1.9.43 Незначительный и безименный часть потомства Адама

Быт.5:4. Дней Адама по рождении им Сифа было восемьсот [] лет, и родил он сынов и дочерей.

Трех сыновей Адама и Евы Библия называет по имени и одну дочь – предположительно жену Каина (Быт. 4:17); но помимо этих у них, как видно из приведенных слов, были, вероятно, еще сыновья и, несомненно, еще дочери, которые не упоминаются здесь потому, что они не имели существенного значения в истории божественного домостроительства. Совершенно аналогичные им известия имеем мы и о семьях других патриархов этой генеалогии (Быт. 5:7-26 и др.), откуда еще раз убеждаемся, что эта генеалогия не представляет собой полного списка всех сифитских родов, а отмечает только избранных личностей, чем-либо особенно выделившихся в истории человеческого спасения.

Она представляет собой генеалогию, которую апостол называет «родословиями бесконечными» (1Тим 1:4), так как Христос, который был концом ветхозаветного закона, был также концом ветхозаветных генеалогий; Эта глава представляет собой лишь достоверную, сохранившуюся до наших дней историю мира в первом веке с момента сотворения до потопа, включающую (соответственно еврейскому тексту) 1656 лет.

Первые слова этой главы являются названием или кратким содержанием всей главы. Она представляет собой родословие Адама. Это список или перечь его потомков (не всех, а лишь святого семени, которое является ее корнем, Ис 6:13), от которых произошел Христос по плоти (Рим 9:5).

__ Комментарии Мэтью Генри __

 

***

5:4 сынов и дочерей. Праведники и грешники встречались среди всех детей Адама. Чтобы проповедовать им, Бог воздвигал пророков, таких, как Енох (Иуд. 14,15) и Ной (2 Пет.2,5).

__Женевская Библия__

1.9.43 ადამის მოდგმის უმნიშვნელო და უსახელოდ გადაგებული ნაწილი

დაბ.5,[4.7.10.13.16.19.22.26.30] ეს.6,13 ებრ.11,6

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 5

4. შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.

7 ენოშის დაბადების შემდეგ შეთმა კიდევ რვაას შვიდი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.

10 ენოშმა კენანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.

13 კენანმა მაჰალალელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.

16 მაჰალალელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.

19 იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.

22 მეთუშალახის დაბადების შემდეგ ენოქი სამასი წელი დადიოდა ღმერთთან და შვა ძენი და ასულნი.

26 მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას ოთხმოცდაორი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.

30 ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.

 

ესაია 6

13. კიდევ მეათედი დარჩება მათგან და ისიც გადაიბუგება. მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონს და მუხას რჩება ძირი, ასევე წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი.

 

ებრაელთა 11

6. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ბიბლია სახელებით მოიხსენიებს ადამის სამ ვაჟს და ერთ ასულს – სავარაუდოდ კაენის ცოლს (დაბ.4:17); თუმცა, როგორც ჩანს, დაბ.5,4-ის სიტყვებით, მას კიდევ ჰყავდა სხვა ძენი და ასულნი, რომლებიც არ იხსენიებიან იმიტომ, რომ არ მათ არ ჰქონდათ არსებითი მნიშვნელობა ღვთის სახლთმშენებლობის ისტორიისათვის. სრულიად ანალოგიურ ცნობებს ვფლობთ ამ გენეალოგიის სხვა პატრიარქების ოჯახების შესახებაც (დაბ.5:7-26 და სხვ.), საიდანაც კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ეს გენეალოგია არ წარმოადგენს შეთიანთა მოდგმის სრულ სიას, არამედ წარმოგვიდგენს მხოლოდ რჩეულ პიროვნებებს, რომლებიც რაღაცით გამოირჩნენ კაცობრიობის ხსნის ისტორიაში.

__ ლოპუხინის კომენტარი __

 

***

დაბადების მე-5 თავი წარმოადგენს სარწმუნო ისტორიას შესაქმიდან ვიდრე წარღვნამდე, რომელიც მოიცავს (ებრაული ტექსტის მიხედვით) 1656 წელს, მასში მოცემული პატრიარქთა შობის წლების შეკრების საფუძველზე. იგი წარმოადგენს გენეალოგიას, რომელსაც მოციქული უწოდებს «დაუსრულებელ გვარტომობას» (1ტიმ.1:4), რადგან ქრისტე, რომელიც იყო ძველი აღთქმის რჯულის დასასრული, იყო ასევე ძველი აღთქმის გენეალოგიის დასასრულიც.

ამ თავში მოცემულია ადამის მოდგმა. მასში ჩამოთვლილია მისი შთამომავლები (არა ყველა, არამედ მხოლოდ წმიდა თესლი, რომელიც წარმოადგენს მის ფესვს, ეს.6:13), რომელთაგანაც იშვა ქრისტე ხორციელად (რომ.9:5).

__ მეთიუ ჰენრის კომენტარი __

 

***

დაბ.5:4 "ძენი და ასულნი". ადამის ყოველი შტოს შთამომავლებში გვხვდებიან მართალნი და ცოდვილნი. მათთან საურთიერთოდ ღმერეთმა წინასწარმეტყველები მოავლინა, ისეთები, როგორებიც იყვნენ ენოქი (იუდ.1,14.15) და ნოე (2პეტ.2,5).

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __