3.46.24. Гонения

1. Преследовали Иисуса Христа, веруюших в Него, Божый народ Исх.15,9,, 1цар.23,7.8.23.25 Матф.10,24.25 Лук.4,29 Деян.21,35,, 22,24,, 24,1,, 2Тим.3,12

2. Блаженный гонимие, содеиствует во благо Матф.5,11.12 Иак.1,2.3,, 1Пет.5,10

3. Остерегаемся от гонителей Матф.10,17,, 14,13,, 26,41

3.46.24. დევნა

მიზეზები:

- ადამიანის ცოდვილი ბუნება გალ.4,29

- არცოდნა ღმერთის იოან.15,20.21

- ჰგონიათ, რომ ამით ღმერთს ემსახურებიან იოან.16,2

- ქრისტეს სიძულვილი 1თეს.2,15

- ჯვრის ქადაგების გამო გალ.5,11; 6,12

- სიტყვის გამო მათ.13,21

- მცდარი მოშურნეობა საქ.13,50; 26,9-11

.

- დევნიდნენ იესო ქრისტეს, მის მორწმუნეებს, ღვთის ხალხს გამ.15,9,, 1მფ.23,7.8.23-25 მათ.10,24.25 ლუკ.4,29 საქ.21,35.36,, 22,24,, 24,1,, 2ტიმ.3,12

.

- მოთმინება 1კორ.4,12

- ღვთის განდიდება 1პეტ.4,15.16

- ვილოცოთ მდევნელებისთვის მათ.5,44

- მოვერიდოთ მდევნელებს მათ.10,17.23,, 14,13,, 26,41

.

- ნეტარნი არიან დევნილნი, შემოუბრუნდებათ სასიკეთოდ მათ.5,11.12 იაკ.1,2.3,, 1პეტ.5,10

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 15

9. თქვა მტერმა: დავედევნები, მივეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ვიყრი მათზე, მახვილს ვიშიშვლებ და მუსრს გაავლებს მათ ჩემი ხელი.

1მეფეთა 23

7. აცნობეს საულს, რომ კეყილში იყო დავითი მისული, და თქვა საულმა: ხელში ჩამიგდო იგი ღმერთმა, რადგან კარიბჭეებიან და ურდულებიან ქალაქში შესვლით თვითონვე გამოიკეტა თავი.

8. საომრად შეჰყარა საულმა მთელი ხალხი, რათა ჩასულიყვნენ კეყილში და ალყაში მოექციათ დავითი და მისი კაცები.

23. ეძებეთ და დაჩხრიკეთ ყველა სამალავი, სადაც კი შეიძლება იმალებოდეს, და მართალი პასუხი მომიტანეთ, მხოლოდ ამის მერე წამოგყვებით. თუ ჩვენს ქვეყანაში არის სადმე, იუდას ყველა სამთავროში დავუწყებ ძებნას.

24. ადგნენ და წავიდნენ საულისგან ზიფში. ხოლო დავითი და მისი ხალხი ამ დროს მაყონის უდაბნოში იყვნენ, ვაკეზე, იეშიმონის მარცხნივ.

25. წავიდა საული საძებრად თავისი კაცებითურთ. შეატყობინეს დავითს და მივიდა იგი კლდესთან და დადგა მაყონის უდაბნოში. შეიტყო ეს საულმა და დაედევნა დავითს მაყონის უდაბნოში.

მათე 5

11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის.

12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.

44. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.

მათე 10

17. ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ.

23. როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ ძე კაცისაც მოვა.

24. არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა, თავის მბრძანებელზე უპირატესი.

25. საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას.

მათე 13

21. მაგრამ ფესვები არ გაუშვია მასში, ამიტომ ხანმოკლეა. რაჟამს დადგება ჭირი ანდა დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება.

მათე 14

13. ეს რომ გაიგო, იესო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა, მაგრამ შეიტყო ხალხმა და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალაქებიდან.

მათე 26

41. იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.

ლუკა 4

29. ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ.

იოანე 15

20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.

21. მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გიზამენ, რადგან არ იცნობენ ჩემს წარმომგზავნელს.

იოანე 16

2. სინაგოგებიდან მოგკვეთენ; და დგება ჟამი, როცა თქვენს მკვლელებს ეგონებათ, რომ ამით ღმერთს ემსახურებიან.

საქმენი მოციქულთა 13

50. მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან.

საქმენი მოციქულთა 21

35. კიბეზე რომ შედგა ფეხი, ჯარისკაცები, ხალხის სიმრავლის გამო, იძულებულნი შეიქნენ ხელში აეყვანათ პავლე.

36. ვინაიდან ზღვა ხალხი მოსდევდა და მოსძახოდა: სიკვდილი მაგას!

საქმენი მოციქულთა 22

24. ათასისთავმა ბრძანა ციხეში შეეყვანათ და შოლტის ცემით დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რატომ ყვიროდნენ მის წინააღმდეგ ასე გაშმაგებით.

საქმენი მოციქულთა 24

1. ხუთი დღის შემდეგ მოვიდა ანანია მღვდელმთავარი უხუცესებსა და ვინმე მჭევრმეტყველ ტერტულუსსთან ერთად, რომლებმაც მმართველთან უჩივლეს პავლეს.

საქმენი მოციქულთა 26

9. მართალია, მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ,

10. ასეც ვიქცეოდი იერუსალიმში; და მღვდელმთავართა მიერ მოცემული ძალაუფლებით აღჭურვილმა მრავალი წმიდანი ჩავყარე საპყრობილეში და მათ დახოცვაზე თანხმობას ვიძლეოდი.

11. ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ. მეტისმეტად განმძვინვარებული, სხვა ქალაქებშიც ვდევნიდი მათ.

იაკობი 1

2. ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.

3. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;

1პეტრე 4

15. ოღონდ არც ერთ თქვენგანს არა ევნოს რა, როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს.

16. ხოლო თუ ვინმე იტანჯება როგორც ქრისტიანი, ნუ შერცხვება, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.

1პეტრე 5

10. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.

1კორინთელთა 4

12. ჯაფაში ვართ და საკუთარი ხელებით ვშრომობთ; გვლანძღავენ - ვლოცავთ, გვდევნიან - ვითმენთ;

გალატელთა 4

29. მაგრამ როგორც მაშინ სდევნიდა ხორციელად შობილი სულით შობილს, ასევეა ახლაც.

გალატელთა 5

11. მე კი რისთვის ვარ დევნილი, ძმებო, თუ კვლავ წინადაცვეთას ვქადაგებ? მაშინ განქარდებოდა ჯვარზე გამოწვევა.

გალატელთა 6

12. ხორციელად განდიდების მსურველნი წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ გაიძულებენ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იქნენ დევნილნი.

1თესალონიკელთა 2

15. რომელთაც უფალი იესოც მოკლეს და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, რადგან ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან;

2ტიმოთე 3

12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.

__თემაზე წერდნენ__

***

მცირე აზიის ბითვინიის მმართველი პლინიუს უმცროსი თავის მეგობარს, იმპერატორ ტრაიანეს დახლ. III წ. სხვათა შორის სწერდა შემდეგს:

“რადგან აქამდე არასოდეს შემხვედრია რამე საწინააღმდეგო ქრისტიანებისა არ ვიცი როგორ მოვიქცე . . . აი მეთოდი რომელსაც მე ვიყენებ: ორი თუ სამი დაკითხვის შემდეგ რომელთაც თან ერთვის მუქარა, ვუბრძანებ დაატუსაღონ ისინი, ვინც ჯიუტდება და აცხადებს თავს ქრისტიანად . . . ზოგმა უარყო რომ იყო ქრისტიანი და მსხვერპლი შესწირეს ღმერთთა ქანდაკებებს; არიან ისეთებიც, რომლებიც რისხავენ ქრისტეს, რაც, როგორც ამბობენ შეუძლებელია მიაღწიო ვერცერთი ნამდვილი ქრისტიანისგან . . . ზოგი ბრალდებული ამტკიცებდა, რომ ოცი წელია აღარ არიან ქრისტიანები . . . ძიებამ დაადგინა, რომ ისინი იკრიბებიან განსაზღვრულ დღეებში მზის ჩასვლისას, რათა ერთად უმღერონ ჰიმნები ქრისტეს, როგორც ღვთაებას; ისინი დებენ აღთქმას ფიცით, რომ არ ჩაიდენენ დანაშაულს, არ მოიპარავენ, არ იჩხუბებენ და არ იმრუშებენ; ისინი იკრიბებიან საღამოობით, რათა გაინაწილონ საერთო და უბიწო საკვები”.

__ იაკობ ლევენი __