2.12.34 Христос с нами во все дни до скончания века

Быт.39,2.3.21 Иисн.1,5 Пс.45,11 Ис.8,10; 41,10 Матф.1,23; 18,20; 28,20 Мар.16,20 Ин.14,18-23 Деян.18,9.10; 1Ин.3,19-24; 2Тим.4,17

2.12.34 ქრისტე ჩვენთანაა ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე

ძველი აღთქმის ჟამს ხედავდა ღმერთის თანდასწრებას ღვთის ხალხი, რასაც წარმართებიც ამჩნევდნენ დაბ.39,2.3.21 იესნ.1,5 ფს.45,11 ეს.8,10; 41,10

-

ხოლო როდესაც ღმერთი მოვიდა ხორცში მათ.1,23

-

იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ, ის რჩება მის მორჩილებთან და მოყვარულებთან ქვეყნიერების დასასრულამდე. ეცხადება თავისი სულით არა ქვეყნიურად მცხოვრებ ცოდვილთ, არამედ მონანიებულ ქრისტესმიერთ ყველა ხალხში მათ.18,20; 28,20 მარ.16,20 ინ.14,18-23 საქ.18,9.10; 1იოან.3,19-24; 2ტიმ.4,17

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 39

2. არ მიუტოვებია უფალს იოსები და ხელი ემართებოდა ყველაფერში. თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში ცხოვრობდა იგი.

3. და იხილა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და ხელს უმართავდა ყველაფერში, რასაც აკეთებდა.

21. მაგრამ უფალი იყო იოსებთან, წყალობა მოჰფინა მას და მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.

იესო ნავეს ძე 1

5. წინ ვერავინ დაგიდგება მთელი შენი სიცოცხლე; როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც; არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ.

ფსალმუნი 45

11. ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა იაკობის ღმერთი.

ესაია 8

10. გეგმას დააწყობთ, მაგრამ დაირღვევა, სიტყვას იტყვით და არ შესრულდება, რადგან ჩვენთან არის ღმერთი!”

ესაია 41

10. ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სამართლის მარჯვენით.

მათე 1

23. "აჰა, დაორსულდება ქალწული, გაუჩნდება ძე და უწოდებენ მას სახელად იმანუელს, რაც ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი!”

მათე 18

20. ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”.

მათე 28

20. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!

მარკოზი 16

20. ისინი კი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი ნიშნებით.

იოანე 14

18. ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.

19. კიდევ ცოტაც და წუთისოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ; რადგან მე ცოცხალი ვარ - თქვენც იცოცხლებთ.

20. იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემში ვარ, თქვენ ჩემში ხართ, და მე - თქვენში.

21. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები”.

22. იუდამ, არა ისკარიოტელმა, ჰკითხა: "უფალო, რას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოგვეცხადები და არა წუთისოფელს?”

23. მიუგო იესომ და უთხრა: "ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას.

საქმეები 18

9. უთხრა ღამით უფალმა ჩვენებაში პავლეს: "ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები.

10. ვინაიდან მე ვარ შენთან და თავს ვერავინ დაგესხმება, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში”.

1იოანე 3

19. ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და დავიმშვიდებთ გულს მის წინაშე.

20. რადგან თუ გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის.

21. საყვარელნო! თუ გული არ გვ­დებს მსჯავრს, გაბედულება გვაქვს უფალთან.

22. და რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და მოსაწონს ვიქმთ მის წინაშე.

23. ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გვამცნო.

24. მისი მცნებების შემნახველნი, მასში რჩებიან, ის კი მათში. ის რომ ჩვენში რჩება, იმ სულით ვიცით, რომელიც მან მოგვცა.

2ტიმოთე 4

17. მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.