4.20.6 Отношение с убийци

4.20.6 მკვლელისადმი დამოკიდებულება

ღმერთის დამოკიდებულება მკვლელისადმი

- ადებს ნიშანს, რომ ყოველმა შემხვედრმა ვერ მოკლას დაბ.4,[15]

- ისევე, როგორც მათ, ვინც კვნესიან და მოსთქვამენ სისაძაგლეთა გამო ეზეკ.9,4

- მოჰკითხავს მკვლელს დაბ.9,5 ეზეკ.35,6 ოს.1,4

.

აწესებს:

- მკვლელის მკვლელს შვიდგზის და სამოცდაათჯერ შვიდგზის მიეზღვება დაბ.4,[15.24]

- იარაღის ამღები იარაღითვე მოკვდება დაბ.9,6 მათ.26,[52]

.

ჩვენი დამოკიდებულება მკვლელისადმი

- დაე იცოცხლონ, არ დავივიწყოთ როგორც ნიმუშები ურჯულოებისა ფს.58,10.11

- მივუტევოთ სამოცდაათგზის შვიდჯერ მათ.18,22

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 4

15. თქვა უფალმა: "ამიტომ შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელს”. და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ყოველ შემხვედრს ვერ მოეკლა იგი.

24. თუ შვიდგზის მიეზღვებათ კა­ენის გამო, ლამექისთვის - სამოცდაათჯერ შვიდგზის მიეზღვებათ!”

დაბადება 9

5. უსათუოდ მოვიკითხავ თქვენ სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველი მხეცისაგან და ადამიანისაგან, მისი მოძმისგანაც მოვიკითხავ ადამიანის სიცოცხლეს.

6. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.

ფსალმუნი 58

10. ღმერთი - ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვეს; ღმერთმა შემახედოს ჩემს მტრებზე.

11. ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, ფარო ჩვენო, უფალო.

ეზეკიელი 9

4. უთხრა უფალმა: "ქალაქის შუაგულში ჩაიარე, იერუსალიმის შუაგულში და შუბლზე ნიშანი დაადე იმათ, რომ კვნესიან და მოთქვამენ ყოველი იმ სისაძაგლის გამო, რაც იქ ხდება”.

ეზეკიელი 35

6. ამიტომ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სისხლს ღვრად გადენ და სისხლი დაგედევნება, რაკი არ შეიძულე სისხლისღვრა, სისხლი დაგედევნება.

ოსია 1

4. უთხრა მას უფალმა: "იზრეყელი დაარქვი სახელად, რადგან ცოტაც და მოვკითხავ იზრეყელის სისხლს იეჰუს სახლს და ბოლოს მოვუღებ ისრაელის სახლის მეფობას.

მათე 18

22. იესომ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.

მათე 26

52. მაშინ იესომ უთხრა მას: "თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.