2.2.30. Гнeв Божий

Лев.10,2 Чис.11,[1],, 16,35 Втор.31,17,, 32,19.22.23.26.27.36.41.42,, 4цар.1,12 Иов.1,16 Пс.77,21,, 105,18 Сир.16,17 Ис.30,33,, 33,14 Наум.1,6,, 1Кор.10,10 Евр.12,29

** Народ стал роптать

вслух Господа; и Господь услышал, и

воспламенился гнев Его, и возгорелся у них огонь Господень, и

начал истреблять край стана. (Чис. 11, 1).

И возгорится гнев Мой на него в тот день,

и Я оставлю их и

сокрою лице Мое от них, и он истреблен

будет, и постигнут его

многие бедствия и

скорби, и скажет он в

тот день: "не потому ли

постигли меня сии

бедствия, что нет Бога

моего среди меня?" (Втор. 31,17).

Господь увидел, и в

негодовании пренебрег

сынов Своих и дочерей Своих,

их.

Ибо огонь

возгорелся во гневе Моем, жжет до ада

преисподнего, и

поядает землю и произведения ее, и попаляет основания

гор.

Соберу на них

бедствия и истощу на

них стрелы Мои:

Я сказал бы: рассею

их и изглажу из среды

людей память о них;

но отложил это

ради озлобления

врагов, чтобы враги его

не возомнили и не

сказали: наша рука

высока, и не Господь

сделал все сие.

Но Господь будет

судить народ Свой и

над рабами Своими

умилосердится, когда

Он увидит, что рука их

ослабела, и не стало ни

заключенных, ни

оставшихся вне.

(Втор. 32, 19. 22. 23.26.27.36).

2.2.30. ღვთის რისხვა

დახასიათებულია:

- შთანმთქმელი ლევ.10,2 რიცხ.16,35 რჯ.32,19-23.26.27.36.41.42

- ზოგჯერ მალე არ სრულდება 4მფ.23,26

- ცეცხლოვანი იობ.1,16 ფს.77,49; 105,18 ეს.30,33 ებრ.12,29

- წამიერი ფს.29,5

- შიშის მომგვრელი ფს.75,7 ზირ.16,19 ეს.33,14 ნაუმ.1,6

- მოზომილი ფს.77,38

- დამლევი ფს.89,7

- ძლიერი ფს.89,11

- არა მუდმივი მიქ.7,18

- დიდი ზაქ.7,12

- წინასწარ განსაზღვრული რომ.9,22

.

გამოწვეულია ადამიანის:

- ცოდვით რიცხ.32,13.14 იესნ.22,20

- დაუმორჩილებლობით რჯ.31,17 იესნ.7,1; 1კორ.10,10

- კერპთაყვანისცემით მსაჯ.2,13.14 ფს.77,58

- უპატივცემლობის გამო 2მფ.6,7

- ურწმუნოებით ფს.77,21

.

ღვთის რისხვა იწვნიეს:

- ისრაელიანებმა რიცხ.11,[1] რჯ.9,8

- მირიამმა და აარონმა რიცხ.12,9-11

- ბალაამმა რიცხ.22,22

- მოსემ რჯ.4,21

- აარონმა რჯ.9,20

- უკეთურმა ქალაქებმა რჯ.29,23

- ქვეყანამ რჯ.29,24

- მეფემ 2ნეშ.25,15.16

.

ღვთის რისხვის გამოხმობა 4მფ.1,12

.

ხსნა მისგან:

- შუამდგომლობა რიცხ.11,1.2 რჯ.9,20

- მიზეზების მოწესრიგება რიცხ.25,3.4

- მორჩილება რჯ.13,17

- ბრალეულთა დასჯა იესნ.7,12.13

- გამოსყიდვა ეს.63,3-6

.

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 10

2. გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი; დაიხოცნენ უფლის წინაშე.

რიცხვნი 11

1. როცა დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინვა უფლის გასაგონად, მოესმა უფალს და აინთო რისხვით. აღიგზნო მათში უფლის ცეცხლი და შთანთქა ბანაკის განაპირი.

2. შეღაღადა ხალხმა მოსეს; ლოცვით შეევედრა მოსე უფალს და დაცხრა ცეცხლი.

რიცხვნი 12

9. აღინთო უფლის რისხვა მათზე და განშორდა უფალი.

10. აშორდა ღრუბელი კარავს და აჰა, თოვლივით დაფარა კეთრმა მირიამი. შეხედა აჰარონმა მირიამს და, აჰა, კეთროვანია იგი.

11. უთხრა აჰარონმა მოსეს: "გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი, რამეთუ შევცოდეთ ჩვენი უგუნურებით.

რიცხვნი 16

35 და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შთანთქა ეს ორას ორმოცდაათი კაცი, რომელთაც მიიტანეს საკმეველი.

რიცხვნი 22

22. აღინთო ღმერთის რისხვა, მისი წასვლის გამო და დადგა უფლის ანგელოზი მის დასაბრკოლებლად. ამხედრებული იყო იგი თავის ვირზე და ორი მსახური ახლდა თან.

რიცხვნი 25

3. მიეწება ისრაელი ბაყალ-ფეღორს და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე.

4. უთხრა უფალმა მოსეს: "მოიყვანე ხალხის ყოველი მთავარი, ჩამოკიდე ისინი უფლის წინაშე მზისით და უკან მიიქცევა უფლის რისხვის მძვინვარება ისრაელისგან”.

რიცხვნი 32

13. აღინთო უფლის რისხვა ისრაელზე და ახეტიალა უდაბნოში ორმოც წელს, ვიდრე არ შთაინთქა მთელი თაობა, რომელიც ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში.

14. და აჰა, ახლა თქვენ აღმდგარხართ თქვენი მამების მაგიერ, ცოდვილ კაცთა ნაშიერნო, რათა კვლავ გააძლიეროთ უფლის მრისხანება ისრაელის მიმართ.

მეორე რჯული 4

21. გამირისხდა უფალი თქვენი სიტყვების გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ ბარაქიან ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდრებლად.

მეორე რჯული 9

8. ხორებშიც განარისხეთ უფალი და განადგურება დაგიპირათ თქვენზე გამწყრალმა.

20. ძლიერ განრისხდა აჰარონზე უფალი, განადგურებას უპირებდა; აჰარონისთვისაც ვილოცე მაშინ.

მეორე რჯული 13

17. დარისხებულიდან არაფერს მიეკაროს შენი ხელი, რათა განელდეს უფლის მძვინვარე რისხვა და გიჩვენოს წყალობა, შეგიწყალოს და გაგამრავლოს, როგორც დაუფიცა შენს მამებს;

მეორე რჯული 29

23. გოგირდი და მარილი; გადამწვარია მთელი ქვეყანა, არ ითესება და არც არაფერი იზრდება, დაიქცა როგორც სოდომი და გომორა, ადმა და ცებოიმი, ქალაქები, რომლებიც თავისი რისხვითა და წყრომით დააქცია უფალმა.

24. იტყვის ყველა ხალხი: რისთვის მოექცა უფალი ასე ამ ქვეყანას? რის გამო იყო ეს დიდი რისხვა?

მეორე რჯული 31

17. აღიგზნება ჩემი რისხვა მასზე იმ დღეს, მივატოვებ მათ და დავუმალავ ჩემს სახეს; ჩასანთქმელი გახდებიან და ბევრი უბედურება და გაჭირვება შეემთხვევათ. იტყვის იმ დღეს: ხომ იმიტომ შემემთხვა ეს უბედურებები, რომ ღმერთი არ არის ჩვენში!

მეორე რჯული 32

19. დაინახა უფალმა და უარყო ბრაზისგან თავისი ვაჟები და ასულები.

20. თქვა: დავუმალავ ჩემს სახეს, ვნახავ, რა ბოლო ექნებათ, რადგან გადაგვარდა ეს მოდგმა, არ შერჩათ სიმტკიცე შვილებს.

21. გამაჯავრეს არაღმერთით, გამაღიზიანეს თავიანთი ამაოებით; მეც გავაჯავრებ მათ არაერით, უგვანი ხალხით გავაღიზიანებ.

22. რადგან დაინთო ცეცხლი ჩემი რისხვით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ჭამს მიწას და მის ნაყოფს, ბუგავს მთათა საძირკვლებს.

23. ზედიზედ დავატეხ უბედურებებს, მათზე დავხარჯავ ჩემს ისრებს.

26. ვიფიქრე: გავფანტავ მათ, წავშლი-მეთქი მათ სახსენებელს კაცთა მოდგმიდან,

27. რომ არ ვუფრთხოდე მტრების გაკადნიერებას - თავს არ წავიდნენ მისი მოწინააღმდეგენი, არ თქვან, მაღალია ჩვენი ხელი, უფალს არ გაუკეთებია ეს ყველაფერი.

36. როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი.

41. თუ გავლესე ჩემი ელვარე მახვილი და ხელი მივყავი განკითხვას, შურს მივაგებ ჩემს მტრებს და ვუზღავ ჩემს მოძულეებს.

42. სისხლით დავათრობ ჩემს ისრებს, გაძღება ხორცით ჩემი მახვილი, დახოცილთა და ტყვეთა სისხლით, მტრის ქოჩორა თავებით.

იესო ნავეს ძე 7

1. მაგრამ ორგულად მოიქცნენ ისრაელის ძენი დარისხებულის მიმართ; და აიღო დარისხებულისგან ყაქანმა, ქარმის ძემ, ზაბდის ძემ, ზერახის შთამომავალმა იუდას ტომიდან; და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეებზე.

12. ამიტომ ვერ შეძლეს ისრაელის ძეებმა მტრებთან გამკლავება და ზურგი აქციეს მათ, რადგან თვითონ შეიქნენ დარისხებულნი; აღარ ვიქნები თქვენთან თუ არ ამოშანთავთ დარისხებულს თქვენი წიაღიდან.

13. ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი განიწმიდენით-თქო ხვალისთვის, რადგან ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: დარისხებულია შენს შორის, ისრაელ; ვერ შეძლებ მტერთან გამკლავებას, ვიდრე არ მოიშორებ დარისხებულს წიაღიდან.

იესო ნავეს ძე 22

20. განა ისრაელის მთელს თემს არ დაატეხა რისხვა ყაქან ზერახის ძემ, დარისხებულის დანაშაულის გამო?! და მარტო ის არ მომკვდარა თავისი დანაშაულისთვის”.

მსაჯულნი 2

13. მიატოვეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და ყაშთაროთებს.

14. აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე, ხელში ჩაუგდო მძარცველებს და მათაც ძარცვეს იგი; ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ.

2მეფეთა 6

7. აღინთო უფლის რისხვა ყუზაზე და დასცა იგი ღმერთმა მისი უპატივცემლობის გამო და მოკვდა იქ, ღვთის კიდობანთან.

4მეფეთა 1

12. მიუგო ელიამ და უთხრა: თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ. ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა იგი მის ორმოცდაათი კაცითურთ.

4მეფეთა 23

26. მაგრამ არ შებრუნებულა უფალი მძვინვარე რისხვისგან, რითაც მრისხანებდა იგი იუდაზე იმ სიბრაზის გამო, რომლითაც გააბრაზა მანაშემ.

2ნეშტთა 25

15. აინთო უფლის რისხვა ამაციას წინააღმდეგ და წინასწარმეტყველი გაუგზავნა, რომელმაც უთხრა: „რად მოძებნე მაგ ხალხის ღმერთები, რომლებმაც ვერ იხსნეს თავიანთი ხალხი შენი ხელიდან?”

16. ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როდესაც მეფემ უთხრა: „მეფის მრჩევლად დაგაყენეთ? შეწყვიტე, რისთვის უნდა მოაკვლევინო თავი!” შეჩერდა წინასწარმეტყველი; მერე უთხრა: „ვიცი, შენი განადგურება გადაწყვიტა ღმერთმა, რადგან ეს გააკეთე და არ შეისმინე ჩემი რჩევა”.

იობი 1

16. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ციდან, გადაწვა ცხვარი და მსახური ბიჭები; შთანთქა ისინი. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

ფსალმუნი 29

5. რადგან წამიერია მისი რისხვა, მისი წყალობა კი - მთელი სიცოცხლე; ღამით გლოვა დაისადგურებს, განთიადისას კი - სიხარულის ყიჟინა.

ფსალმუნი 75

7. შიშის მომგვრელი ხარ! წინ ვინ დაგიდგება განრისხების ჟამს?

ფსალმუნი 77

21. ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და ისრაელზე აღზევდა რისხვა.

38. მაგრამ მან, გულმოწყალემ, შეუნდო ცოდვა და არ მოსპო ისინი, მრავალჯერ შეაბრუნა თავისი რისხვა და არ აღმდგარა მთელი თავისი გულისწყრომით.

49. დაუშვა მათზე თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როცა წარმოგზავნა სიავის ანგელოზნი.

58. განარისხებდნენ თავისი მაღლობებით და კერპებით აღვიძებდნენ მის შურს.

ფსალმუნი 89

7. რადგან დავილიეთ შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.

11. ვინ შეიცნო შენი რისხვის ძალა? შენი მრისხანება ისეთივე დიდია, როგორც შენდამი მოშიშება.

ფსალმუნი 105

18. და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.

ზირაქი 16

19. მთანიცა და საფუძველიც დედამიწისა ერთნაირად ირყევა ძრწოლით, როცა მათ მოხედავს.

ესაია 30

33. რადგან დიდიხნის მოწყობილია კოცონი, მეფისთვის გამზადდა, გაღრმავდა და გაფართოვდა. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა. უფლის სუნთქვა, როგორც გოგირდის ნიაღვარი, გააჩაღებს მას.

ესაია 33

14. შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, შიშისზარმა შეიპყრო უკეთურნი; რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილსო?

ესაია 63

3. მარტომ დავწურე მტევნები და არავინ იყო ჩემთან. ჩემს რისხვაში ვწურავდი მათ და ვსრესდი ჩემს გულისწყრომაში. მათი სისხლი შეეშხეფა ჩემს ტანსაცმელს და მთელი ჩემი სამოსელი დავსვარე.

4. რადგან შურისგების დღეა ჩემს გულში და ჩემი გამოსყიდვის წელი დადგა.

5. ვიყურებოდი და არავინ იყო შემწე; გავოცდი, რადგან არავინ იყო დასაყრდენი; ამიტომ ჩემმა მკლავმა მიხსნა და ჩემმა გულისწყრომამ გამამაგრა.

6. დავთრგუნე ხალხები ჩემი რისხვით, დავათვრე ჩემი გულისწყრომით და მიწაზე დავანთხიე მათი სისხლი.

მიქა 7

18. ვინ არის შენი მსგავსი ღმერთი, დანაშაულს რომ პატიობს და აღარ უხსენებს ცოდვას თავისი სამკვიდროს ნატამალს? სამუდამოდ არ მრისხანებს იგი, რადგან სიკეთის მოყვარულია.

ნაუმი 1

6. ვინ გაუძლებს მის წყრომას, ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან.

ზაქარია 7

12. გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.

რომაელთა 9

22. მაშ რა, თუ ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით იტანდა დასაღუპად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,

1კორინთელთა 10

10. ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ.

ებრაელთა 12

29. რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.