3.52.18 Аутодафе прошлых нами интересуюших книг

деян.19,19

3.52.18 აუტოდაფე, განადგურება რწმენის ხელის შემშლელი კერპების

- უცხო ღმერთების დაბ.35,2-4 გამ.32,20 რჯ.7,25.26 ეს.2,20; 30,22; 47,13-15

- რასაც შეუძლია ღმერთისგან მიდრეკა ლუკ.14,33

- ჯადოქრულ და გრძნეულ წიგნების საქ.19,[19]

ბიბლიის მუხლები

დაბადება 35

2 უთხრა იაკობმა თავის სახლეულს და ყველას, ვინც მასთან იყო: "მოიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც თქვენშია, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.

3 ავდგეთ და ავიდეთ ბეთელში, სამსხვერპლოს ავუგებ იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე”.

4 მისცეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, რომელიც კი ჰქონდათ, აგრეთვე საყურეები, და ჩაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.

გამოსვლა 32

20 აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა და ნაცარტუტად აქცია, მოაბნია წყლის ზედაპირზე და ისრაელიანებს ასვა.

მეორე რჯული 7

25 ცეცხლში დაწვი მათი ღმერთების ქანდაკებანი; ნუ ისურვებ ვერცხლსა და ოქროს ზედ რომ აქვთ, თან არ წამოიღო, რომ მახედ არ გექცეს, რადგან სისაძაგლეა ეს უფლის, შენი ღმერთისთვის.

26 ნუ შეიტან სისაძაგლეს შენს სახლში, რომ შენც მასავით დარისხებული არ გახდე. სიძულვილით შეიძულე და ზიზღით შეიზიზღე, რადგან დარისხებულია იგი.

ესაია 2

20 იმ დღეს ადამიანები თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრიან თავის ვერცხლისა და ოქროს კერპებს, თაყვანსაცემად რომ გაიკეთეს.

ესაია 30

22 სიბილწედ მიიჩნევთ ვერცხლით დაფარულ თქვენს ქანდაკებებს და ოქროთი მოჭედილ ჩამოსხმულ კერპებს, გაფანტავთ მათ როგორც სისაძაგლეს და იტყვით: მოგვცილდითო.

ესაია 47

13 დაქანცული ხარ მრავალი რჩევისგან; ახლა ადგნენ და გიხსნან ცისმზომელებმა და ვარსკვლავთმრიცხველებმა, ახალმთვარობისას რომ წინასწარმეტყველებენ და გეუბნებიან რა მოგივა.

14 აჰა, ბზესავით გახდნენ, ცეცხლმა დაწვა ისინი, ვერ გადაირჩინეს სული ალისგან; არ დარჩა ნაკვერჩხალი გასათბობად, ცეცხლი - მის წინ დასაჯდომად.

15 ასეთები გახდნენ შენთვის ისინი, ვისთვისაც იღწვოდი, ვისთანაც შენი სიყმაწვილიდან ვაჭრობდი; თითოეული თავის მხარეს წაჩანჩალდა, არავინაა შენი მხსნელი!

ლუკა 14

33 ასევე, ვერც ერთი თქვენგანი ვერ შეძლებს ჩემს მოწაფედ ყოფნას, თუ უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც გააჩნია.

საქმეები 19

19 ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოსნობას ეწეოდა, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა.