3.50.26 Гордость - чувство превосходства над другими

3.50.26 სიამაყე, ამპარტავნება, მედიდურება - სხვებზე აღმატებულობის გრძნობა

წარმომავლობა:

- ეშმაკისგან 1ტიმ.3,6

- საკუთარი წარმოდგენისგან დან.5,20-23

- გაფუჭებული გულიდან მარ.7,21.22

- ამ ქვეყნისაგან 1იოან.2,16

- თვითკმაყოფილებისგან ლუკ.18,11.12

- ქვეყნიური ხელისუფლებისგან ეზეკ.16,49.56

.

ვნება მისგან:

- სულს ასასტიკებს დან.5,20

- სულიერად ხრწნის ოს.7,10

- ნამდვილ პროგრესს უშლის ხელს იგავ.26,12

- ღმერთთან მისვლაში აბრკოლებს ფს.9,22-26

- მიჰყავს თავის მოტყუებასთან იერ.49,16

- აიძულებს ადამიანებს უარყონ ღვთის სიტყვა იერ.43,2

- ღუპავს იგავ.16,18

.

ახასიათებთ:

- უკეთურებს ფს.72,5-8

- ქვეყნიური ძალაუფლების მქონეებს აბაკ.2,4.5

- უკანასკნელ ჟამს მცხოვრებლებს 2ტიმ.3,1.2

.

იწოდნენ:

- მოაბელები იერ.48,29

- ბაბილონელები იერ.50,29-32

- ქალდეველები აბაკ.2,5

- ბოროტნი ფს.16,9.10

- ზნეწამხდარნი იგავ.21,24

.

ღმერთის დამოკიდებულება მათ მიმართ:

- რისხავს ფს.118,21

- შორიდან ხედავს ფს.137,6

- სთვლის სიბილწედ იგავ.6,16.17

- მუსრავს იაკ.4,6

.

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 9

22. ამპარტავნობით დევნის ბოროტი ღატაკს; შეპყრობილნი იქნებიან მზაკვრობით, რომელიც განიზრახეს.

23. რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.

24. ბოროტი თავისი ქედმაღლობით უგულებელყოფს, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.

25. გამარჯვებულია მისი გზა ყოველჟამს; მიუწვდომელია მისდამი შენი სამართალი, თავის მტრებს სულის შებერვით ამარცხებს.

26. თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“.

ფსალმუნი 16

9. ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად.

10. ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,

ფსალმუნი 72

5. ადამიანის სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებთან არ ტვირთმძიმობენ.

6. ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.

7. სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.

8. ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ.

ფსალმუნი 118

21. შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.

ფსალმუნი 137

6. რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს.

იგავნი 6

16. აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში:

17. ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,

იგავნი 16

18. დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა.

იგავნი 21

24. ამპარტავანი, მედიდური, ზნეწამხდარი მისი სახელია, ვინც მედიდური მძვინვარებით იქცევა.

იგავნი 26

12. თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.

იერემია 43

2. მაშინ უთხრეს ყაზარია ჰოშაყიას ძემ, იოხანან კარეახის ძემ და სხვა ამპარტავანმა ხალხმა იერემიას: ტყუილს ლაპარაკობ. არ დაუბარებია შენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს, ნუ წახვალთო ეგვიპტეში დასარჩენად.

იერემია 48

29. გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, მედიდურობა და დიდგულობა.

იერემია 49

16. შენმა კერპმა შეგაცდინა, შენმა გულზვიადობამ; კლდის ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღლა მათაზეა შენი სადგომი. არწივივით მაღლაც რომ მოიიწყო ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ, ამბობს უფალი.

იერემია 50

29. შეჰყარეთ მოისარნი ბაბილონის წინააღმდეგ, ყოველი მშვილდის მომზიდველი; გარს შემოადექით, არავინ გაგექცეთ; მიუზღეთ მისი საქმისაებრ; როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით; რადგან უფალს გაუმედიდურდა, ისრაელის წმიდას.

30. ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკები ქუჩებში და ყველა მისი მეომარი დადუმდება ამ დღეს, ამბობს უფალი.

31. აჰა, მოვდივარ შენზე, მედიდურო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი; რადგან დადგა შენი დღე, შენი განკითხვის ჟამი!

32. წაფორხილდება მედიდური და დაეცემა; არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს წავუკიდებ მის ქალაქებს და შეჭამს მის შემოგარენს.

ეზეკიელი 16

49. აი, რა იყო სოდომის, შენი დის, დანაშაული - სიამაყე, გაუმაძღრობა და არხეინობა მისი და მისი ასულებისა, ღარიბსა და მათხოვარს კი ხელს არ აშველებდნენ.

56. შენი სიამაყის დღეებში, შენი ბაგითაც კი არ მოიხსენიებოდა შენი და სოდომი,

დანიელი 5

20. მაგრამ, როდესაც მისი გული აღზევდა და სული ისე გაუკადნიერდა, რომ ამპარტავნულად იწყო მოქმედება, ჩამოგდებული იქნა სამეფო ტახტიდან და პატივაყრილი.

21. განიდევნა კაცთა ძეთაგან; გულით მხეცს დაემსგავსა და ველურ ვირებთან ცხოვრობდა; ხარივით ბალახს აჭმევდნენ და სხეული ციური ნამით უსველდებოდა, ვიდრე არ მიხვდა, რომ უზენაესი ღმერთი განაგებს ადამიანთა სამეფოს და ვისაც უნდა, იმას აყენებს მასზე.

22. შენ, მისმა ძემ, ბელშაცარმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი;

23. პირიქით, ზეციური უფლის წინააღმდეგ აღიმაღლე თავი, მისი სახლის ჭურჭელი მოატანინე შენ წინაშე, რომ შენ, შენს დიდებულებს, შენს ცოლებსა და შენს ხარჭებს ამ ჭურჭლით გესვათ ღვინო. თან ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ხისა და ქვის ღმერთებს ადიდებდით, რომლებიც ვერც ხედავენ, არც ესმით და ვერც აზროვნებენ; ხოლო ის ღმერთი, რომლის ხელშიც არის შენი სიცოცხლე და ყოველი შენი გზა-სავალი, არ განადიდე.

ოსია 7

10. თავისი ამპარტავნობა ამხილებს ისრაელს, მაგრამ არ უბრუნდებიან უფალს, თავიანთ ღმერთს; არა და არ ეძებენ მას.

აბაკუმი 2

4. აჰა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.

5. ამპარტავანი კაცი კი მატყუარა ღვინოსავითაა, არ მოისვენებს; ჯოჯოხეთივით აიბერება მისი სული და სიკვდილივით გაუმაძღარია: თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს.

მარკოზი 7

21. ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვა, სიძვა, ქურდობა, მკვლელობა, მრუშობა,

22. ანგარება, მზაკვრობა, ვერაგობა, გარყვნილება, თვალბოროტება, ცბიერება, გმობა, ამპარტავნება და უგუნურება.

ლუკა 18

11. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ - მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა.

12. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.

იაკობი 4

6. მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.

1იოანე 2

16. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.

1ტიმოთე 3

6. ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს.

2ტიმოთე 3

1. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი.

2. რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი,