4.22.10. Исраил по своей воле не знает волю Господа

Ис.1,[3]; 5,12; 44,18 Иер.2,8; 8,7; 9,5 Матф.13,13-15; 2Пет.3,5 Рим.1,28

- Имели бы мудрость предвидели бы Втор.32,28.29 Пс.93,8 Ис.27,11 Иер.4,22; 6,19; 10,8.14 Матф.13,19

4.22.10. ისრაელმა თავისი ნებით არ იცის ღვთის განგება

ეს.1,[3]; 5,12; 44,18 იერ.2,8; 8,7; 9,5 მათ.13,13-15; 2პეტ.3,5

- სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ რჯ.32,28.29 ფს.93,8 ეს.27,11 იერ.4,22; 6,19; მათ.13,19

- ვერ იცნეს მესია მათ.17,12 ინ.1,10

- გაჰყვნენ სიცრუეს მათ.27,64; 28,13

- დაისაჯნენ, დაეცა იერუსალიმი, გაიფანტნენ მთელ მსოფლიოში, მაგრამ მათი სიბრმავე დროებითია, ღმერთს არ უარყვია თავისი ხალხი საქ.18,6 რომ.11,2.25

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 32

28. რადგან ჭკუადაკარგული ხალხია ისინი, განსჯა აღარ არის მათში.

29. სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ ამას, განჭვრეტდნენ თავიანთ ბოლოს.

ფსალმუნი 93

8. გონს მოდით, უგუნურნო ერისანო; უმეცარნო, როდის დაჭკვიანდებით?

ესაია 1

3. ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს.

ესაია 5

12. ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ.

ესაია 27

11. როცა გახმება მისი ტოტები და ჩამოიმტვრევა, მივლენ ქალები, რომ ცეცხლი წაუკიდონ, რადგან უგუნურია ეს ხალხი, ამიტომ არ შეიბრალებს მისი შემქმნელი და მისი გამომსახველი არ შეიწყალებს.

ესაია 44

18. არაფერი ესმით, ვერაფერს ხვდებიან, რადგან ამოუქოლათ თვალები, რომ ვერაფერი დაინახონ, და გულები - რომ ვერაფერს მიხვდნენ.

იერემია 2

8. არ უთქვამთ მღვდლებს: სად არისო უფალი? რჯულის კაცებმა არ მიცნეს, მწყემსები განმიდგნენ, წინასწარმეტყველნი ბაალის სახელით გაქადაგდნენ და უსარგებლო კერპებს აეკიდნენ.

იერემია 4

22. ეჰ, უგუნურია ჩემი ერი, არ მცნობს მე; ბრიყვი ბავშვები არიან ისინი, გაგება არა აქვთ. ბოროტის საქმნელად ჭკუა ყოფნით, სიკეთის კეთება კი არ იციან.

იერემია 6

19. ისმინე, მიწავ! აჰა, ბოროტებას მოვაწევ ამ ხალხზე, მათი განზრახვების ნაყოფს. რადგან ყურს არ უგდებენ ჩემს სიტყვებს და ჩემს რჯულს, და შეიძულეს.

იერემია 8

7. ყანჩამაც იცის ცაში თავისი დრო; გვრიტს, მერცხალსა და წეროს არ ეშლებათ მოფრენის ჟამი, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის განგება.

იერემია 9

5. სიცრუეში გიდგას ბინა; სიცრუე უშლის მათ ჩემს შეცნობას, ამბობს უფალი.

მათე 13

13. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა.

14. და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.

15. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.

19. ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა.

მათე 17

12. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ. იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც.

მათე 27

64. მაშ, ბრძანე მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება.

მათე 28

13. და უთხრეს: თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და, ვიდრე გეძინათ, მოიპარეს იგი.

იოანე 1

10. ამ ქვეყნად იყო და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ვერ იცნო იგი.

საქმენი მოციქულთა 18

6. მაგრამ, რაკი ისინი ეურჩებოდნენ და გმობდნენ, თავისი ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და უთხრა მათ: თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან წავალ.

2პეტრე 3

5. რადგანაც საკუთარი ნებასურვილით ივიწყებენ, რომ ცა და მიწა თავდაპირველად წყლისაგან და წყალთა შუა შეიქმნა ღვთის სიტყვით.

რომაელთა 11

2. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო:

25. რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე.