3.14.5. Молитва за гибнуших и нечестивых

1Цар.12,23 Кол.4,12

3.14.5. ლოცვა დაღუპვის გზაზე მდგომთა და უკეთურთათვის

1მფ12,[23]; 3მფ.8,35.36; 2ნეშ.6,26.27 ზირაქ.39,5.6 იერ.6,16.17 კოლ.4,12; 1თეს.3,10

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 12

23. მე კი, ნუმც შევცოდო უფალს, ნუმც შევწყვიტო თქვენს გამო ვედრება. დაგაყენებთ სასიკეთო და ჭეშმარიტ გზაზე.

3მეფეთა 8

35. როცა დაიკეტება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილს, განადიდებენ შენს სახელს და განერიდებიან ცოდვებს. რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,

36. მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მორჩილთ და შენს ერს, ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, სადაც სიარული მართებთ, აწვიმო წვიმა მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისთვის.

2ნეშტთა 6

26. როცა დაიკეტება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს, განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,

27. მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მორჩილთ და შენს ერს ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, სადაც სიარული მართებთ, აწვიმო წვიმა მათ მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისათვის.

ზირაქი 39

5. თავის გულს წარმართავს ადრე ასადგომად უფლისათვის, ვინც შექმნა იგი, რომ ილოცოს უზენაესის წინაშე, სავედრებლად გახსნას პირი და ცოდვათა მიტევება შესთხოვოს.

6. თუკი დიდებული უფალი ინებებს, აღივსება გონების სულით, გადმოაწვიმებს თავისი სიბრძნის სიტყვებს და ვედრებისას უფალს განადიდებს.

იერემია 6

16. ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ. მათ კი თქვეს: არ ვივლითო.

17. მცველნი დაგიყენეთ და გითხარით: ბუკის ხმას უგდეთ-მეთქი ყური. მათ კი თქვეს: არ დავუგდებთო ყურს.

კოლასელთა 4

12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით.

1თესალონიკელთა 3

10.დღედაღამ გულმხურვალედ ვლოცულობთ, რათა პირისპირ გიხილოთ და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულება.

__თემაზე წერდნენ__

***

როდესაც ბრისტოლელ გიორგი მიულერს ჰკითხეს, მართლა სწამს, რომ ის ორი კაცი, რომელთა ხსნისთვისაც ლოცულობდა 50 წლის მანძილზე იგი, მოიქცევიან ქრისტიანებად, მან უპასუხა:

"თქვენ ფიქრობთ, რომ ღმერთი მომცემდა ლოცვას ამ დროის განმავლობაში, თუ მას არ ენდომებოდა მათი ხსნა?"

მართლაც ორივე მოიქცა - ერთი მის სიკვდილამდე, ხოლო მეორე მისი სიკვდილის შემდეგ მალევე.

__ იაკობ ლევენი __

***

ვინ შეგავედრებს, ღმერთო, ამდენ თაღლითს და ცოდვილს?

ვინც გავედრებდა უწინ, ის შეგავედრებს აწიც.

ისევ ღატაკი, სუსტი, ისევ საწყალი კაცი.

__ შოთა ნიშნიანიძე __

***

მე შენი სისხლი სისხლთაგანი ლოცვად დავეცი

და შენი სული წკვარამ ღამეს გამოვარიდე.

__ ნოდარ დიღმელაშვილი __