1.6.30 Бесчувственность

Суд.19,28.28; 1цар.4,20 Пс.118,70 Иер.5,3 Лук.10,31 Деян.28,26.27 Рим.11,8 Еф.4,18.19; 1Тим.4,2; 5,6

1.6.30 უგრძნობლობა

სხვადასხვანაირი:

- ფიზიკური მსაჯ.19,27.28; 1მფ.4,20

- სულიერი იერ.5,3

- გაუხეშებული გული ფს.118,70 საქ.28,26.27 რომ.11,8

-

მიზეზები:

- შეუბრალებლობა ლუკ.10,31

- სულიერი სიბრმავე ეფ.4,18.19

- დამწვარი სინდისი 1ტიმ.4,2

- მოუთოკავი გულისთქმები 1ტიმ.5,6

-

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 19

27. ადგა დილას მისი ბატონი, გააღო სახლის კარი და გამოვიდა, რომ თავისი გზით წასულიყო. ხედავს, ხარჭა სახლის კართანაა დავარდნილი, ხელები კი ზღურბლისთვის ჩაუვლია.

28. უთხრა: "ადექი, წავიდეთ”, მაგრამ პასუხი არ გასცა ქალმა. ადგა კაცი, სახედარს გადაკიდა ხარჭა და გაუდგა გზას თავისი სახლისკენ.

1მეფეთა 4

20. როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ თავზე მდგომნი: ნუ გეშინია, რადგან ვაჟი გეყოლაო, მაგრამ ქალი არ პასუხობდა, უგრძნობი იყო მისი გული.

ფსალმუნები118

70. უგრძნობი გახდა მათი გული, მე კი შენი რჯულით ვხარობ.

იერემია 5

3. უფალო, განა ჭეშმარიტებას არ ეძებს შენი თვალი? დალახვრე ისინი, მაგრამ არ ეტკინათ, შთანთქე ისინი, მაგრამ ვერაფერი შეიგნეს; კლდეზე მეტად გაიქვავეს სახეები, არ სურთ მობრუნება.

ლუკა 10

31. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია.

საქმეები 28

26. მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.

27. რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.

რომაელთა 11

8. როგორც წერია: "მისცა მათ ღმერთმა უგრძნობლობის სული, თვალები, რათა არ ხედავდნენ, და ყურები, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე”.

ეფესელთა 4

18. დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,

19. ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.

1ტიმოთე 4

2. ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთა სინდისიც დადაღულია.

1ტიმოთე 5

6. განცხრომას მიცემული კი ცოცხლად მკვდარია.