2.2.81 Верность Бога

2.2.81 ღმერთის ერთგულება

დახასიათებულია როგორც:

- უსასრულო ფს.35,5

- დაფუძნებული ფს.88,2

- აკრავს გარს ფს.88,8

- გაუცრუებელი ფს.88,33

- საუკუნო (თაობიდან თაობამდე) ფს.118,90

- სრული ფს.118,138

- დიდი გოდ.3,23

- სარწმუნო 2თეს.3,3; 2ტიმ.2,13

.

ვლინდება:

- სიტყვის აღსრულებაში რიცხ.23,19; 3მფ.8,20

- აღთქმის დაცვაში რჯ.7,9 ებრ.10,23

- მისი ჩანაფიქრის განხორციელებაში ეს.25,1

- მსჯავრის აღსრულებაში იერ.51,29

- ცოდვების მოტევებაში 1იოან.1,9 ებრ.2,17

- მოწოდებაში 1კორ.1,9; 1თეს.5,24

- განსაცდელებში 1კორ.10,13

.

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 23

19. ღმერთი კაცი როდია, რომ იცრუოს, და არც ადამიანის შვილია, რომ გადათქვას. იტყვის და არ გააკეთებს? ილაპარაკებს და არ აღასრულებს?

მეორე რჯული 7

9. იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,

3მეფეთა 8

20. და აღასრულა უფალმა თავისი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა, მე ვდგავარ მამაჩემის, დავითის მაგიერ და ვზივარ ისრაელის ტახტზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს და ავაშენე სახლი უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.

ფსალმუნი 35

5. უფალო, ზეცამდეა შენი წყალობა, ცას სწვდება შენი ერთგულება.

ფსალმუნი 88

2. რადგანაც ვთქვი: უკუნისამდეა დაფუძნებული შენი წყალობა და ცებშია განმტკიცებული შენი ერთგულება.

8. უფალო, ცაბაოთ ღმერთო! ვინ არის შენებრ ძლევამოსილი უფალო? ძლიერი ხარ და ერთგულება გარტყავს გარშემო, უფალო!

33. მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ერთგულებას.

ფსალმუნი 118

90. თაობიდან თაობამდეა შენი ერთგულება; დააფუძნე ქვეყანა და დგას.

138. შენ დაადგინე შენი მცნებები სიმართლეში და სრულ ჭეშმარიტებაში.

138. (Библия Г. Менге)

В праведности Ты предписал свидетельства Твои и в непоколебимой верности.

ესაია 25

1. უფალო, ღმერთო ჩემო! აგამაღლებ და მადლობას ვუძღვნი შენს სახელს, რადგან საოცრებანი მოიმოქმედე სრული ერთგულებით. ეს იყო შენი ჩანაფიქრი ადრინდელი დროიდან!

იერემია 51

29. ზანზარებს და თრთის მიწა, რადგან სრულდება ბაბილონზე უფლის განზრახვა - უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა.

გოდება იერემიასი 3

23. განახლდება ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება.

1იოანე 1

9. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.

1კორინთელთა 1

9. ერთგულია ღმერთი, რომელმაც მოგიწოდათ მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან მოზიარეობისათვის.

1კორინთელთა 10

13. არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; ხოლო, ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეიძლოთ.

1თესალონიკელთა 5

24. ერთგულია, ვინც მოგიწოდათ, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას

2თესალონიკელთა 3

3. მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისგან.

2ტიმოთე 2

13. თუ ჩვენ არ ვერწმუნებით, ის მაინც სარწმუნოდ რჩება, ვინაიდან არ ძალუძს საკუთარი თავის უარყოფა.

ებრაელთა 2

17. ამიტომ ყველაფერში ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების მისატევებლად.

ებრაელთა 10

23. მტკიცედ მივყვეთ იმედის აღიარებას, ვინაიდან აღმთქმელი ერთგულია;