4.18.24 Призвать свидетелем

4.18.24 მოწმედ მოყვანა (მოხმობა)

- ხალხის დაბ.23,11 რუთ.4,9 საქ.10,22

.

- ბორცვის დაბ.31,52

- ძეგლის, სვეტის დაბ.31,52

- სიმღერის რჯ.31,21

- რჯულის გრაგნილის რჯ.31,26

- სამსხვერპლოს იესნ.22,27.34 ეს.19,20

- ქვის იესნ.24,27

.

- ცის და მიწის რჯ.4,26; 30,19; 31,28

- ღმერთის დაბ.31,50; 1მფ.12,5; 19,6 იობ.16,19 იოან.5,37 რომ.1,9; 2კორ.1,23

- ქრისტეს ფს.88,37

.

- მორწმუნეების იესნ.24,22 ეს.43,10; 44,8 იოან.15,27 საქ.1,8; 22,15

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 23

11 . "არა ჩემო ბატონო, მისმინე: მინდორიც მომიცია შენთვის და მღვიმეც; ჩემი ხალხის წინაშე გაძლევ, რომ დაკრძალო შენი მიცვალებული”.

დაბადება 31

50. თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს ან თუ სხვა ცოლებს დაისვამ მათ გვერდით, იცოდე, რომც არავინ იყოს ჩემთან, ღმერთია ჩვენი მოწმე.

52. ეს ბორცვი იყოს მოწმე და ეს ძეგლი მოწმეა, რომ მე არასოდეს გადმოვლახავ შენკენ ამ ბორცვს, და არც შენ გადმოლახავ ჩემკენ ამ ბორცვს და ამ ძეგლს საბოროტოდ.

მეორე რჯული 4

26. თქვენს წინაშე ვიმოწმებ ცასა და მიწას, რომ ამის გამო მალე გადაშენდებით, იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე; ვერ გაიხანგრძლივებთ დღეებს იმ მიწაზე, არამედ გადაშენდებით.

მეორე რჯული 30

19. მოწმეა დღეს თქვენს წინაშე ცა და დედამიწა, რომ სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდევი წინ, ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ,

მეორე რჯული 31

21. და, როცა შეემთხვევათ მათ მრავალი უბედურება და გაჭირვება, ეს სიმღერა მოწმედ იქნება მათ წინაშე, რადგან არ წაიშლება იგი მათი შთამომავლობის ბაგიდან; მე ვიცი მათი ზრახვა, რომელსაც ისინი განიზრახავენ დღეს, სანამ შევიყვანდე იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი.“

26. „აიღეთ ეს რჯულის გრაგნილი და დადეთ იგი უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობნის გვერდით, და იყოს იქ მოწმედ თქვენს წინააღმდეგ.

28. შემიკრიბეთ თქვენი ტომების ყველა უხუცესი და თქვენი ზედამხედველნი და მე ვიტყვი მათ გასაგონად ამ სიტყვებს, და მათ წინააღმდეგ მოწმედ მოვიყვან ცასა და მიწას.

იესო ნავეს ძე 22

27. არამედ დასტურად იქნება იგი ჩვენსა და თქვენ შორის და ჩვენს შემდგომ თაობებს შორის, რათა ჩვენც ვემსახუროთ უფალს ჩვენი სრულადდასაწველებით, მსხვერპლებით და სამშვიდობო შესაწირებით; რომ არ უთხრან ხვალ თქვენმა ძეებმა ჩვენს ძეებს: არა გაქვთო წილი უფალში.

34. და უწოდეს რეუბენის ძეთ და გადის ძეთ იმ სამსხვერპლოს სახელი. თქვეს: „მოწმეა იგი ჩვენს შორის, რომ ჩვენი ღმერთი არის უფალი.“

იესო ნავეს ძე 24

22. და უთხრა იესომ ხალხს: „მოწმენი ხართ თქვენი თავისა, რომ თქვენ თვითონ ირჩევთ უფალს, რათა ემსახუროთ მას?“ და თქვეს: „მოწმენი ვართ!“

27. უთხრა იეშუამ მთელ ხალხს: "აჰა, ეს ქვა იქნება მოწმედ ჩვენს წინააღმდეგ, რადგან მან მოისმინა ყოველი სიტყვა, რაც გვითხრა უფალმა; და იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ, რათა არ უარყოთ თქვენი ღმერთი”.

რუთი 4

9. და უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელ ხალხს: „დღეს თქვენა ხართ მოწმენი, რომ გამოვისყიდე ნაყომისგან, რაც ელიმელექს, ქილიონს და მახლონს ეკუთვნოდათ.

1მეფეთა 12

5. მან თქვა: „უფალი იყოს მოწმე თქვენს შორის, და მისი ცხებული იყოს მოწმე ამ დღეს, რომ ვერაფერი ჰპოვეთ ჩემს ხელში.“ და თქვა ხალხმა: „იყოს მოწმე!“

1მეფეთა 19

6. და გაუგონა საულმა იონათანის ხმას და დაიფიცა: ცოცხალი უფალია მოწმე, არ მოკვდებაო დავითი!

იობი 16

19. ახლა კი, აჰა, ცაშია ჩემი მოწმე, ჩემი ქომაგი მაღალთა შინაა.

ფსალმუნი 88

37. დამკვიდრდება მთვარესავით უკუნისამდე, და იქნება ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში.“

ესაია 19

20. და იქნება ის ნიშნად და მოწმობად ცაბაოთ უფალზე ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, და ის გამოუგზავნის მათ მხსნელსა და ქომაგს და უშველის მათ.

ესაია 43

10. „თქვენ ჩემი მოწმენი ხართ! – ამბობს უფალი, – და ჩემი მორჩილი, რომელიც მე ამოვარჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ მე, და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ: ჩემამდე არ ყოფილა სხვა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.

ესაია 44

8. ნუ გეშინიათ და ნუ ფრთხით! მე ხომ ძველთაგან გაუწყეთ ყოველივე, მოგიყევით, და თქვენ ხართ ჩემი მოწმენი. განა არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა? არა, არავითარი სხვა კლდე მე არ ვიცი.

იოანე 15

27. და თქვენც ხართ ჩემი მოწმენი, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.“

საქმეები 1

8. მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე.“

საქმეები 10

22. მათ თქვეს: „ასისთავ კორნელიუსს, მართალს და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზისგან ებრძანა, მოგიხმოს თავის სახლში და შენგან მოისმინოს სიტყვები.“

საქმეები 22

15. რადგან შენ იქნები მისთვის მოწმე ყველა ადამიანის წინაშე იმის შესახებ, რაც ნახე და მოისმინე.

რომაელთა 1

9. ჩემი მოწმეა ღმერთი, რომელსაც ჩემი სულით ვემსახურები მისი ძის სახარებით, რომ განუწყვეტლივ გიხსენებთ თქვენ.

2კორინთელთა 1

23. და მე მოვუხმობ ღმერთს ჩემი სიცოცხლის მოწმედ, რომ თქვენ გზოგავდით და აქამდე ამიტომ არ მოვდიოდი კორინთოში.