1.8.38. Вениамин

Быт.35,18.24; 42,4; 43,3-9.13.14.29-34; 44,32-34; 45,22; 49,27 Чис.1,36.37; 26,38-41 Вт.33,12 Иисн.18,11.12.20.21.28 Суд.3,15; 21,1; 1цар.9,16; 14,51; 2цар.19,17.18; 1Пар.7,10; 8,1.2 Езд.10,32 Есф.2,5 Флп.3,5

1.8.38. ბენიამინი

(ძე მარჯვენისა)

 

ერთი ბენიამინი იყო იაკობის უმცროსი ძე დაბ.35,18

- უყვარდა და უფრთხილდებოდა მამა დაბ.42,4; 43,3-9.13.14

- უყვარდა იოსებს დაბ.43,29-34

- იუდა ითხოვს მის ნაცვლად დარჩენას ეგვიპტეში დაბ.44,32-34

- განსაკუთრებული საჩუქარი იოსებისგან დაბ.45,22

- ხუთი ძე ჰყავდა 1ნეშ.8,1.2

- შტოს მამამთავარი რიცხ.26,38-41

- იაკობის წინასწარმეტყველება მის შესახებ დაბ.49,27

 

მეორე ბენიამინი იყო ბილჰანის ძე 1ნეშ.7,10

 

მესამე ბენიამინი იყო ხარიმიანთაგანი ეზრ.10,32

 

ბენიამინელები - ბენიამინის შტო:

- იაკობის და რახელის უმცროსი ძის შთამომავლები დაბ.35,18

- შტოს რიცხოვნობა რიცხ.1,36.37

- სამკვიდროს საზღვრები იესნ.18,11-20

- ქალაქები იესნ.18,21-28

- წინასწარმეტყველება მათზე რჯ.33,12

- ბენიამინის გიბყაში ჩადენილი გაუგონარი ცოდვა მსაჯ.19 თავი

- გიბყელთა ცოდვის გამო ატეხილ ისრაელის სხვა შტოებთან ომში თითქმის გაწყდნენ ბენიამინელები მსაჯ.20 თავი

- ფიცი დადო ისრაელის დანარჩემმა 11-მა შტომ არ მიეთხოვებინათ ასულები ბენიამინელებისთვის, შემდეგ შეეცოდათ, და ფიცი რომ არ გაეტეხათ, მოიფიქრეს როგორ დაქორწინებულიყვნენ ისინი. წაიკითხეთ მათი ისრაელში რეაბილიტაციის შესახებ მსაჯ.21,1-23

- ბენიამინელი იყო ისრაელის პირველი მეფე 1მფ.9,16

- მიესალმნენ დავითს 2მფ.19,17.18

- ბენიამინელი ოყო მსაჯული აჰუდი მსაჯ.3,16

- ასევე მხედართმთავარი აბნერი 1მფ.15,51

- მარდოქაი ესთ.2,5

- ბენიამინის ტომიდან იყო მოციქული პავლეც ფლპ.3,5

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 35

18. სულის ამოხდომისას, როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი (ძე ჩემი ტკივილისა), ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი (ძე მარჯვენისა).

24. რახელის ძენი იყვნენ: იოსები და ბენიამინი.

 

დაბადება 42

4. ხოლო ბენიამინი, იოსების ძმა, არ გააყოლა იაკობმა მის ძმებს; თქვა: უბედურება არ შეემთხვესო.

 

დაბადება 43

3. უთხრა მას იუდამ: მკაცრად გაგვაფრთხილა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.

4. თუ გაგვაყოლებ ძმას, ჩავალთ და გიყიდით საზრდოს.

5. თუ არ გაგვაყოლებ, ვერ ჩავალთ, რადგან გვითხრა იმ კაცმა, თვალით არ დამენახოთ, თუ თქვენი ძმა თქვენთან არ იქნებაო.

6. უთხრა ისრაელმა: რად მიბოროტეთ, რად გაუმხილეთ იმ კაცს, რომ კიდევ გყავთ ძმა?

7. უთხრეს: არ მოგვეშვა ის კაცი, გვეკითხებო ჩვენს და ჩვენი მოდგმის ამბავს, თუ არის ცოცხალი მამათქვენიო, კიდევ თუ გყავთო ძმა. ჩვენც ვუამბეთ ყველაფერი. რა ვიცოდით, თუ გვეტყოდა, თქვენი ძმა ჩამოგვიყვანეთო?

8. უთხრა იუდამ ისრაელს, თავის მამას: გაგვატანე ყმაწვილი. ავდგებით და წავალთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არ დავიხოცოთ არც ჩვენ, არც შენ და არც ჩვენი წვრილშვილი.

9. მე ჩავიბარებ და მევე მომკითხე. თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემცოდე ვიყო შენს წინაშე.

13. თქვენი ძმაც წაიყვანეთ, ადექით და კიდევ წადით იმ კაცთან.

14. ყოვლადძლიერი ღმერთი შეგეწიოთ, რათა წყალობა ნახოთ იმ კაცის თვალში და გამოგატანოთ ის მეორე ძმა და ბენიამინი. მე კი, თუ უშვილოდ დარჩენა მიწერია, დავრჩე უშვილო!

29. აიხედა იოსებმა და დაინახა თავისი ძმა ბენიამინი, თავისი დედის შვილი; იკითხა: ეს ხომ არ არის თქვენი უმცროსი ძმა, ვისზეც მელაპარაკებოდით? თქვა: ღმერთი გწყალობდეს, ჩემო შვილო!

30. ვეღარ მოითმინა იოსებმა, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი ძმის გამო, ტირილი მოუნდა და გავიდა თავის ოთახში და იქ ატირდა.

31. დაიბანა პირი, გამოვიდა, გაიმაგრა გული; თქვა: მოგვიტანეთ საჭმელი.

32. მოუტანეს საჭმელი მას ცალკე და მათ ცალკე, მასთან ერთად მეინახე ეგვიპტელებსაც ცალკე, რადგან არ შეეძლოთ ეგვიპტელებს ებრაელებთან ერთად ეჭამათ, პური; სიბილწედ რაცხდნენ ამას ეგვიპტელნი.

33. დასხდნენ მის პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით; გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს კაცებმა.

34. უგზავნიდა მათ იოსები თავისი სუფრიდან კერძს; ბენიამინის კერძი ხუთჯერ მეტი იყო სხვების კერძზე. სვეს და შეთვრნენ მასთან ერთად.

 

დაბადება 44

32. ამ ყმაწვილისათვის მამაჩვენთან მე, შენი მსახური, გავხდი თავდები; ვუთხარი: "უკან თუ არ დაგიბრუნე, მამაჩემის წინაშე სამუდამოდ დამნაშავე ვიყო-მეთქი”.

33. ახლა, ნება დამრთე, ამ ყმაწვილის სანაცვლოდ მე, შენი მსახური, დავრჩე მონად ჩემს ბატონთან; ყმაწვილი კი თავის ძმებთან ერთად გაბრუნდეს.

34. როგორ მივიდე მამასთან ყმაწვილის გარეშე? ნუმც მოვსწრებივარ უბედურებას, მამაჩემს რომ დაატყდება თავს!”

 

დაბადება 45

22. თითოეულს მისცა თითო ხელი სამოსელი, ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი.

 

დაბადება 49

27. ბენიამინი მგელია მტაცებელი, დილით ჭამს, საღამოთი იყოფს ნადავლს.

 

რიცხვნი 1

36. ბენიამინიანთა მთელი მოდგმა საგვარეულოთა და მამისსახლთა მიხედვით, სახელთა რიცხვისამებრ, ოცი წლიდან მოყოლებული, ყველა ლაშქრად გამსვლელი.

37. ბენიამინის შტოში აღირიცხა ოცდათხუთმეტი ათას ოთხასი.

 

რიცხვნი 26

38. ბენიამინელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ბელასგან ბელაელთა საგვარეულო, აშბელისგან აშბელელთა საგვარეულო, ახირამისგან ახირამელთა საგვარეულო,

39. შეფუფიმისგან შეფუფამელთა საგვარეულო, ხუფამისგან ხუფამელთა საგვარეულო.

40. ბელაყიანები იყვნენ: არდი და ნაყამანი. არდელთა საგვარეულო, ნაყამანისგან ნაყამანელთა საგვარეულო.

41. ესენი არიან ბენიამინიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო ორმოცდახუთი ათას ექვსასი.

 

მეორე რჯული 33

12. ბენიამინზე თქვა: უზრუნველად იმკვიდრებს უფლის ნებიერი მის წინაშე. მისი ხელი აფარია დღენიადაგ და მის კალთებთან განისვენებს.

 

იესო ნავეს ძე 18

11. ეყარა წილი ბენიამინის შტოს მისი საგვარეულოების მიხედვით: წილად ხვდა საზღვარი იუდაელთა და იოსებიანთა შორის.

12. იორდანედან იწყება მათი ჩრდილოეთის საზღვარი, ადის საზღვარი იერიხონისკენ ჩრდილოეთით, მიუყვება მთას დასავლეთისკენ და წყდება ბეთ-ავენის უდაბნოში.

20. იორდანე აღმოსავლეთის საზღვრავს. ეს არის ბენიამინის სამკვიდრო გარეშემო საზღვრებითურთ, მათი საგვარეულოების მიხედვით.

21. ბენიამინის შთამომავალთა ქალაქები მათი საგვარეულოების მიხედვით იყო: იერიხონი, ბეთ-ხოგლა და ყემეკ-კელიცი;

28. ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბყათი, კირიათი - თორმეტი ქალაქი მათი დაბებითურთ. ეს არის ბენიამინის ძეთა სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.

 

მსაჯულნი 3

15. მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და გამოუჩინა მათ უფალმა მხსნელი აჰუდ გერას ძე, ბენიამინელი, ცაცია კაცი. ხარკი გაატანეს მას ისრაელიანებმა ყეგლონთან, მოაბის მეფესთან.

 

მსაჯულნი 21

1. ფიცი დადეს ისრაელიანებმა მიცფაში და თქვეს: არც ერთმა ჩვენთაგანმა არ მიათხოვოს თავისი ასული ბენიამინიანს.

 

1მეფეთა 9

16. ხვალ ამდროს კაცს გამოგიგზავნი ბენიამინის მხარიდან და სცხებ მას ჩემი ერის, ისრაელის, მეფედ; იგი იხსნის ჩემს ერს ფილისტიმელთაგან, რადგან მოვხედე მე ჩემს ერს, როცა მისმა ღაღადისმა ჩემამდე მოაღწია.

 

1მეფეთა 14

51. კიში, საულის მამა, და ნერი, აბნერის მამა, აბიელის შვილები იყვნენ.

 

2მეფეთა 19

17. შიმყი გერას ძე, ბენიამინიანი, რომელიც ბახურიმიდან იყო, სასწრაფოდ ჩამოვიდა იუდაელებთან ერთად მეფე დავითის მისაგებებლად.

18. თან ახლდა ათასი კაცი ბენიამინიანი. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მორჩილითურთ, და გადალახეს იორდანე მეფის თვალწინ.

 

1ნეშტთა 7

10. იედიყაელიანები: ბილჰანი, ბილჰანის ძენი: იეყუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაყანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი.

 

1ნეშტთა 8

1. ბენიამინმა შვა თავისი პირმშო ბელაყი, მეორე - აშბელი, მესამე - ახრახი,

2. მეოთხე - ნოხა, მეხუთე - რაფა.

 

ეზრა 10

32. ბენიამინი, მალუქი და შემარია.

 

ესთერი 2

5. იყო ერთი იუდაელი კაცი შუშანში, სატახტოში, სახელად მარდოქაი, ძე იაირისა, ძისა შიმყისა, ძისა კიშისა, ბენიამინელი,

 

ფილიპელთა 3

5. მერვე დღეს წინადაცვეთილი, მოდგმით ისრაელიტი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, სწავლით ფარისეველი,