4.19.25 Не будем неблагодарными

4.19.25 ნუ ვიქნებით უმადური

ღმერთის მიმართ დაბ.3,2.3 გამ.17,7 რჯ.6,10-12; 8,14; 32,6.18; 1მფ.8,7.8; 15,17-19; 2მფ.12,8.9 ნეემ.9,26 ფს.94,7-9 ეს.1,3 იერ.2,5; 5,7 დან.5,19.20 ოს.4,12 ლუკ.6,35; 17,15-17 რომ.1,21 ებრ.3,7-9

.

კაცთა მიმართ დაბ.40,23; 44,4 მსაჯ.8,35; 9,16; 1მფ.25,20; 2ნეშ.24,22 იობ.19,19 ფს.34,12; 37,20; 108,4.5 იგავ.17,13 იერ.18,19.20; 2ტიმ.3,2

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3

2. მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა,

3. ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.

დაბადება 40

23. და არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, რადგან დაავიწყდა.

დაბადება 44

4. ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, როდესაც უთხრა იოსებმა თავისი სახლის მოურავს: „დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘რატომ მომაგეთ ბოროტი კეთილის წილ?’

გამოსვლა 17

7. და უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა, ისრაელიანთა დავის გამო და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: „არის ჩვენს შორის უფალი, თუ არ არის?“

მეორე რჯული 6

10. და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის გამო ეფიცებოდა აბრაამს, ისაკს და იაკობს, რომ შენ მოგცემდა დიდი და მშვენიერი ქალაქებითურთ, რომლებიც შენ არ აგიშენებია,

11. ყოველნაირი დოვლათით ავსებული სახლებითურთ, რომლებიც შენ არ აგივსია, ამოთხრილი ჭებითურთ, რომლებიც შენ არ ამოგითხრია, ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც შენ არ გაგიშენებია, და შენც შეჭამ და გაძღები,

12. ფრთხილად იყავი, რომ არ დაგავიწყდეს უფალი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.

მეორე რჯული 8

14. არ გამედიდურდე და არ დაგავიწყდეს უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, შენი გამომყვანი,

მეორე რჯული 32

6. ამას მიუზღავთ უფალს, ბრიყვო და უგუნურო ხალხო? ის ხომ მამაა შენი, შენი გამჩენი! ხომ მან შეგქმნა და დაგამყარა!

18. შენი გამჩენი კლდე აღარ გახსოვს და ღმერთი, შენი შემოქმედი – დაივიწყე.

მსაჯულნი 8

35. არც იერუბაყალ-გედეონის სახლეულისადმი გამოიჩინეს წყალობა, იმ სიკეთისთვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.

მსაჯულნი 9

16. აბა, დაფიქრდით, სწორად და პატიოსნად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? კარგად მოექეცით იერუბაალსა და მის სახლს? მისი ღვაწლისდა მიხედვით მოექეცით?

1მეფეთა 8

7. უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.

8. როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც.

1მეფეთა 15

17. თქვა სამუელმა: ხომ არ გეღირსებოდა თავი, როცა ისრაელის ტომთა მეთაური გახდი და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა.

18. დაგაყენა გზაზე უფალმა და გითხრა: წადი და გაანადგურე ცოდვილი ყამალეკი, ებრძოლე მას, ვიდრე არ მოუღებ ბოლოს.

19. რატომ არ ისმინე უფლის სიტყვა, რატომ დახარბდი ნადავლს და ჩაიდინე ბოროტება უფლის თვალში?

1მეფეთა 25

20. და თქვა დავითმა: „ტყუილად ვიცავდი ამ კაცის სარჩო-საბადებელს უდაბნოში. არაფერი დაუკარგავს ქონებიდან, მაგრამ ეს სიკეთე ბოროტად გადამიხადა.

2მეფეთა 12

8. მე მოგეცი შენი ბატონის სასახლე და მოგიწვინე შენი ბატონის ცოლები, მოგეცი ისრაელისა და იუდას სახლი, და თუ ეს არ კმარა, კიდევ და კიდევ დაგიმატებ.

9. რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად მოიყვანე მისი ცოლი? ყამონიანთა მახვილით მოჰკალი იგი.

2ნეშტთა 24

22. არ გაიხსენა მეფე იოაშმა წყალობა, რომელიც მამამისმა, იეჰოიადაყმა უყო და მოკლა მისი ძე. ასე თქვა ზაქარიაჰუმ სიკვდილის წინ: „იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!”

ნეემია 9

26. მაინც განგიდგნენ და აგიჯანყდნენ, ზურგს უკან მოისროლეს შენი რჯული, შენი წინასწარმეტყველნი კი, რომლებიც შენკენ მოსაბრუნებლად შეაგონებდნენ მათ, დახოცეს და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს.

იობი 19

19. მომიძულეს ჩემმა გულითადმა მეგობრებმა და, ვინც კი მიყვარდა, მტრად გამიხდნენ;

ფსალმუნი 34

12. სიკეთის წილ ბოროტებით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.

ფსალმუნი 37

20. კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი, იმისთვის მემტერებიან, სიკეთეს რომ მივყვები.

ფსალმუნი 94

7. რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ხალხი მისი სამწყოსი და ცხვარი მისი ხელქვეითი; ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა:

8. ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს უდაბნოში;

9. რომ გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს და იხილეს ჩემი ნამოქმედარი.

ფსალმუნი 108

4. ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.

5. მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ.

იგავნი 17

13. ვინც სიკეთის წილ ბოროტს მიაგებს, სახლში სიავე არ გამოელევა.

ესაია 1

3. ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი – თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.

იერემია 2

5. ასე ამბობს უფალი: რა ნახა ჩემში ცუდი თქვენმა მამა-პაპამ, რომ განმიდგა, ამაოებას რომ აჰყვა და თავადაც ამაოებაში ჩაეფლო?

იერემია 5

7. როგორ გაპატიებ ამას? შენმა შვილებმა მიმატოვეს მე და ცრუ ღმერთებს იფიცებენ. მე დავაფიცე ისინი, მათ კი გარყვნილება დაიწყეს და საროსკიპოებს მიაწყდნენ.

იერემია 18

19. ყური მიგდე, უფალო, და ისმინე ჩემი მომჩივრების ხმა.

20. განა ბოროტით უხდიან სიკეთისთვის? ორმო რომ გამითხარეს დასაღუპად? გამიხსენე შენს წინაშე მდგარი, მათ სასიკეთოდ რომ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ ამეცილებინა მათთვის.

დანიელი 5

19. ღვთის მიერ ნაბოძები სიდიადის გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშში იყო; ვისაც უნდოდა, ჰკლავდა, ვისაც უნდოდა, ცოცხალს უშვებდა; ვისაც უნდოდა, აღაზევებდა და ვისაც უნდოდა, ამცირებდა.

20. მაგრამ როდესაც გადიდგულდა იგი და სული ამპარტავნობით გაისასტიკა, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებული და პატივაყრილი იქნა.

ოსია 4

12. ჩემი ხალხი ხეს ეკითხება რჩევას და ჯოხი აძლევს პასუხს, რადგან აცდუნა ისინი სიძვის სულმა და იმრუშეს თავისი ღვთისგან განდგომით.

ლუკა 6

35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.

ლუკა 17

15. ხოლო ერთი მათგანი, რომელმაც დაინახა, რომ განიკურნა, მობრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს.

16. იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა; და იყო იგი სამარიელი.

17. მიუგო იესომ და უთხრა: განა ათივე არ განიწმინდა? სადღა არიან ცხრანი?

რომაელთა 1

21. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.

2ტიმოთე 3

2. რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი,

ებრაელთა 3

7. ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,

8. ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,

9. სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.

__თემაზე წერდნენ__

***

უმადურობას არავის ვაპატიებთ ხოლმე, ჩვენსავე თავს კი – ძალიან ადვილად.

__ ქართული ხალხური __