3.48.31 По вере воздаст нам Господь

Я прославлю прославляюших меня /1цар.2,30/

И сказал Иисус

сотнику: иди, и, как ты

веровал, да будет

тебе. И выздоровел

слуга его в тот час.(Мaтф.8, 13).

Тогда Иисус сказал

ей в ответ: о, женщина!

велика вера твоя; да

будет тебе по

желанию твоему. И

исцелилась дочь ее в

тот час. (Мaтф. 15, 28).

3.48.31 რწმენისამებრ მოგვეგება

დაბ.15,6; 1მფ.2,30 აბაკ.2,4 მათ.8,13; 9,29; 15,28 რომ.10,9.10 ეფ.2,8.9 ფლპ.3,8.9 ებრ.11,4.5.7

ბიბლიის მუხლები

და ერწმუნა იგი უფალს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ.

დაბ.15,6

ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ.

1 მფ. 2,30

აჰა, მედიდურ კაცში გულიც არაწრფელია, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.

აბაკ.2,4

წადი და როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს.

მათ. 8,13

თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ.

მათ. 9,29

დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ!

მათ. 15,28

იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.

რომ.10,9.10

ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია. არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს,

ეფ.2,8.9

ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო; და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც ქრისტეს რწმენის მეშვეობით არის, რწმენაზე დამყარებული ღვთიური სიმართლით,

ფლპ.3,8.9

რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.

რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.

რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.

ებრ.11,4.5.7

-------------------------

იულიუს შნორ ფონ კაროლსფელდის გრავიურა