4.19.24 Уступит в пользу ближнего

4.19.24 დათმობა, დაზარალება მოყვასის სასარგებლოდ

დაბ.13,9; 31,39 მათ.39-41 ლუკ.6,29.30; 1კორ.6,7 ფლპ.2,3.4

ბიბლიის მუხლები

დაბადება 13

9. გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.

დაბადება 31

39. ნამხეცავი პირუტყვი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალობდი.

მათე 5

39. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.

40. და თუ ვინმეს სურს გიჩივლოს და წაგართვას შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამიც.

41. ანდა თუ ვინმე გაიძულებს ერთი მილის მანძილზე გამომყევიო, ორზე გაჰყევი მას.

ლუკა 6

29. ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც.

30. ყველას, ვინც კი გთხოვს, მიეცი, და ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ.

1კორინთელთა 6

7. ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის, ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ, ან იზარალოთ რამე?

ფილიპელთა 2

3. ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს.

4. მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს.

__თემაზე წერდნენ__

***

სჯობს ბოროტი ვიწვნიოთ და მისგან ვევნოთ, ვიდრე თავად ვიყოთ ბოროტების აღმოცენების მიზეზი. უმჯობესია მსხვერპლი ვიყოთ, ვიდრე ბოროტებას ვიქმოდეთ.

__ ნეტარი ავგუსტინე __

***

თუ მტრების შეძენა გსურთ, აჯობეთ თქვენს მეგობრებს, მაგრამ თუ მეგობრების ყოლა გირჩევნიათ, მაშინ მათ მიეცით ჯობნის საშუალება.

__ ლაროშფუკო __

***

[მტარვალი მოყვასისადმი] . . . იავნანა

როდის გითხარ, გულში შიში რომ აგიძრა, მძინავო.

არ მოვსულვარ, რომ ბალიში შევძრა, გინანინავო,

არ მოვსულვარ, გულში დანა დაგცე სამაგიერო,

იავნანა, იავნანა, იავნანა, ცბიერო.

არ მოვსულვარ, რომ დამლევი მაისების გეგონოს,

მინდა აგცდეს საწამლავი, გველი არ დაგეკონოს.

არ მოვსულვარ, რომ შხამებით ვავსო შენი ჭიები,

ოდეს მკვლელი შეღამებით ალვად გადიზნიქები.

__ გალაქტიონი __

***

ო, მებრალება მე ჩემი მტრები, არ ვიცი მტრობა.

__ გალაქტიონი __

***

ჩემი ნებით ვყრი შუბსა და შიმშერს. ძალიან მიჭირს . . .

მაგრამ ჯანდაბას, აჰა, მეორე ლოყასაც გიშვერ.

ჩვეულებრივი და უბრალო ვარ, მაგრამ ხალისიც არა მაქვს დავის

და რომ ვიხსენებ შენს სულმდაბლობას,

მართლაც ზეკაცი მგონია თავი.

__ შოთა ნიშნიანიძე __