1.1.120 Дееписатели и летописи

2цар.8,16; 20,24; 3цар.4,3; 14,19.29; 15,7.23.31; 16,5.14.20.27; 22,39.45; 4цар.1,18; 8,23; 10,34; 12,19; 13,8.12; 14,15.18.28; 15,11.15.21.26.31; 16,19; 18,18; 20,20; 21,17.25; 23,28; 24,5; 1Пар.18,15; 27,24; 2Пар.20,34; 25,26; 33,18.19; 35,27 Езд.4,15; 5,17 Неем.12,23 Ис.36,3.22

1.1.120 მემატიანეები და მატიანეები

მემატიანეები იყვნენ:

- იოშაფატ ახილუდის ძე 2მფ.8,16; 20,24; 3მფ.4,3; 1ნეშ.18,15

- იოახ ასაფის ძე 4მფ.18,18 ეს.36,3.22

- იოაბ ცერუიას ძე 1ნეშ.27,24

- იეჰუ ხანანის ძე 2ნეშ.20,34

- ხოზაი 2ნეშ.33,19

.

მატიანეები:

(ამ მუხლების საფუძველზე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რას შეეხებოდა აღნიშნული წიგნები)

- ისრაელის მეფეთა 3მფ.14,19; 15,31; 16,5.14.20.27; 22,39; 4მფ.1,18; 10,34; 13,8.12; 14,15.18; 15,11.15.21.26.31 2ნეშ.20,34; 33,18

- იუდას მეფეთა 3მფ.14,29; 15,7.23; 22,45; 4მფ.8,23; 12,19; 14,28; 15,6.36; 16,19; 20,20; 21,17.25; 23,28; 24,5; 2ნეშ.25,26; 35,27

- დავით მეფის მატიანე 1ნეშ.27,24

- ტყვეობის დროის ნეემ.12,23

- მიდიელ და სპარსელ მეფეთა ესთ.2,23; 6,1; 10,2

.

მატიანეების

- კითხვა ეზრ.4,15

- მოძიება ეზრ.5,17

.

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 8

16. იოაბ ცერუიას ძე, ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე, მემატიანე იყო.

3მეფეთა 14

19. იერობოამის დანარჩენი საქმენი, როგორ იბრძოდა იგი და როგორ გამეფდა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

29. რობოამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

4მეფეთა 18

18. დაუძახეს მეფეს და გამოვიდნენ სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე.

1ნეშტთა 27

24. იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაამთავრა. ამის გამო ისრაელს რისხვა დაატყდა. ეს აღრიცხვა დავით მეფის მატიანის აღრიცხვაშიც არ შევიდა.

2ნეშტთა 20

34. იოშაფატის დანარჩენი საქმენი, პირველნი და უკანასკნელნი, ჩაწერილია იეჰუ ხანანის ძის მატიანეში, რომელიც შეტანილია ისრაელის მეფეთა წიგნში.

2ნეშტთა 33

19. რომ ილოცა და შეწყნარებულ იქნა, რომ სცოდავდა და უკეთურებას სჩადიოდა, გორაკები რომ გამართა და აშერები და კერპები აღმართა, ყველაფერი, მის მოდრეკამდე, ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი.

ეზრა 4

15. რომ მოჩხრიკონ შენი მამა-პაპის მატიანე და ნახავ მატიანეში და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მოჯანყე და საძაგელი ქალაქია მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ძველთაგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, რისთვისაც განადგურებული იქნება ეს ქალაქი.

ეზრა 5

17. ახლა თუ ინებებს მეფე, მოიძიონ სამეფო წიგნთსაცავში, იქ, ბაბილონში, ნამდვილად გასცა თუ არა კიროს მეფემ განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში, და გამოგვიგზავნონ მეფის გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე.

ნეემია 12

23. ლევის ძენი, მამისსახლთა თავკაცები, მატიანეთა წიგნში ჩაწერილნი არიან იოხანან ელიაშიბის ძის დღეებამდე.

ესთერი 2

23. გამოძიებული იქნა საქმე, დადასტურდა და ორივენი ხეზე ჩამოკიდეს. ეს ყველაფერი ჩაიწერა მატიანის წიგნში მეფის თვალწინ.

ესთერი 6

1. იმ ღამით ძილი გაუკრთა მეფეს. მოატანინა სამახსოვრო წიგნი - მატიანე და უკითხავდნენ მეფეს.

ესთერი 10

2. მისი სიქველისა და გმირობის საქმე, მარდოქაის დიდების ამბავი, როგორ განადიდა იგი მეფემ, მიდიელ და სპარსელ მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

ესაია 36

3. გავიდნენ მასთან სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე.

22. მივიდნენ ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოხეული სამოსელით და მოახსენეს რაბშაკეს სიტყვები.

----------------------------

სურათზე: იოშაფატ ახილუდის ძე