3.45.3 Нить

3.45.3 ძაფი

მასალა:

- ოქროს გამ.39,3

- მატყლის ლევ.19,19

.

გამოყენება:

- სანიშნედ დაბ.38,28.30 რიცხ.15,38

- საქარგად გამ.28,33

- სამოსლის საქსოვად ლევ.19,19

- განწმენდის რიტუალისთვის რიცხ.19,6

.

სიმბოლურად:

- მცირედი დაბ.14,23

- თოკის ძაფივით გაწყვეტა მსაჯ.16,12

- ბაგე ქებ.4,3

- ცხოვრება ეს.38,12

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

23. რომ ძაფსა და ფეხსაცმლის თასმასაც კი არ ავიღებ იქიდან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო - მე გავამდიდრეო აბრამი!

დაბადება 38

28. და შობისას გამოყო ერთმა ხელი და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა; თქვა: "ეს გამოვიდა პირველად”.

30. შემდეგ მისი ძმა გამოვიდა, რომელსაც მეწამული ძაფი ება ხელზე; და ეწოდა სახელად ზერახი.

გამოსვლა 28

33. მის კალთებზე, გარშემო ბროწეულები ამოქარგე ცისფერი, ძოწისფერი და მეწამული ძაფით და ოქროს ეჟვნები ჩამოჰკიდე ირგვლივ მათ შორის.

გამოსვლა 39

3. გამოჭედეს ოქროს ფურცლები და დაჭრეს ძაფებად, რათა ოსტატურად ჩაექსოვათ ცისფერ, ძოწისფერ, მეწამულ ქსოვილსა და ბისონს შორის.

ლევიანნი 19

19. დაიცავით ჩემი წესები; საქონელი სხვა ჯიშთან არ შეაჯვარო; მინდორზე შერეული ჯიშის თესლი არ დათესო და სელის და მატყლის შერეული ძაფით ნაქსოვი სამოსელი არ ჩაიცვა.

რიცხვნი 15

38. "განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი, რომ ფოჩები გაიკეთონ სამოსლის კიდეებზე, თაობიდან თაობამდე და ცისფერი ძაფი ჩაატანონ ფოჩებში.

რიცხვნი 19

6. აიღოს მღვდელმა კედარის ხე, უსუპი, წითელი ძაფი და მიაგდოს ცეცხლმოკიდებულ დეკეულზე.

მსაჯულნი 16

9. შიდა ოთახებში კი ხალხი ჰყავდა ჩასაფრებული. უთხრა დალილამ სამსონს: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” და ისე დაწყვიტა სამსონმა ლარები, როგორც მომწვარი ძენძის ძაფი წყდება ხოლმე. ვერ ამოიცნეს მისი ძალა.

12. აიღო დალილამ ახალთახალი, უხმარი თოკები, შეკრა იგი და უთხრა: "ფილისტიმელები დაგესხნენ თავს, სამსონ!” შიდა ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული; და ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე.

ქებათა ქება 4

3. შენი ბაგენი მეწამული ძაფია და შენი პირი - მშვენიერი; შენი ღაწვები ბროწეულის ლებნებია შენი პირბადის ქვეშ.

ესაია 38

12. მწყემსის კარავივით ამოიძირკვა ჩემი სამკვიდრო და გამეცალა; მქსოველივით ვახვევდი ჩემი ცხოვრების ძაფს, სართავის ძირშივე მოვიკვეთე; დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი.