2.3.54. Жезл правоты - Иисус Христос

Чис.24,17 Пс.44,7; 71,1.7; 98,4 Ис.9,6; 32,1 Иер.23,5.6 Зах.9,9; 1Тим.3,16 Евр.1,[8]

2.3.54. კვერთხი ღვთის სიმართლისა - იესო ქრისტე

რიცხ.24,17 ფს.44,7; 71,1.7; 98,4 ეს.9,7; 32,1 იერ.23,5.6; 1ტიმ.3,16 ებრ.1,[8]

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 24

17. ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას.

ფსალმუნი 44

7. ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.

ფსალმუნი 71

1. სოლომონის შესახებ. ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს.

7. მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.

ფსალმუნი 98

4. და სიძლიერეს მეფისას სამართალი უყვარს; შენ დაამკვიდრე სისწორე; სამართალი და სიმართლე შენ სრულჰყავი იაკობში.

ესაია 9

7. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.

ესაია 32

1. აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ.

იერემია 23

5. აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს; მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.

6. მის დროს თავს დაიხსნის იუდა და იმედიანად იცხოვრებს ისრაელი; ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე.

1ტიმოთე 3

16. უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის

და ამაღლდა დიდებით.

ებრაელთა 1

8. ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“.