1.6.9. Здравомыслия

Прит.8,14 Лук.8,35,, 15,17 Деян.10,38,, 26,25,, 1Ин.4,18,, 1Кор.2,4,, 2Кор.5,13.14,, 2Тим.1,[7]

1.6.9. ჯანსაღი აზროვნება

იგ. 8,14; ლუკ. 8,35; 15,17; საქ, 26,25; 1ინ. 4,18; 1კორ. 2,4; 2კორ. 5,13.14; 2ტიმ. 1,[7]

 

ბიბლიის მუხლები

 

იგავნი 8

14. ჩემია თათბირი და საღი აზრი; მე ვარ გონიერება, ჩემია ძალა;

 

ლუკა 8

35. გამოვიდნენ, რათა ეხილათ, რაც მოხდა. იესოსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესოს ფერხთით მჯდომარე, ჩაცმულ-დახურული და გონს მოგებული, და შეძრწუნდნენ.

 

ლუკა 15

17. გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები.

საქმენი მოციქულთა 26

25. ხოლო მან თქვა: კი არა ვშმაგობ, მძლეთამძლეო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვამბობ.

 

1იოანე 4

18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.

 

1კორინთელთა 2

4. ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელ სიტყვებს როდი ჰგავდა, არამედ ვცდილობდი მეჩვენებინა სული და ძალა ღვთისა,

 

2კორინთელთა 5

13. რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, - თქვენთვის.

14. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათგის, ყველანი მოკვდნენ.

 

2ტიმოთე 1

7. რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა.

 

__თემაზე წერდნენ__

***

ადამიანი მხოლოდ ლერწამია, უმწეო ლერწამი, მაგრამ ეს ლერწამი აზროვნებს. მის გასასრესად სულაც არაა საჭირო სამყაროს რისხვა: საკმარისია ქარის შემობერვა ან წვიმის წვეთი. მაგრამ ადამიანი, თუნდაც სამყაროს მიერ გასრესილი, მაინც უფრო ღირსეულია და კეთილშობილი, ვიდრე მისი გამსრესი, ვინაიდან გრძნობს თავის აღსასრულსაც და საკუთარ უმწეობასაც სამყაროსთან შედარებით, სამყარო კი არაფერს არ გრძნობს.

მაშასადამე, მთელი ჩვენი ღირსება - აზროვნებაა, სწორედ აზრი გვამაღლებს ჩვენ და არა დრო და სივრცე, რომლებშიაც ჩაკარგულნი ვართ, როგორც ქრთილის მარცვლები. მაშ, ვეცადოთ ვიაზროვნოთ ღირსეულად.

_ პასკალი _