4.21.22 Свидетельство веры перед окружающими

Свидетели Бога вызваны, чтобы предстать и привести доказательства в Его пользу (ст. 10): «А вы, Израильтяне, названные Моим именем, вы свидетели Мои, вы и раб Мой, которого Я избрал». Именно Христос был так описан (Ис 42:1): «Отрок Мой (Раб Мой в англ.пер.), избранный Мой». Обратите внимание:

Ко всем пророкам, которые свидетельствовали о Христе, и к Самому Христу, великому пророку, здесь взывают как к Божьим свидетелям.

(1) Народ Божий Его свидетели, и они могут подтвердить, основываясь на собственном знании и опыте, силу Его благодати, сладость Его утешений и провидений, истинность Его обетования. Они стремятся свидетельствовать о Нем: о том, что Он милостив и что ни одно из Его слов не осталось неисполненным.

(2) Его пророки особым образом свидетельствовали о Нем, ибо им открыта Его тайна и они знают о Нем больше, чем другие. Но особым Его свидетелем для народа будет Мессия, ибо Он пребывал в Его недрах от вечности и возвестил о Нем.

Исаия 43 глава — Библия — Комментарии Мэтью Генри

4.21.22 მოწმეობა, რწმენის დამოწმება ირგვლივ მყოფთა წინაშე

მოწმობენ:

- ღმერთი გამ.3,14

- ქრისტე იოან.3,11.32.33

- სულიწმიდა იოან.15,26

- დაევალა ისრაელს ეს.43,[10]

- დაევალა წინასწარმეტყველებს საქ.10,43

- დაევალა ქრისტეს მორწმუნეებს იოან.15,27 საქ.1,8; 10,42; 1კორ.15,15 გმცხ.1,1.2

- იოანე ნათლისმცემელი იოან.1,6-8

- შექმნილი საგალობელი რჯ.31,21

.

რას ამოწმებენ:

- ღმერთი - თავის პიროვნებას გამ.3,14

- რომ უცხო ღმერთებიდან არავინაა ღმერთი ეს.43,9-12; 44,8.9

- რომ ღმერთს აამა რწმენის კაცმა წმიდა ცხოვრებით ებრ.11,5

- უფალი მადლის სიტყვის დასამოწმებლად, ნიშნებსა და სასწაულებს აძლევს რწმენის კაცებს საქ.14,3

- მამა - ძის პიროვნებას ეს.55,4

- ძე - მამის პიროვნებას იოან.3,11.32.33; 8,18.19

- ქრისტე - თავის პიროვნებას იოან.5,36.37; 18,37 გმცხ.1,5; 3,14

- იოანე ნათლისმცემელი - ძეს იოან.1,6-8

- წერილები - ქრისტეს შესახებ იოან.5,39; 21,24

- ქრისტეს მორწმუნეები მოწმობენ ძეს იოან.15,27 საქ.1,8; 10,42

- ჯვარცმულ იესოს 1კორ.1,23; 2,2

- ქრისტეს რწმენას საქ.20,21

- ღმერთის მადლის სახარებას საქ.20,24

.

რეაქციები მოწმობაზე:

- უარყოფა იოან.3,32

- რწმენის მიღება 2თეს.1,10

- რწმენის განმტკიცება 1კორ.1,6

- ჯვარცმულ ქრისტეს დამოწმება რელიგიურთათვის საცდურია, ხოლო ქვეყნიური სიბრძნით შეპყრობილთათვის - უგუნურება 1კორ.1,23

.

მოწმეობის მიზანი:

- განმტკიცდეს სახარება საქ.10,42

- ქრისტეს ჭეშმარიტების მტკიცება საქ.18,5

- მონანიებასთან მიყვანა საქ.20,21

.

უსარგებლო მოწმეობა:

- კერპების მოწმე მორწმუნეები ვერაფერს ხედავენ და ვერაფერს ხვდებიან ეს.44,9

.

თემა მომზადებულია პარალელების შესწავლის მეთოდით, რათა დაგვედგინა ბიბლიის მთელი კონტექსტი ესაიას 43 თავის [10] მუხლის მიხედვით. ვიკვლევდით მონაკვეთს "თქვენ ხართ ჩემი მოწმენი", რაც აღებული აქვთ ამოსავალ დევიზად ორგანიზაცია "იეჰოვას მოწმეებს". თემის გაცნობისას ყველასთვის ნათელია

- რომ ღმერთი თავის მოწმეებს უწოდებს ისრაელს ამ მუხლში და არა რომელიმე სხვა ჯგუფს

- ხოლო წერილის კონტექსტი გვიჩვენებს, რომ ქრისტიანები ვართ როგორც მამის ისე ძის მოწმეები,

რომელთაც გვწამს და ვმოწმობთ ჯვარცმულ იესო ქრისტეს 1კორ.1,23; 2,2

.

ტექნიკური შენიშვნა:

თემებში, სადაც ნახავთ [10] კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმულ მუხლს - ნიშნავს რომ დამუშავებულია პარალელებით. შესაბამისად უფრჩხილო მუხლები შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში დამუშავდეს მომავალში.

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 3

14. უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან.

მეორე რჯული 31

21. და, როცა შეემთხვევათ მათ მრავალი უბედურება და გაჭირვება, ეს სიმღერა მოწმედ იქნება მათ წინაშე, რადგან არ წაიშლება იგი მათი შთამომავლობის ბაგიდან; მე ვიცი მათი ზრახვა, რომელსაც ისინი განიზრახავენ დღეს, სანამ შევიყვანდე იმ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი.“

ესაია 43

9. ყველა ერი შეიკრიბოს ერთად და შეგროვდნენ ტომები; ვის ძალუძს მათგან ეს გამოგვიცხადოს და გვაუწყოს გარდასული? მოიყვანონ მოწმეები, რომ გამართლდნენ; დაე, მოისმინონ და თქვან: "ჭეშმარიტია!”

10. თქვენ ხართ ჩემი მოწმენი! ამბობს უფალი, და ჩემი მსახურნი, რომელნიც ავირჩიე, რათა იცოდეთ და მერწმუნოთ და გაიგოთ, რომ ეს მე ვარ! არც ჩემამდე არსებობდა ღმერთი და არც ჩემს შემდეგ იქნება!

11. მე და მხოლოდ მე ვარ უფალი და ჩემს გარდა მხსნელი არავინაა!

12. მე ვთქვი და გიხსენით და გამოგიცხადეთ, უცხო ღმერთი არ ყოფილა თქვენ შორის. ამიტომაც თქვენ ხართ ჩემი მოწმენი! ამბობს უფალი: და მე ღმერთი ვარ.

ესაია 44

8. ნუ გეშინიათ და ნუ ფრთხით! მე ხომ ძველთაგან გაუწყეთ ყოველივე, მოგიყევით, და თქვენ ხართ ჩემი მოწმენი. განა არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა? არა, არავითარი სხვა კლდე მე არ ვიცი.

9. კერპების ყოველი მკეთებელი არარაობაა და თვით კერპები და მათი მოყვარულნიც უსარგებლონი არიან; მათი მოწმენი ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს ხვდებიან – ამიტომაც შერცხვენილნი იქნებიან.

ესაია 55

4. აჰა, ერების მოწმედ განვაწესე იგი, ხალხების წინამძღოლად და მბრძანებლად.

იოანე 1

6. იყო კაცი, მოვლინებული ღმერთისაგან, და სახელი მისი იოანე.

7. იგი მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისგან.

8. ის კი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ.

იოანე 3

11. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს მოწმობას.

32. რაც მან იხილა და ისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ იღებს.

33. ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაბეჭდა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.

იოანე 5

36. ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული.

37. ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი.

39. იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ.

იოანე 8

18. მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი.“

19. უთხრეს მას: „სად არის შენი მამა?“ უთხრა მათ იესომ: „არც მე მიცნობთ, არც ჩემს მამას. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ.“

იოანე 15

26. როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისაგან – ჭეშმარიტების სული – რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.

27. და თქვენც ხართ ჩემი მოწმენი, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.“

იოანე 18

37. უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას.

იოანე 21

24. ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს; და ვიცით, რომ ჭეშმარიტია მისი მოწმობა.

საქმეები 1

8. მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე.“

საქმეები 10

42. მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და დავუმოწმოთ, რომ ის არის ღმერთისგან განწესებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯული.

43. მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას.“

საქმეები 14

3. თუმცა ისინი საკმაოდ დიდ ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად, ნიშნებსა და სასწაულებს იძლეოდა მათი ხელით.

საქმეები 18

5. ხოლო, როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან ჩამოვიდნენ, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, და უმოწმებდა იუდევლებს, რომ იესოა ქრისტე.

საქმეები 20

21. ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღმერთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.

24. მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი იმ ჩემს სარბიელსა და მსახურებას დავასრულებდე, რომელიც უფალი იესოსგან მივიღე, რათა დავამოწმო ღმერთის მადლის სახარება.

1კორინთელთა 1

6. ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში;

23. ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,

1კორინთელთა 2

2. რადგანაც გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა.

1კორინთელთა 15

15. მაშინ ჩვენ ღმერთის ცრუმოწმენი ვიქნებოდით, რადგან ვამოწმებთ ღმერთზე, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც, გამოდის, არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღდგებიან მკვდრები.

2თესალონიკელთა 1

10. როცა ის მოვა, რათა იმ დღეს განდიდდეს თავის წმიდანებში და გააოცოს ყველა მორწმუნე; რადგან იწამეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ.

ებრაელთა 11

5. რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.

გამოცხადება 1

1. გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს,

2. რომელმაც იმოწმა სიტყვა ღვთისა და მოწმობა იესო ქრისტესი, - ყოველივე ის, რაც იხილა.

5. და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,

გამოცხადება 3

14. ხოლო ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა.