3.27.14. За непослушных не проси, не услышит Господь

Исх.22,30-33 Втор.3,23.26; 1цар.2,25 ეს.1,15 Иер.7,[16]; 11,14; 14,11.12; 15,1

3.27.14. დაუმორჩილებელთათვის ნუ დამელაპარაკებიო, - ამბობს უფალი

გამ.32,31-34 რჯ.3,26; ეს.1,15 იერ.7,[16]; 11,14; 14,11.12; 15,1 ეზეკ.14,14-20 მიქ.3,4; 1ინ.5,16

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 32

31. დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა.

32. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.

33. უთხრა უფალმა მოსეს: ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.

34. ახლა წადი და წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. განკითხვის დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს.

მეორე რჯული 3

26. განმირისხდა უფალი თქვენს გამო და არ მისმინა. მითხრა უფალმა: გეკმაროს. მეტს ნუღარ დამელაპარაკებიო ამ საქმეზე.

ესაია 1

15. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!

იერემია 7

16. შენ კი, ნუ ილოცებ ამ ხალხისთეის, ნუ აღავლენ ლოცვა-ვედრებას, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ.

იერემია 11

14. ნუ ილოცავ ამ ხალხისთვის, ნუ აღავლენ მათთვის ლოცვა-ვედრებას, რადგან არ გავიგონებ მათ ღაღადისს ჩემდამი, როცა გასაჭირში იქნებიან.

იერემია 14

11. მითხრა უფალმა: ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის მის სასიკეთოდ.

12. შეუდგებიან მარხვას, მაგრამ მე არ მოვისმენ მათ ვედრებას. მომიტანენ აღსავლენს და შესაწირავს, მაინც არ შევიტკბობ მათ, რადგან მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით ვაპირებ მათ ამოწყვეტას.

იერემია 15

1. მითხრა უფალმა: მოსე და სამუელიც რომ წარდგნენ ჩემს წინაშე, მაინც არ მომიბრუნდება გული ამ ხალხზე. გაყარე ჩემგან, წავიდნენ.

ეზეკიელი 14

14. ეს სამი კაცი რომ აღმოჩნდეს მათ გარემოში - ნოე, დანიელი და იობი, თავიანთი სიმართლით გადაირჩენდნენ თავს, ამბობს უფალი ღმერთი.

15. თუ სასტიკ მხეცებს მივუშვებდი ქვეყანაზე და გაატიალებდნენ, ისე გაუდაბურდებოდა, რომ მხეცების შიშით ვერავინ გაივლიდა იქ,

16. ეს სამი კაციც (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდა თავის ვაჟებს და ასულებს; მხოლოდ საკუთარ თავს გადაარჩენდა, ქვეყანა კი გაუდაბურდებოდა.

17. თუ მახვილს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და ვეტყოდი: მახვილო, ჩაიარე-მეთქი ქვეყანაში! და გავუწყვეტდი კაცსა და საქონელს,

18. ეს სამი კაციც (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდა თავის ვაჟებს და ასულებს, მხოლოდ თვითონ გადარჩებოდნენ.

19. თუ ჟამს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და სისხლით გადმოვანთხევდი მასზე ჩემს რისხვას კაცისა და საქონლის ამოსაწყვეტად,

20. ვერც ნოე, ვერც დანიელი და ვერც იობი (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდნენ ვაჟსა და ასულს, მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ თავიანთი სიმართლით.

მიქა 3

4. მაშინ შეჰღაღადებენ უფალს, ის კი ხმას არ სცემს მათ; თავის სახეს უმალავს ამ დროს, როცა ბოროტებას სჩადიან.

1იოანე 5

16. თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს, მაგრამ ეს არ არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილი მოსდევს, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს; არის მომაკვდინებელი ცოდვაც; მასზე როდი ვამბობ, ილოცოს-მეთქი.