4.15.51 Материнство

4.15.51 დედობა

აღწერილია როგორც:

- მტკივნეული დაბ.3,16

- ბოლოს სასიხარულო იოან.16,21

- ზოგჯერ სახიფათო დაბ.35,16-19

- საოცარი (სიბერეში) დაბ.21,7

- ლოცვის საგანი დაბ.25,21

.

კურთხევები მისგან:

- ღვთიური განგებულობის აღსრულება დაბ.1,28

- სიხარულს ანიჭებს ფს.112,9

- ღვთიური მფარველობის ქვეშ ყოფნა ეს.40,11

- "გადარჩენა" ქალის 1ტიმ.2,15

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.

დაბადება 3

16. უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.

დაბადება 21

7. თქვა: "ვინ ეტყოდა აბრაჰამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებსო ძუძუს? და მაინც, ვშობე მისი სიბერის ძე”.

დაბადება 25

21. ემუდარებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი; ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.

დაბადება 35

16. გაემგზავრნენ ისინი ბეთელიდან. ცოტა მანძილი კიდევ იყო ეფრათამდე რახელმა რომ იმშობიარა. და გაუძნელდა მას მშობიარობა.

17. მშობიარობის გასაჭირში უთხრა ბებიაქალმა: "ნუ გეშინია, რადგან ამჯერადაც ვაჟი გყავს შენ”.

18. და ვიდრე სული ამოხდებოდა, დაარქვა თავის ვაჟს ბენ-ყონი. მამამისმა კი ბენიამინი უწოდა.

19. გარდაიცვალა რახელი და დაიკრძალა ეფრათის გზაზე, ბეთლემში.

ფსალმუნი 112

9. უშვილო ქალს სახლში დაამკვიდრებს, შვილებით გახარებულ დედად აქცევს. ადიდეთ უფალი!

ესაია 40

11. მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.

იოანე 3

21. დედაკაცი წუხს მშობიარობისას, რადგან მოაწია მისმა ჟამმა; ხოლო ბავშვს რომ შობს, სიხარულისგან ტანჯვა ავიწყდება, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე.

1ტიმოთე 2

15. თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ ღირსებით იდგება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში გონიერებით.