1.1.90 Вечное - не имеющий конца

Пс.89,2; 99,5; 118,142.144; 144,13 Пр.8,23 Ис.51,11; 55,3; 56,5; 60,19.20 Иер.31,3 Дан.12,2 Матф.25,41.46 Мар.3,29 Лук.16,9 Ин.3,15; 4,36; 1Пет.5,10; 1Ин.5,7 Иуд.1,6 Рим.1,20 Еф.3,10.11 Кол.1,17; 2Фес.1,9; 2,16 Евр.5,9; 6,4-8; 9,12.15

1.1.90 საუკუნო, მარადიული, უბოლოო

საუკუნოა სამება:

- ღმერთი ფს.89,2

- ქრისტე იგავ.8,23 კოლ.1,17

- სული წმიდა 1იოან.5,7

.

საუკუნოა ღმერთის...

- წყალობა ფს.99,5

- სიმართლე, მართლობა ფს.118,142.144

- სამეფო ფს.144,13

- აღთქმა ეს.55,3

- სიყვარული იერ.31,3

- ძალა რომ.1,20

- მიზანი ეფ.3,10.11

.

მორწმუნეებისთვის საუკუნოა:

- სიხარული ეს.51,11

- სახელი ეს.56,5

- ნათელი ეს.60,19.20

- სავანე, სამყოფელი ლუკ.16,9

- სიცოცხლე იოან.3,15

- საზღაური იოან.4,36

- დიდება 1პეტ.5,10

- ნუგეში 2თეს.2,16

- გადარჩენა ებრ.5,9

- გამოსყიდვა ებრ.9,12

- მემკვიდრეობა ებრ.9,15

.

ურწმუნოებისთვის, უკეთურებისთვის საუკუნოა:

- გმობა დან.12,2

- ცეცხლი მათ.25,41

- სატანჯველი მათ.25,46

- სასჯელი (ცოდვა) მარ.3,29

- ბორკილები იუდ.1,6

- წარწყმედა 2თეს.1,9

- დაწყევლა ებრ.6,4-8

.

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 89

2. ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, უსასრულობიდან უსასრულობამდე შენა ხარ ღმერთი.

ფსალმუნი 99

5. რადგან კარგია უფალი, საუკუნოა მისი წყალობა და თაობიდან თაობამდეა მისი ერთგულება.

ფსალმუნი 118

142. სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და რჯული შენი ჭეშმარიტია.

144. მართალია შენი მოწმობანი საუკუნოდ; მომეცი გაგება, რომ ვიცოცხლო.

ფსალმუნი 144

13. შენი სამეფო მარადიული სამეფოა და შენი მმართველობა თაობიდან თაობებში ვრცელდება.

იგავნი 8

23. ოდითგანვე ვარ ცხებული, თავიდანვე - დედამიწის უწინარეს.

ესაია 51

11. დაბრუნდებიან უფლის მიერ გამოსყიდულნი, სიმღერით მოვლენ სიონში და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავს, ლხინსა და სიხარულს დაიმკვიდრებენ ისინი, მოშორდებათ დარდი და ოხვრა.

ესაია 55

3. მომაპყარით ყურნი და მოდით ჩემთან, ისმინეთ და იცოცხლებთ; დავდებ თქვენთან საუკუნო აღთქმას, სამარადისო წყალობას, დავითისთვის შეპირებულს.

ესაია 56

5. მივცემ ჩემს სახლში და ჩემს კედლებს შორის ძეგლს და სახელს, ჩემს ვაჟებზე და ასულებზე უკეთესს, საუკუნო სახელს მივცემ, რომელიც არ წაიშლება.

ესაია 60

19. მზე აღარ გექნება დღის სინათლედ და მთვარის ბრწყინვალება აღარ გაგინათებს, რადგან უფალი გეყოლება მარადიულ სინათლედ და შენი ღმერთი - შენს დიდებად.

20. აღარ ჩავა შენი მზე და შენი მთვარე აღარ დაიბინდება, რადგან უფალი გეყოლება მარადიულ სინათლედ და შენი გლოვის დღეები დასრულდება.

იერემია 31

3. შორიდან მეჩვენა უფალი, მითხრა: "სამუდამო სიყვარულით შეგიყვარე, ისრაელ, ამის გამო მიგიახლოვე წყალობით.

დანიელი 12

2. მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.

მათე 25

41. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.

46. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში.

მარკოზი 3

29. მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა.

29. (სბს 2013)

ხოლო ვინც სულიწმიდას დაგმობს, აღარასოდეს მიეტევება, არამედ საუკუნო ცოდვის თანამდებია.“ –

ლუკა 16

9. ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში.

იოანე 3

15. რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.

იოანე 4

36. მომკელი საზღაურს იღებს და საუკუნო სიცოცხლისთვის იწევს მოსავალს, რათა ერთად ხარობდნენ მთესველიცა და მომკელიც.

1პეტრე 5

10. ხოლო ყოველგვარი მადლის ღმერთი, რომელმაც თავისი საუკუნო დიდებისკენ მოგვიწოდა ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ.

1იოანე 5

7. რადგან სამნი მოწმობენ ცაში - მამა, სიტყვა და სულიწმიდა, და ეს სამი ერთია.

იუდა 1

6. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს.

რომაელთა 1

20. ვინაიდან, ქვეყნიერების დასაბამიდან, ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა - მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა - ასე რომ, ვერ გამართლდებიან ისინი.

ეფესელთა 3

10. რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს მმართველობებს და ხელისუფლებებს ზეცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე.

11. საუკუნო განზრახვით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში,

კოლასელთა 1

17. ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას.

2თესალონიკელთა 1

9. ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან,

2თესალონიკელთა 2

16. ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, -

ებრაელთა 5

9. და სრულქმნილი, მარადიული გადარჩენის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისთვის.

ებრაელთა 6

4. რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,

5. შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი,

6. მაგრამ მაინც დაეცნენ, - დიახ, შეუძლებელია, რომ ისინი კვლავ განახლდნენ სინანულისთვის, ვინაიდან კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და ჰგმობენ.

7. რადგანაც მიწა, მასზე ხშირ-ხშირად დადენილ წვიმას რომ ისრუტავს და მიწის მუშაკთათვის სარგო ნათესს აღმოაცენებს, ღვთისაგან იღებს კურთხევას.

8. ხოლო ნარ-ეკლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი, - რომლის ბოლოც იქნება დაწვა.

ებრაელთა 9

12. არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდათა წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა.

15. ამიტომ არის ის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსასყიდად მოხდა, მათ, ვინც მოწოდებულნი არიან მარადიული მემკვიდრეობისთვის, მიიღონ აღთქმული.