3.47.7. Смерть ужасна для духовно мертвого

Люди боятся смерти по той же причине, по которой дети боятся темноты, потому что они не знают, в чем тут дело.

(Ф. Бэкон)

Боязнь смерти мучительнее, чем сама смерть.

(Жан де Лабрюйер)

Смерть ужасна только для того, кто был духовным мертвецом при жизни.

(Яков Левен)

3.47.7. სულიერად მკვდრისთვის საშინელებაა სიკვდილი

__თემაზე წერდნენ__

***

სიკვდილი უკვდავებაა იმ ადამიანთათვის, რომელთაც იციან შემოქმედი ღმერთი, უცნობელთა და ურწმუნოთათვის კი სიკვდილი ნამდვილად მოკვდომა და დაღუპვაა. ამიტომ ჩვენ ყველაზე მეტად სულიერი დაღუპვისა უნდა გვეშინოდეს, რაც არის კიდეც ღმერთის უცნობლობა და ურწმუნოება. ეს უნდა იყოს ყველაზე შესაზარი და საშინელი ადამიანის სულისთვის.

__ წმ. ანტონი დიდი __

***

ყოველივე უნდა უარვყოთ, მივატოვოთ და განვაგდოთ ჩვენგან, რაც ღმერთისაგან განგვაშორებს და საუკუნო სიკვდილის მიზეზად შეიქმნება ჩვენი სულებისთვის! - უარვყოთ ჩვენს ურთიერთობებშიც სხვა ადამიანებთან, ჩვენს საქმეებშიც, სურვილებშიც და ფიქრებშიც, რამეთუ ვინც შიშით აღევსება ამგვარი საბოლოო სიკვდილის წინაშე და თავსაც შემოიზღუდავს მისგან კეთილმსახური ცხოვრებით, მას უკვე აღარ ექნება შიში სხეულებრივი სიკვდილის წინაშე, რადგან თავის არსებაში ჭეშმარიტი სიცოცხლე ექნება შეძენილი. ნამდვილი სიკვდილი ხომ სწორედ და მხოლოდ სულიერი სიკვდილია, სულის სიკვდილი, ისევე, როგორც ნამდვილი სიცოცხლეა, სულის ცხოვრება. ხოლო სულის ეს ცხოვრება - შემოქმედ ღმერთთან ერთობა და თანამოზიარეობაა, ისევე როგორც სხეულებისთვისაც სიცოცხლე სულთან ერთობასა და თანამოზიარეობაში მდგომარეობს.

__ წმ. გრიგოლ პალამა __

***

ადამიანებს ეშინიათ სიკვდილისა იმავე მიზეზით, რომელითაც ბავშვებს ეშინიათ სიბნელის, იმიტომ რომ მათ არ იციან, თუ რაშია საქმე.

__ ფ. ბეკონი __

***

სიკვდილის შიში უფრო მტანჯველია, ვიდრე თვით სიკვდილი.

__ ჟან დე ლაბრუიერი __

***

ვინც მკვდარსა ჰგავს ცხოვრებაში, მას სიკვდილი უფრო უჭირს.

__ ლაფონტენი __

***

ამქვეყნიური არსებობის სიკეთეს მხოლოდ მომავალი არსებობის იმეფი განაპირობებს, რომ ადამიანები ბედნიერნი არიან მხოლოდ იმდენად,რამდენადაც ამ იმედით სულდგმულობენ, და რომ თუ უბედურება უცხოა მისთვის, ვისაც ეჭვი არ ეპარება მარადიულ არსებობაში, ბედნიერება ასევე მიუწვდომელია მისთვის, ვის სულსაც არ ანათებს რწმენის ნათელი.

__ ბლეზ პასკალი __

***

საკმარისია წამართვათ რწმენა და უკვე მკვდარი ვარ.

__ მაჰატმა განდი __

***

ცნობილია, სიკვფილის წინ როგორ იტანჯებოდა ინგლისის მეფე ჰენრი VIII. მას აღმოხდა: "განქარდა გვირგვინი, განქარდა დიდება, განქარდა სული..."

გვირგვინი და დიდება მტვერია, მაგრამ უკვდავი სული - ნამფვილად დიდი დანაკარგია.

დღესაც მილიონობით ადამიანი, უცნობნი თუ ცნობილნი, დიდნი თუ მცირენი რჩებიან უგრძნობნი სულის ხსნის საკითხში. თავიანთი სიჯიუტითა და უსმინარობით, ნებით თუ უნებლიედ გამოაქვთ საკუთარი თავისთვის მკაცრი სასჯელი.

__ იაკობ ლევენი __

***

სიკვდილი საშიშია მხოლოდ მისთვის, ვინც იყო სულიერად მკვდარი სიცოცხლის ჟამს.

__ იაკობ ლევენი __

***

სიკვდილის საშინელება ის კი არაა, რომ იგი „დასასრულია”, არამედ ის, რომ სულიერად მკვდარი ადამიანი ფიზიკური სიკვდილის ჟამს საბოლოოდ შორდება ღმერთს. ასე რომ, თუ ადამიანი ქრისტეს სიცოცხლეს აქცევს საკუთარ სიცოცხლედ, სასუფევლის წყურვილს და შიმშილს საკუთარ წყურვილად და შიმშილად, ქრისტეს ღვაწლს საკუთარ ღვაწლად, ქრისტეს, როგორც სიცოცხლის გამოცდილებას საკუთარ გამოცდილებად, მაშინ ადამიანის სიკვდილი გადაიქცევა სიცოცხლეში, ქრისტეში ზეაღსვლად, რადგან ,,ქრისტე აღდგა და ცხოვრება მოქალაქეობს.

__ დავით თავაძე __