3.40.57 Вставать рано утром

3.40.57 დილით ადრე ადგომა

სულიერი მიზნებისთვის:

- აბრაამი სოდომისა და გომორის სანახავად – დაბ. 19,27.28

- აბრაამი ისააკის მსხვერპლად შესაწირად – დაბ. 22,3

- იაკობი თაყვანს სცემს ღმერთს – დაბ. 28,18

- მოსე ხვდება ღმერთს სინაიზე – გამ. 34

- იობს მიაქვს მსხვერპლი – იობ. 1,5

- იესო ლოცულობს – მარკ. 1,35

- ხალხის მომზადება იესოს მოსასმენად – ლუკ. 21,38

- იესო ემზადება დასამოძღვრად – იოან. 8,2

.

სამხედრო მიზნებისთვის: იეს. 3,1; 6,12.13

.

პირადი მიზნებისთვის:

- გედეონი ამოწმებს მატყლს – მსაჯ. 6,36-38

- სამუელი შეხვდა საულს – 1მფ.15,12

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19

27. და ადგა აბრაამი დილაადრიანად და წავიდა იმ ადგილას, სადაც იდგა ის უფლის წინაშე.

28. და როცა გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ, დაინახა: კვამლი ასდის მიწას მთელს არემარეზე, მსგავსად ღუმელიდან ამოვარდნილი ბოლისა.

დაბადება 22

3. და ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა თავისი სახედარი, თან წაიყოლა თავისი ორი მსახური ბიჭი და ისააკი, თავისი ძე. და დააპო შეშა სრულადდასაწველისათვის, და გაეშურა იმ ადგილისაკენ, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა.

დაბადება 28

18. და ადგა იაკობი დილაადრიან და აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, და აღმართა იგი ძეგლად და ზეთი დაასხა ზედ.

გამოსვლა 34

4. და გამოთალა მოსემ ქვის ორი დაფა, იმ პირველთა მსგავსი. ადგა დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უფალმა უბრძანა. მას ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში.

იესო ნავეს ძე 3

1. და ადგა იესო დილაადრიან, და აიყარნენ შიტიმიდან და მივიდნენ იორდანესთან ის და ყველა ისრაელის ძე, და გაათიეს იქ, ვიდრე გაღმა გავიდოდნენ.

იესო ნავეს ძე 6

12. და ადგა იესო დილაადრიანად, და წაიღეს მღვდლებმა კიდობანი უფლისა.

13. და შვიდი მღვდელი, რომელთაც მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი ბუკი, უფლის კიდობნის წინ მიდიოდა, და მიმავალი ბუკსა სცემდა; შეჭურვილი მეომრები წინ მიუძღოდნენ მათ, ხოლო უკანანი უკან მიჰყვებოდნენ უფლის კიდობანს და გზადაგზა ბუკსა სცემდნენ.

მსაჯულნი 6

36. და უთხრა გედეონმა ღმერთს: „შენ მართლა აპირებ, ჩემი ხელით იხსნა ისრაელი, როგორც მპირდებოდი?

37. აჰა, საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იქნება, მთელი მიწა კი მშრალი, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც ამბობდი.“

38. და ასეც მოხდა: მეორე დღეს დილაადრიანად ადგა გედეონი, გამოწურა საწმისი და გამოადინა ნამი, წყლით სავსე ერთი თასი.

1მეფეთა 15

12. და ადგა დილაადრიანად სამუელი საულთან შესახვედრად. და ეუწყა სამუელს, რომ საული ქარმელში ყოფილა, იქ სვეტი აღუმართავს თავისთვის, და იქიდან გამობრუნებული გილგალში ჩასულა.

იობი 1

5. ნადიმის დღეები რომ დამთავრდებოდა, იობი წარგზავნიდა და განწმედდა მათ: ადგებოდა დილაადრიან და სრულადდასაწველს აღავლენდა მათი რიცხვის მიხედვით, რადგან ამბობდა იობი: „ეგებ შესცოდეს ჩემმა შვილებმა და დაგმეს ღმერთი თავინთ გულში.“ ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.

მარკოზი 1

35. განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამით, ადგა, გავიდა და წავიდა უდაბურ ადგილას, და იქ ლოცულობდა.

ლუკა 21

38. და მთელი ხალხი დილიდანვე მიდიოდა მასთან ტაძარში მის მოსასმენად.

იოანე 8

2. დილით ადრე კი კვლავ დაბრუნდა ტაძარში. და მთელი ხალხი მივიდა მასთან. და დაჯდა და ასწავლიდა მათ.