4.18.16 Приветствуй не только ближнего, также врага

4.18.16 მხოლოდ შენს მოყვარულს ნუ მოიკითხავ, შეეწიე მტერსაც

- ნუ მოიქცევი წარმართივით, მხოლოდ თავისს რომ მიაგებს პატივს მათ.5,43-[47]; 10,12 ლუკ.6,[32]; 10,5; 1პეტ.2,17.18

- თუმცა იესოს იგავის წარმართი სამარიელის საქციელი უფრო სამაგალითოა ამ მხრივ, ვიდრე იმ ორი რელიგიურისა, თანამემამულეს რომ არ შეეწივნენ ლუკ.10,30-34

ბიბლიის მუხლები

მათე 5

43. გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.

44. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.

45. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.

46. რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?

47. თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?

მათე 10

12. სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.

ლუკა 6

32. თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, რა სარგებელია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.

ლუკა 10

5. რომელ სახლშიც შეხვალთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს!

30. მიუგო იესომ და უთხრა მას: "ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხოს მიდიოდა; თავს დაესხნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ; ის კი ნახევრადმკვდარი მიატოვეს.

31. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია.

32. ლევიანმაც ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და მანაც გვერდი აუქცია.

33. მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეებრალა.

34. მივიდა, ზეთითა და ღვინით მობანა ჭრილობები, შეუხვია, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და უპატრონა.

1პეტრე 2

17. ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.

18. მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს მთელი მოშიშებით, არა მარტო კეთილებს და შემწყნარებლებს, არამედ უკუღმართთაც.

__თემაზე წერდნენ__

***

წმ. მაკარი ეგვიპტელი ერთხელ მიდიოდა გზად ახალგაზრდა მორჩილთან ერთად მთებში. მორჩილი დაწინაურდა და მოსახვევში გადააწყდა წარმართ ქურუმს.

“ჩამომეცალე გზიდან ეშმაკის მსახურო!” – დაუყვირა მან.

ქურუმმა იწყინა და მთელი ძალით დაარტყა თავში ჯოხი. ყმაწვილი უგრძნობლად დაეცა. გააგრძელა გზა ქურუმმა და ახლა მაკარის გადააწყდა, რომელმაც არ დაუცადა მის სალამს და თვით მიესალმა: “ღმერთი დაგეხმაროს ძვირფასო ძმაო! მოგცეს ღმერთმა კეთილი და მშვიდი გზა!”

ქურუმი მოალბო მისმა ასეთმა მისალმებამ: მან იცოდა რომ წმ. მაკარი იყო ქრისტიანი.

“მე ხომ წარმართი ვარ! – უთხრა მან ღვთის მსახურს, - როგორღა მიწოდებ მე ძმას? გარდა ამისა, ჯოხი დავარტყი ერთი წუთის წინ შენს მოწაფეს. კიდევ მისურვებ მშვიდობის გზას ამის შემდეგ?”

“ახლა მით უფრო გისურვებ გზამშვიდობისას, რადგან შენ მიდიხარ უგუნური გზით, მტრობისა და შურისძიების გზით, ხოლო ძმას იმიტომ გიწოდებ, რადგან ყველა ჩვენთაგანს ერთი უფალი გვყავს, ხოლო ჩვენ ყველანი ერთმანეთის ძმები ვართ.”

__ იაკობ ლევენი __