3.41.12. Закон и благодать

3.41.12. რჯულისა და მადლის რაობა მადლის ქვეშევრდომთათვის

რჯული

- რასაც რჯული ამბობს რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს რომ.3,19

- რჯულით შეიცნობა ცოდვა რომ.7,7-11

- რჯული შეიქმს რისხვას, რადგან სადაც არ არის რჯული არც დარღვევაა რომ.4,15

- ვინც რჯულის საქმეთაგან არიან წყევლის ქვეშ არიან გალ.3,10

- ხოლო ჳინც რჯულს აღასრულებს რჯულითვე იცოცხლებს გალ.3,12

- ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისგან და თვით დაიწყევლა ჩვენთვის გალ.3,13

- ღმერთმა გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებული საქმეების გამო, არამედ თავისი გულმოწყალებით რომ.3,20; 9,32; 11,6 გალ.3,2.3 ეფ.2,9 ტიტ.3,5

- მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით რომ.4,[4]

- რჯულით კი არ გვამართლებს ღმერთი, არამედ რწმენის სიმართლით რომ.4,13 გალ.3,11

- რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა ვიდრე რწმენას მივიღებდით, ახლა კი უკვე აღარ ვართ მისი მეთვალყურეობის ქვეშ გალ.3,24.25

- მოვკვდეთ რჯულისთვის ქრისტეს მეოხებით, რათა ვეკუთვნოდეთ მკვდრეთით აღმდგარს რომ.7,4-6

- რჯულის ქვეშ თუ ვიქნებით ამაოა რწმენა რომ.4,14 გალ.2,21

- რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტეს მიერ იქმნა ინ.1,17

- სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტეში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან გაგვანთავისუფლა რომ.8,2

- ღმერთი თავის სულს გვაძლევს რწმენის შესმენით და არა რჯულით გალ.3,5

- ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ: არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს 2კორ.3,6-9

.

მადლი

- ყველანი უსასყიდლოდ ვმართლდებით მისი მადლით და წყალობით მათ.1,21 ინ.8,36; 1პეტ.1,18.19 რომ.3,[24]; 5,9.10.15-19 ეფ.1,7; 2,7 კოლ.1,14

- ღმერთმა აგვირჩია და გვიხმო რომ.8,30.33.34

- ახლა არ არის არავითარი სასჯელი ქრისტეში მყოფთათვის მიქ.7,19 რომ.8,1 გმცხ.4,3

- ისრაელიც ღვთის მადლით გადარჩება რომ.1,25-35

- გვიხსნა ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით ტიტ.3,5

- ღმერთმა თავისი რჯული ჩადო ჩვენს გონებაში და გულებზე დაგვაწერა ებრ.8,10

- სისხლი ქრისტესი წმენდს ჩვენს სინდისს მკვდარ საქმეთაგან ცოცხალი ღმერთის სამსახურისთვის ებრ.9,14

- ღმერთი სიხარულითა და მშვიდობით გვავსებს რწმენის მიერ და სული წმიდით გვაქვს იმედი რომ.15,13

.

ღვთის მადლში მყოფნი

- გამართლებულნი ვართ რწმენით რომ.3,21.22; 5,[2] ეფ.2,8

- ხსნილნი ვართ სასოებით იმის მიმართ, რასაც ვერ ვხედავთ და მოთმინებით მოველით ფს.129,7 რომ.8,30 ეფ.3,12; 2თეს.2,16 ებრ.3,6; 6,18

- განვიბანოთ, განვიწმიდოთ, გავმართლდეთ ქრისტეს სახელით და ღვთის სულით 1ინ.3,3; 1კორ.6,11 ებრ.10,19

- თუ სულით ვიარებით რჯულის ქვეშ აღარ ვართ გალ.5,18

- ნუ იქნება ცოდვის სუფევა ჩვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დავემორჩილებით მის ვნებებს რომ.6,12.13

- ვეღარ გვეუფლება ცოდვა რომ.5,20.21; 6,1.[14].15.20-23

- ღვთის სიკეთეს სინანულისკენ მივყავართ რომ.2,4

- ვესწრაფოთ სიმართლეს ფს.16,15

- ვუსმინოთ მის რჩევას და გვწამდეს მისი სიტყვები ფს.72,24 ინ.5,24

- ვიყოთ სანდო და კეთილი მონები მათ.25,21

- შევიდეთ ერთადერთი კარით ინ.10,9; 14,6 საქ.14,27

- ვიყოთ კეთილ საქმეთა მოშურნენი და მეტისმეტად არ შევაფასოთ რასაც ვაკეთებთ უფლისთვის მათ.20,1-16 რომ.2,7ტიტ.2,14

- ხელთ გვიპყრია საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგვეძლოს წინააღმდეგობა ეფ.6,13 გმცხ.3,21

- განსაცდელში კრავის სისხლით ვისპეტაკებთ ჩვენს სამოსს 1პეტ.1,5-9 რომ.8,17.18; 2კორ.4,17 გმცხ.7,14

- ვერაფერი განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს რომ.8,35

- ყოველივეს ვძლევთ მისი წყალობით რომ.8,37