3.26.1. Бог никогда не опаздывает

Быт.41,32 Втор.7,10 Пс.26,14; 129,5.6 Ис.30,18; 46,13 Иер.25,12-14 Плач.3,26 Иез.12,25.28 Мих.7,7 Авв.2,[3] Матф.24,48-51 Мар.13,30 Лук.12,45.46; 18,7 Деян.1,7 Иак.5,7.8; 2Пет.2,3; 3,9 Рим.13,11; 16,20 Евр.10,36.37 Отк.2,16; 3,11; 22,12.20

3.26.1. ღმერთი არასოდეს იგვიანებს

- მრავალნი ამბობენ გულში, აგვიანებსო და ურიგოდ იქცევიან. ის კი მოვა მაშინ, როდესაც არ ელიან და თვალთმაქცებთან და ურწმნოებთან დაუდებთ წილს მათ.24,48-51 ლუკ.12,45.46

- ჩვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა საქ.1,7

- არ დააგვიანებს, მიუზღავს სამაგიეროს მის მოძულეებსა და ურჩებს რჯ.7,10 ფს.26,14; 129,5.6 იერ.25,12-14 ეზეკ.12,25 მიქ.7,7 იაკ.5,7.8; 2პეტ.2,3 რომ.16,20 გმცხ.2,16; 22,12

- როდესაც გადაწყვეტილია საქმე ღმერთისგან, დაუყოვნებლივ აღასრულებს დაბ.41,32

- ღვთის ყოველი სიტყვა ახდება, არ გადაიდება ეზეკ.12,25.28 მარ.13,30

- არ აყოვნებს ღმერთი - სურს, რომ ყველამ მოინანიოს და გადარჩეს 2პეტ.3,9

- ღვთისმიერი ხსნა არ დააყოვნებს ეს.30,18; 46,13 გოდ.3,26 რომ.13,11

- ღმერთი დაიცავს თავის რჩეულთ ლუკ.18,7

- არ გამტყუვნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე იმედით (სასოებით), რადგან უსათუოდ მოვა. მოთმინება და სიმტკიცე გვმართებს აბაკ.2,[3] ებრ.10,36.37 გმცხ.3,11

- ამინ, ჰო, მოდი, უფალო იესო! გმცხ.22,20

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 41

32. ორგზის რომ გაუკვლადდა სიზმარი ფარაონს, ნიშნავს: გადაწყვეტილია ღვთისგან ეს საქმე და ღმერთი დაუყოვნებლივ აღასრულებს მას.

მეორე რჯული 7

10. სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, მათი დამღუპველი უყოყმანოდ. არ დაახანებს, უყოყმანოდ მიუზღავს სამაგიეროს თავის მოძულეებს.

ფსალმუნი 26

14. მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი

ფსალმუნი 129

5. მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.

6. სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას,

ესაია 30

18. მაინც სურს უფალს თქვენი შეწყალება და მაინც აღდგება თქვენს შესაბრალებლად, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყოველი მისი მოესავი.

ესაია 46

13. მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის, და ჩემეული ხსნა არ დააყოვნებს. მე მივცემ ხსნას სიონს, და ისრაელს - ჩემს დიდებას!

იერემია 25

12. შესრულდება სამოცდაათი წელი და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და ამ ხალხს, ამბობს უფალი, ქალდეველთა ქვეყანას მათი დანაშაულის გამო; და სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ მათ.

13. ავახდენ ამ ქვეყანაზე ყველა სიტყვას, რაც მათზე მითქვამს, ყველაფერს, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, რაც კი იერემიას უწინასწარმეტყველნია ყველა ამ ხალხზე.

14. რადგან მათაც დაიმონებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები. მაგრამ მე მივაგებ მათ მათი საქმეებისამებრ და მათი ხელის ნამოქმედარისამებრ.

გოდება 3

26. კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან;

ეზეკიელი 12

25. რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ; რასაც ვილაპარაკებ, მოხდება, არ გადაიდება; რადგან თქვენს დღეებში, ურჩთა სახლო, ვილაპარაკებ სიტყვას და ავახდენ, ამბობს უფალი ღმერთი.

28. ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: არცერთი ჩემი სიტყვა მეტად აღარ გადაიდება; რა სიტყვაც არ უნდა ვთქვა, ახდება, ამბობს უფალი ღმერთი. 

მიქა 7

7. მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.

აბაკუმი 2

3. რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება.

მათე 24

48. მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას,

49. და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას,

50. მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის,

51. შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. 

მარკოზი 13

30. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება. 

ლუკა 12

45. მაგრამ თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას; და დაიწყესს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და ლოთობას,

46. მაშინ მოვა მონის პატრონი, იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, შუა გაკვეთს და ურწმონოებთან დაუდებს წილს.

ლუკა 18

7. განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?

საქმე 1

7. და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ.

იაკობი 5

7. მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე. აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის როდის ეღირსება წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს.

8. თქვენც მრავლისმთმენნი იყავით და გაიმაგრეთ გული, რადგანაც მოახლოვდა მოსვლა უფლისა.

2პეტრე 2

3. ანგარებით აღძრულნი ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან, მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.

2პეტრე 3

9. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.

რომაელთა 13

11. მაშ, ასე მოიქეცით, რაკიღა იცით დრო, ვინაიდან მოახლოვდა ძილისგან თქვენი გამოფხიზლების ჟამი, და ხსნა ახლა უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ.

რომაელთა 16

20. ხოლო ღმერთი მშვიდობისა მალე შემუსრავს სატანას თქვენს ფეხქვეშ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ.

ებრაელთა 10

36. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.

37. ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი.

გამოცხადება 2

16. მაშ, შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით.

გამოცხადება 3

11. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი.

გამოცხადება 22

12. აჰა, მოვალ მალე. ჩემთანაა ნაცვლისგება ჩემი, და მისი საქმისამებრ მივაგებ ყოველს.

20. ამის დამმოწმებელი ამბობს: ჰო, მოვალ მალე! ამინ; ჰო, მოდი, უფალო იესო!

__თემაზე წერდნენ__

 

***

მლოცველებს სწამთ, რომ უფალი მაშინ მიაგებს სანაცვლოს, როდესაც არ ელიან.

__ წმ. იოანე კრონშტადტელი __