3.27.9. Когда молчит небо

Плач.3,44

3.27.9. როდის დუმს ზეცა

მსაჯ.10,13.14 იგავ.1,28 ეს.1,15; 59,2 იერ.11,11; 14,12 გოდ.3,[44] ეზეკ.8,[18] მიქ.3,4 ზაქ.7,13 ლუკ.13,25

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 10

13. თქვენ კი დამივიწყეთ და ემსახურებოდით უცხო ღმერთებს, ამიტომაც აღარ გიხსნით.

14. წადით და შეჰღაღადეთ თქვენს მიერ არჩეულ ღმერთებს. მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში.

იგავნი 1

28. მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ, ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან,

ესაია 1

15. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!

ესაია 59

2. მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას,

იერემია 11

11. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, დავატეხ მათ გასაჭირს, რომელსაც თავს ვერ დააღწევენ; შემომღაღადებენ, მაგრამ არ მოვუსმენ.

იერემია 14

12. შეუდგებიან მარხვას, მაგრამ მე არ მოვისმენ მათ ვედრებას. მომიტანენ აღსავლენს და შესაწირავს, მაინც არ შევიტკბობ მათ, რადგან მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით ვაპირებ მათ ამოწყვეტას.

გოდება იერემიასი 3

44. ღრუბლით მოიბურე, რომ აირიდო ჩვენი ლოცვები

ეზეკიელი 8

18. მაშინ მეც რისხვით მოვიქცევი, არ ექნება შებრალება ჩემს თვალს და არ დავინდობ; თუნდაც მაღალი ხმით ჩამძახონ ყურში, არ მოვუსმენ მათ.

მიქა 3

4. მაშინ შეჰღაღადებენ უფალს, ის კი ხმას არ სცემს მათ; თავის სახეს უმალავს ამ დროს, როცა ბოროტებას სჩადიან.

ზაქარია 7

13. და როგორც ის უხმობდა და არ უსმენდნენ, ასევე არ ისმინა მათი, როცა უხმობდნენ მას, ამბობს ცაბაოთ უფალი.

ლუკა 13

25. ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი.

__თემაზე წერდნენ__

***

ასე მიღმა ხმობს ჩქამი ხმიერის, ასე შორით მჭვრეტ, ცაო მდუმარო,

რომ ხვაშიადი ცათამიერის მიწყივ ახშო და აიდუმალო...

გული მაინც გთხოვს, მაინც გსასოებს... გარნა უქმად რბის დღეთა რიგები.

__ მოშე იბნ ეზრა __

***

დილეგის მახლობლად შედგა [გ.სააკაძის თანამებრძოლი, იქ ჰყავთ თურქებს დატყვევებული ქართველები. მათ შორისაა მისი ვაჟიც. ყველას სიკვდილი ელის. დატყვევების დროს იგი მათთან არ იყო და მოვიდა, რათა მათთან ერთად მოკვდეს]... ცალ მუხლზე ჩაიჩოქა.

- ღმერთო! დიდება შენდა! რათა მეთქი? ვის რა დაუშავდება? - ერთი კი აღიმაღლა სიტყვა, მაგრამ უმალ პირჯვარი გადაიწერა და დადუმდა. დიდხანს მდუმარედ "ესაუბრა ღმერთს", მერმე სმენად გადაიქცა.

ადამიანი უსმენდა ზეცას, მაგრამ ახლაც სრული სიჩუმე სუფევდა.ზეცას თითქოს არაფერი ჰქონდა სათქმელი.

__ ლევან გოთუა __