3.48.15. Уверенность в спасении

3.48.15. დარწმუნებულობა ხსნაში

ანუ ღვთის წინაშე გულის დარწმუნება მოქმედი სიყვარულით, მცნებების დაცვით, წმიდა სინდისით, გულდანდობით, შეუეჭვებლად, თამამად სახის აღმართვით, რომ ვართ მისი

 

იობ.22,25.26,, 27,6 ფს.100,2 იაკ.1,3.4,, 1ინ.2,28,, 3,[21],, 4,17 რომ.10,5-13,, 1კორ.4,4,, 2კორ.5,17 გალ.5,6,, 1ტიმ.2,8 ებრ.4,9-11.16,, 10,22

 

ბიბლიის მუხლები

 

იობი 22

25. ყოვლადძლიერი იყოს შენი ოქრო და ელვარე ვერცხლი შენთვის.

26. რადგან მაშინ ყოვლადძლიერში ჰპოვებ ნეტარებას და ღვთისკენ აღმართავ სახეს;

 

იობი 27

6. ჩემს სიმართლეზე ვდგავარ მტკიცედ და არ მოვეშვები; არ დავუგმივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება!

 

ფსალმუნი 100

2. ვიფიქრებ გზაზე უბიწოთა: როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლში.

 

იაკობი 1

3. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;

4. მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.

 

1იოანე 2

28. ასე რომ, შვილებო, დარჩით მასში, რათა მისი გამოცხადებისას თამამად ვიყოთ და არ შევრცხვეთ მის წინაშე, როდესაც მოვა.

 

1იოანე 3

21. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არა გვგმობს, პირნათელნი ვართ ღვთის წინაშე.

 

1იოანე 4

17. ამის წყალობით სიყვარულმა იმნაირ სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში (რათა გულდანდობილნი ვიყოთ განკითხვის დღეს), რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად.

 

რომაელთა 10

5. მოსე წერს რჯულის სიმართლეზე: „კაცი, რომელიც აღასრულებს რჯულს, მისი წყალობით ცხონდება“.

6. ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად.

7. ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.

8. მაგრამ რას ამბობნ? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ.

9. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.

10. ვინაიდან გულითა სწამთ სიმართლისათვის, ბაგით კი აღიარებენ ცხონებისათვის.

11. რადგანაც წერილი ამბობს: „არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე“.

12. ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი.

13. რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება.

 

1კორინთელთა 4

4. რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.

 

2კორინთელთა 5

17. ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.

 

გალატელთა 5

6. რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობასა აქვს რაიმე ძალა და არც წინადაუცვეთელობას, არამედ რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით.

 

1ტიმოთე 2

8. ამიტომ ჩემი სურვილია, ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ თავიანთ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე.

 

ებრაელთა 4

9. ამიტომ ღვთის ხალხს კვლავ რჩება შაბათობა. =2.14.23.

10. რადგან ვინც შევიდა მის სიმშვიდეში, ისევე დაისვენა თავის საქმეთაგან, როგორც ღმერთმა შესაქმის შემდეგ.

11. მაშ, ვესწრაფოთ ამ სიმშვიდეში შესვლას, რათა, მათი მაგალითისამებრ, ურჩობაში არვინ ჩავარდეს.

16. მაშ, თამამად მივეახლთთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.

 

ებრაელთა 10

22. მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,

 

__თემაზე წერდნენ__

***

ყოველსავე განანათლებს, რაოდენსა ძალ უც მიღებაი ნათლისა მისისაი... ხოლო რომელი რაი ვერ მიიღებს ნათელსა მისსა, ესე არა უძლურებისაი არს, არცა სიმცირისაი ნათელთმიმცემლობისა მისისაი, არამედ უმარჯობისაგან ნათელთმიმღებელთაისა, რომელთა ვერ განიმარტეს მიღებად ნათლისა.

__ პეტრე იბერიელი საღმრთოთა სახელთათვის __

 

***

უმეცრებაი განმწვალებელი არს შეცთომილთაი, ეგრეთვე საცნაურისა მის ნათლისა მოსლვაი შემკრებელი და შემაერთებელი და სრულმყოფელი არს განათლებულთაი.

__ პეტრე იბერიელი საღმრთოთა სახელთათვის __

 

***

რომ ვიცოდე ვარ-მეთქი კაცი ზეშთაგონებული, შინაგანი ცხოვრების მქონე, ჩემს გზაზე მტკიცედ, მშვიდად ვივლიდი, დარწმუნებული ვიქნებოდი, მიზანს უთუოდ მივაღწევ მეთქი. ერთი კაცი განსაზღვრულ დღეს ეკლესიაში დადიოდა და კითხულობდა "იქნებ ჩემმა გულმოდგინებამ შემაცდინა? იქნებ მცდარ გზას დავადექი, ცუდად დავიწყე? რა იქნება გავთავისუფლდე უცნობლობისგან, დავრწმუნდე, რომ ბოლოს და ბოლოს გავიმარჯვებ და წარმატებას მოვიპოვებო!" და აი, ერთხელ პასუხად მოესმა: "რას იზამდი, ეს რომ გჯეროდეს? ისე მოიქეც თითქოს გჯერა, რომ ასე იქნება და იცოდე, არ შერცხვები." წავიდა კაცი თავისი გზით, მაგრამ ამ გზაზე ეხლა უკვე რწმენა ახლდა, დაუბრუნდა თავის საქმეს, აღარც ეჭვობდა, არც ყოყმანობდა.

__ ვან გოგი __

 

***

ღმერთმა სვეტი სისწორისა თავის გულში ჩადგა:

არავინ არ დაღუპულა, ვინც სწორ გზაზე დადგა.

__ გოეთე __

 

***

ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო, როგორც ვხედავთ, არავინ არა ვართ საუკუნო ჯილდოს ღირსი და მხოლოდ მადლით თუ გადავრჩებით იმ რწმენის სანუფქვოდ, რომელიც ასევე მადლით გვეღირსა ჩვენ – უღირსთა და მიწის მტვერთა მოყვარული უფლის მიერ. მადლობა მას, რომ ამ რწმენაში ვდგავართ და ვართ მომლოდინენი ღვთის სასუფევლისა.

__ მ.ბ. __