გაერიდე მას, ჩემო ერო, თავს უშველე უფლის რისხვისაგან.

50. ილტვოდეთ, მახვილს გადარჩენილნო, ნუ დადგებით! შორიდან გაიხსენეთ უფალი და იერუსალიმი მოიგონეთ.

2იოანე 1

10. ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ.

11. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება.

2კორინთელთა 6

14. ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის?

15. რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?

16. რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.

17. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.

გამოცხადება 18

4. და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით.