3.33.5. О испольнении Духом Святым

Чис.23,19 Ин.4,24; 7,38; 14,16; Деян.2,4; 10,44-46; 19,1-6; Рим.10,17; 1Кор.4,10; 14,14

.

Некоторые считают

иные языки высшим

духовным благом и

особым переживанием,

которому нет равных в

вашем приближении к

Иисусу . Джон Шеррил

делится

свидетельством

Роберта В . Морриса:

"Для меня дар языков...

обернулся даром хвалы.

Говоря неизвестным,

данным мне от Бога,

языком, я ощущал в

себе такой наплыв

чистейшей любви ,

благословения и

восторга , какого я не

мог

достигнуть через

обычную молитву".

С этим рассуждением

согласятся многие

верующие , которые

говорят на иных языках.

3.33.5. სული წმიდით აღვსების შესახებ

რიცხ.24,2 ინ.7,38.39; საქ.2,4; 10,44-47; 19,1-6; 1კორ.14,18

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 24

2. გაიხედა ბალაამმა და დაინახა ისრაელი შტოებად დაწყობილი და ღვთის სული გადმოვიდა მასზე.

იოანე 7

38. ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარენი.

39. ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო.

საქმენი მოციქულთა 2

4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

საქმენი მოციქულთა 10

44 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.

45 მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,

46 რადგან ესმოდათ, რომ ლაპარაკობდნენ ენებზე და ადიდებდნენ ღმერთს. მაშინ მიუგო პეტრემ:

47 “ვის შეუძლია წყლით ნათლისღება დაუკავოს იმათ, ვინც ჩვენსავით მიიღეს სულიწმიდა?”

საქმენი მოციქულთა 19

1. მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა.

2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა.

3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო.

4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.

5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.

6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.

1კორინთელთა 14

18. ვმადლობ ღმერთს ჩემსას, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.

__თემაზე წერდნენ__

__ორი შესაძლო დაბრკოლება სულიწმიდით ნათლობისას (ენებით მეტყველებისას)__

პირველი არის ურწმუნოება, როდესაც მოვლენ ეჭვები, შეეცადეთ გააძევოთ ისინი თქვენგან. როგორ უნდა დავილაპარაკო გაუგებარ ენებზე? არ მინდა სასაცილო აღმოვჩნდე, ამისი მეშინია. ბუნებრივი რეაქცია ამდაგვარ შიშზე არის მდუმარება. საჭიროა რწმენაზე მყარად დგომა, რომელიც თავის მხრივ უნდა ეყრდნობოდეს წმინდა წერილს და გაბედულად ითხოვდეს უფლისგან აღთქმულს.

მეორეა პიროვნული ნება. ქრისტიანად მოქცევის შემდეგ უარს ვამბობთ სატანის გზებზე და ვირჩევთ ღმერთისკენ მიმავალ გზას, მაგრამ ამის შემდეგაც რჩება ერთი პრობლემა - ბევრს უჭირს უარის თქმა საკუთარ ნებაზე და მთლიანად ღმერთის ნებაზე დაყრდნობა. ჩვენი პირადი ნება დაკავშირებულია თვითგამოხატვის, საკუთარი ინდივიდუალობის დაფუძნებისკენ საერთო ადამიანურ სწრაფვასთან. ყველა ჩვენთაგანს ბავშვობიდანვე გვინერგავენ "მტკიცედ ვიდგეთ ჩვენსაზე", "ვიაროთ ჩვენი გზით", "არ დავემორჩილოთ სხვების ზეგავლენას". უნდა ითქვას, რომ ეს პირობები ამ ქვეყნიერებაზე სამოქმედოდ არამცთუ ცუდი არაა, არამედ აუცილებელიცაა. ხოლო ქრისტიანად მოქცევის შემდეგ სწორედ ეს "სიკეთე" იქცევა დაბრკოლებად. ღმერთს არ სურს, რომ მისგან დამოუკიდებელნი ვიყოთ. იგი, როგორც მოყვარული მამა ჩვენს სიკეთეზე ზრუნავს. იცის მორწმუნემ, რომ უნდა უარყოს საკუთარი ნება და მთლიანად ღმერთის ნებას დაემორჩილოს, მაგრამ ეძნელება. ჩვევები და აღზრდა ეუბნება - "თვითონ მართე შენი ცხოვრება". ამგვარი გაორება განსაკუთრებული სიმწვავით მაშინ იჩენს თავს, როცა საქმე ეხება უცხო ენებზე ლაპარაკს. ჩვენი "გამეცნიერებული" სამყაროს საზომებით ე.წ. გლოსოლალია არ არის მარტივი და ლოგიკურად დასაბუთებული მოვლენა. მაგრამ თუ დავაკვირდებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ღმერთმა ასე სპეციალურად მოაწყო.

მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებში გვეუბნება, რომ სიბრძნისას და სისულელის ღვთაებრივი და ადამიანური საზომები არ ემთხვევა ერთმანეთს. ღმერთისთვის არარაობაა ის, რაც ამ ქვეყნისთვის შეიძლება სიბრძნის მწვერვალი იყოს. ადამიანები კი დასცინიან იმათ, რომელთაც სწამთ უბრალო და შეულამაზებელი ღვთის სიტყვისა. ამიტომ ძალზე ბუნებრივად ჩანს ის გარემოება, რომ ადამიანის მთლიანად ღმერთის ნებაში ყოფნის ნიშნად უფალმა დაადგინა ისეთი უცნაური რამ, რაც დაცინვად განაწყობს ურწმუნოს, რადგან მას ვერ გაუგია, ვერ აუხსნია რა ხდება. განა ასე არ არის? აბა, დააკვირდით, მართლაცდა ადამიანური პოზიციიდან, რა უნდა იყოს იმაზე უცნაური და ალოგიკური, ვიდრე უცხო ენებზე ლაპარაკია? მაგრამ ღმერთმა ასე დააკანონა სწორედ იმის ნიშნად, რომ ჩვენ მზად ვართ მთლიანად მივუძღვნათ ჩვენი ცხოვრება მისი ნების აღსრულებას. თქვენ თუ ხართ მზად? შეგიძლიათ პავლე მოციქულის მსგავსად გახდეთ "უგუნური ქრისტეს გულისთვის" (იხ. 1კორ. 4,10)? მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ვინც უკვე გადალახა ეს სასაზღვრო ზოლი, მათთის ის, რაც წუთის წინ სიგიჟედ ეჩვენებოდა, ახლა "ცოცხალი წყლის" ჩუხჩუხია (იხ. იოან. 7,38), რომელიც ასე გამალებული მიისწრაფვის თავისუფლებისკენ, რათა განადიდოს ჩვენი მხსნელი.

__ ბერტ კლენდენენი __

***

სული წმიდით ნათლობის მისაღებად (ენებზე ასამეტყველებლად) უნდა ვიმოქმედოთ რწმენით, რათა მივიღოთ ღვთის ეს აღთქმა. სული წმიდის ნიჭი უკვე ბოძებულია. მოციქული პავლე ეფესოში (საქ. 19,1-6) კითხულობს "მიიღეთ სული წმიდა როცა ირწმუნეთ"? მას არ უკითხია "მოგცათ სული წმიდა ღმერთმა, როცა ირწმუნეთ?" ღმერთი არ აპირებს მოგცეთ სული წმიდა. მან უკვე მოგცათ. ახლა ჯერი თქვენზეა მიიღოთ.

შეიძლება ვინმემ მითხრას: "ასე ადვილი რომ იყოს, როგორც თქვენ ბრძანებთო!"

მაგრამ ნუთუ ძნელია მიიღოთ საჩუქარი? ვინმემ რომ მთხოვოს წიგნის გადაცემა, რომელიც მიკავია ხელში, მე გადავცემდი მას, ვაჩუქებდი. მაგრამ დავუშვათ, რომ მან დამიწყოს მუდარა და ტირილი: "მომეცი, ძმაო ხეიგინ, მომეცით რა!" რა თქმა უნდა იფიქრებდით, რომ ის რაღაც ვერაა თავის ჭკუაზე. გაიკვირვებდით, რატომ არ გაიწვდის ხელს და არ გამომართმევს. სულიერი კურთხევებიც ისეთივე რეალურია, როგორც მატერიალური. ღმერთი გვთავაზობს სული წმინდის საბოძვარს. ჩვენ არ გვჭირდება ხვეწნა და ტირილი მის მისაღებად. თუ შენ შობილი ხარ ზეცით, მიიღე ის ახლავე, დალოდება არაა საჭირო. რომაელთა მიმართ 10,17: "რწმენა სმენისგანაა, ხოლო სმენა ღმერთის სიტყვისგან". აქედან ჩანს, რიმ რწმენა არის ქცევა დაყრდნობილი წმინდა წერილზე. მაშ დაეყრდენით მას და მიიღეთ აღთქმული საბოძვარი ღმერთისგან.

__ კენეტ ხეიგინი __

***

მსახურებაზე, რომელსაც მე წარვმართავდი ტეხასში, კრებულის წინ გამოვიდა ერთი ქალი. მას სურდა, რომ მელოცა სული წმიდის მისაღებად. მე დავასხი ხელი და ვილოცე. მასზე გადმოვიდა სული წმიდა. მაგრამ მას ჰქონდა რეაქცია. მე კიდევ დავადე ხელი და ვილოცე, მაგრამ მან კიდევ არ მიაქცია ყურადღება. გადავშალე ჩემი ბიბლია საქმეების 2,4 და ვთხოვე წაეკითხა. მერე ვკითხე: " ვინ ლაპარაკობდა ენებზე ამ ტექსტში?" "სული წმიდა" - მიპასუხა მან. ვთხოვე წაეკითხა კიდევ ერთხელ. რამოდენიმე წაკითხვის შემდეგ მითხრა: "ისინი ლაპარაკობდნენ მე კი აქამდე მეგონა, რომ სული წმიდა ლაპარაკობდა." შემდეგ წავაკითხე საქ.10,44-46 და 19,6 და ვკითხე: "მე რომ დაგადეთ ხელი და ვილოცე, გადმოვიდა თუ არა თქვენზე სული წმინდა? იგრძენით ღვთიური ძალის ზემოქმედება?" - "კი" - მიპასუხა მან. 'სურდა რაღაც ეთქვა თქვენს ენას არა ინგლისურ ენაზე ხომ?" "კი ასეა, მაგრამ მე ვცილობდი შემეკავებინა ეს." "ნუ შეაკავებთ მას, თქვენ უნდა ითანამშრომლოთ".

ზოგიერთები სთვლიან, რომ უნდა შეეწინააღმდეგონ ამ სურვილს, ვიდრე სული წმიდა არ დასძლევთ. როცა სული წმიდა გაძლევთ თქვენ სიტყვას, უნდა იმოქმედოთ რწმენის მიხედვით, თანახმად წმიდა წერილისა.

__ კენეტ ხეიგინი __

***

მოციქული პავლე ამბობს 1კორ. 14,14: "როდესაც უცხო ენაზე ვლოცულობ, მართალია, ჩემი სული ლოცულობს, მაგრამ გონება უნაყოფოა". შენი სხეული არის ტაძარი, ანუ სახლი შენი საკუთარი სულის. როცა შენ იშობი ზეცით, შენს სულში სახლდება სული წმიდა. აქედან გამომდინარე, შენი სხეული იქცევა სული წმიდის ტაძრად.

სული წმიდით ნათლობა არის განცდა, რომელიც მოსდევს ზეციდან შობას. სული წმიდის მიღება არის სულიერი განცდა და არა გონებრივი ან ფიზიკური. შენ არ შეგიძლია ურთიერთობა გქონდეს ღმერთთან საკუთარი გონებით - რიცხ.23,19-ში ნათქვამია: "ღმერთი კაცი არ არის..." ეს ნიშნავს, რომ ღმერთი ფიზიკური არსება არაა, იგი სულია.

სიტყვა სული მრავალთა წარმოდგენაში არის ზეგავლენა, ანუ ატმოსფერო. მაგრამ ღმერთი არის სული არა ასეთი აზრით. იესომ თქვა: "ღმერთი სულია..." (იოან. 4,24). იგი ღვთაებრივი პიროვნებაა. ჩვენ არ შეგვიძლია მასთან ურთიერთობა გვქონდეს ჩვენი გონებით ან სხეულით. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს მასთან სულით, იმიტომ რომ იგი სულია.

სწორედ აქ აწყდებიან მრავალნი დაბრკოლებას სული წმიდის მიღების ჟამს. ისინი ცდილობენ მიიღონ იგი ფიზიკურად ან გონებრივად. მათ სურთ ჰქონდეთ ფიზიკური განცდა, მაგრამ ეს სულიერი განცდაა. ერთადერთ ფიზიკურ კომპონენტს წარმოადგენს ამეტყველება ენებზე. იგი გაძლევთ წარმოთქმას, მაგრამ ამეტყველება ხდება თქვენი სულიდან და თქვენ გამოთქვამთ სიტყვებს.

იესომ თქვა იოან. 14,16 "ვთხოვ მამას, და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს უკუნისამდე." ის მოდის, რათა შემოვიდეს და დამკვიდრდეს თქვენში და შენ უნდა ისწავლო მასზე რეაგირება. ის მოგცემს გამოსათქმელს. ბევრნი ვერ ხვდებიან ამას, იმიტომ რომ ეყრდნობიან თავიანთ ბუნებრივ შეგრძნებებს - მას, რასაც ხედავენ, ესმით ან გრძნობენ. ისინი ვერ იჯერებენ, რომ მათში არის სული წმიდა, ვიდრე არ ამეტყველდებიან ენებზე. თუმცაღა ჯერ თქვენ გწამთ და მხოლოდ შემდეგ იღებთ სული წმიდას, ხოლო შემდეგ ამეტყველდებით ენებზე მისი მიღების შედეგად.

"აღივსნენ ყველანი სული წმიდით, და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ" (საქ. 2,4). მიაქციეთ ყურადღება ნათქვამია, რომ ისინი აღივსნენ, ხოლო შემდეგ, როცა აღივსნენ, ალაპარაკდნენ. სწორედ აქ იბნევა ბევრი. მათ სურთ ჯერ ალაპარაკდნენ ენებზე, ხოლო შემდეგ ირწმუნონ, რომ ისინი აღივსნენ სული წმიდით. მაგრამ ჯერ საჭიროა, რომ ვირწმუნოთ და მივიღოთ რწმენით ყველა იმ კურთხევის მსგავსად, რომლებსაც ვიღებთ ღვთისგან. საჭირია რწმენით მოქმედება.

__ კენეტ ხეიგინი __