3.17.4. Исповедь перед Господом

2цар.2,10; 3цар.8,33-39; 1Ин.1,9.10

,

ПОМИЛУЙ...

Нечистый весь-душа

в гнилых лохмотьях,

Зловонный дух, от

мерзости моей.

Признаться стыдно, что

грешу охотней, чем

припадаю к милости

Твоей . Прости же,

Господи, грехи и злобу.

Теплом Любови сердца

прикоснись . И Сам, как

некогда, восстал из

гроба, меня возставь из

Смерти в Жизнь.

3.17.4. აღსარება უფლის წინაშე

2მფ.2,10; 3მფ.8,33-39; 1იოან.1,9.10

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 24

10. გულმა დაჰკრა დავითს მას შემდეგ, რაც აღრიცხა ერი. უთხრა დავითმა უფალს: დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მორჩილს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.

3მეფეთა 8

33. როცა დამარცხდება მტერთან შენი ერი, ისრაელი, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მერე მობრუნდება შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში,

34. მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მისი მამა-პაპისთვის მიგიცია.

35. როცა დაიკეტება ცა და არ იწვიმებს შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილს, განადიდებენ შენს სახელს და განერიდებიან ცოდვებს. რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,

36. მაშინ მოუსმინე ციდან და მიუტევე შეცოდება შენს მორჩილთ და შენს ერს, ისრაელს, რომ დააყენო სასიკეთო გზაზე, სადაც სიარული მართებთ, აწვიმო წვიმა მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიგიცია შენი ერისთვის.

37. შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყანაში მის კარიბჭეებს, უბედურმოხდება რამე თუ სნეულება,

38. ყოველ ლოცვას, ყოველ ვედრებას თითოეული ადამიანისა, მთელი შენი ერისა - ისრაელის, როცა იგრძნობს თითოეული გასაჭირს თავის გულში და ხელს გაიშვერს ამ სახლისკენ.

39. შენ მოუსმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; ქმენი და მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, რომელმაც უწყი მათი გულები. რადგან შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული;

1იოანე 1

9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან.

10. თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში.

__თემაზე წერდნენ__

__გალობანი სინანულისანი__

რომლისაცა წინაშე ქედდადრეკილ არს ყოველი, მუხლი ყოველი მოდრკების და ენაი ყოველი შენსა ხმობს აღსარებასა, მეცა, სიტყვაო, აღმსარებელსა მომხედენ! ხატსა თვისსა მამსგავსე და საკვრელად გრძნობადისა და გონიერისა მყოფობისად დამაწესე შენებრ არსთა სიტყვებისა ჩემს შორისცა შეკრებითა, ხოლო უმადლო გექმენ.

ბუნებითნი რაი ძალნი არა სჯულთაებრ ვიხუმიენ, მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი . . .

კაენის მკვლელებრი ცნობაი, სეითის ძეთა ლირწებაი . . . მეგვიპტური გულმძიმობაი . . . ვერ ცნობაი სიბრძნითა ღმრთისაითა ღმრთისაი . . . არა შევძრწუნდი მანგლისაგან მფრინვალისა, რომელი შურსა სიკვდილისასა მიჰხდის, რომელნი ჩემებრ მიმდემად ცრუდ ფუცვიდენ განსაკრთომელსა სახელსა შენსა . . . ხუთქალაქელთა შეგინებისა მწვირე უფროისად ვამრავალწილე. ვითარცა რაი აღმართ მსრბოლმან მდინარემან უკეთუსამან . . . ესენი ვსცოდენ სახარებისა, სჯულითა და მცნებათა შენთა შინა . . .

და აწ მომდრეკელი მუხლთა გულისათაი, ვხმობ ვითარცა სხვაი მანასე, მილხინე, ჰოი მეუფეო, მილხინე და ნუ წარწყმედ ცოდვათა შინა და ნუ იხსენებ ძვირთა ჩემთა და ნუ დამსჯი მე ქვესკნელთა თანა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაი, ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან . . .

გან-რაი-ეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა და მე ქედდადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად, მსაჯული მართალ სჯიდე, მსახურთა რისხვაი ქროდის, მართალნი ნეტარებდნენ, ცოდვილთა ჰგვემდეს ცეცხლი, მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!

ვინაითგან აღსარებით გრძნობად და შეკრებად იწყო ძვალი ძვალსა თანა და ნაწევარი ნაწევარსა, და განმხმელთა მოჰბერა სული კვალად შობისაი, მრწამს, ვითარმედ აღვსებაი სრულყოს ღმერთმან ჩემ შორის ყოვლისავე სინანულით აღდგომისაო.

განმინათლე მხედველობითი სულისაი, საითა გიხილო ნათელი ნათლითა უფლისაითა, სულითა ღმრთისაითა ძე გამოგვიბრწყინვო მაშინ დაუსრულებელთა საუკუნეთა . . . ვესავ ხილვად ნათელსა ძისა შენისასა და ნათელსაი ზეშთა საუკუნეთასა.

__ დავით აღმაშენებელი __