1.9.60 Моав и моавитяне

1.9.60 მოაბი და მოაბელები

მოაბი - ლოტის ძე დაბ.19,37

.

მოაბელთა ქვეყანა რჯ.1,5

.

მოაბელები:

- ლოტის შთამომავლები რჯ.2,9

- დაამარცხეს ამორეველებმა რიცხ.21,26

- ისრაელი ამარცხებს მათ უფლის დახმარებით რიცხ.22,3 მსაჯ.3,30; 2მფ.8,2; 1ნეშ.18,11; 2ნეშ.20,22.23

- ისრაელიანებს ჰქონდათ შერეული ქორწინებები მათთან რიცხ.25,1; 3მფ.11,1; 1ნეშ.8,8; 2ნეშ.24,26 ნეემ.13,23

- ვერ შევა მოაბელი უფლის კრებულში რჯ.23,3

- მოაბის ქვეყანაში დაუდო აღთქმა ღმერთმა ისრაელს რჯ.29,1

- მოაბის ქვეყანაში დაიმარხა მოსე რჯ.34,6

- მეფე ბალაკი იესნ.24,9 მიქ.6,5

- არ გაატარა ისრაელი მოაბის მეფემ თავის ქვეყანაზე მსაჯ.11,17

- მოაბელი იყო რუთი რუთ.1,4

- ისრაელის მტრები 1მფ.14,47; 4მფ.1,1; 13,20; 24,2 ფს.82,6 იერ.40,11; 48,47 ეზეკ.25,8 სოფ.2,8

- დავითი დევნილობისას ცხოვრობდა მოაბელებთან 1მფ.22,3

- ისრაელიანები მათ მსგავსად კერპთაყვანისმცემლობდნენ 3მფ.11,33; 4მფ.3,27; 23,13 ეზრ.9,1

- იყო ისრაელის სამეფოს შემადგენლობაშიც ფს.107,9

- უდაბნოს მცხოვრებნი იერ.9,26

- ღმერთი ცდილობს გააგებინოს, რომ ის არის უფალი ეზეკ.25,11

- წინასწარმეტყველება განადგურების შესახებ ეს.11,14; 15,8; 16,14; 25,10 იერ.48,1.40-46; 51,63 ეზეკ.25,9 დან.11,41 ამ.2,1.2 სოფ.2,9

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 19

37. ეყოლა უფროსს ძე და სახელად მოაბი დაარქვა. ის არის მოაბელთა მამა დღემდე.

რიცხვნი 21

26. რადგან ხეშბონი ამორელთა მეფის, სიხონის ქალაქი იყო; ებრძოდა იგი მოაბის წინა მეფეს და წაგლიჯა ხელიდან მთელი ქვეყანა არნონამდე.

რიცხვნი 22

3. და ფრიად შეუშინდნენ ამ ხალხს მოაბელნი, რადგან მრავალრიცხოვანი იყო იგი; დაფრთხა მოაბი ისრაელიანთა წინაშე.

რიცხვნი 25

1. დარჩა ისრაელი შიტიმში და დაიწყო ხალხმა მრუშობა მოაბელ ასულებთან;

მეორე რჯული 1

5. იორდანეს გამოღმა, მოაბელთა ქვეყანაში დაიწყო მოსემ ამ რჯულის განმარტება და თქვა:

მეორე რჯული 2

9. მითხრა უფალმა: "ნუ შეავიწროებ მოაბს და ომს ნუ წამოიწყებ მასთან, ვინაიდან არ მოგცემ სამკვიდრებელს მისი ქვეყნიდან, რადგან ლოტის ძეთ მივეცი ყარი სამკვიდროდ.

მეორე რჯული 23

3. ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში, თუნდაც მათი მეათე თაობა, უკუნისამდე ვერ შევა უფლის კრებულში,

მეორე რჯული 29

1. ესენია იმ აღთქმის სიტყვები, რომელიც ისრაელის ძეებთან დასადებად უბრძანა უფალმა მოსეს მოაბის ქვეყანაში, გარდა იმ აღთქმისა, რომელიც ხორებში დაუდო მათ.

მეორე რჯული 34

6. და დამარხა იგი უფალმა მოაბის ქვეყნის ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, მაგრამ დღემდე არავინ იცის მისი სამარხი.

იესო ნავეს ძე 24

9. ადგა ბალაკ ციფორის ძე, მოაბის მეფე, შეებრძოლა ისრაელს და მიავლინა ბილყამ ბეყორის ძის მოსახმობად, რათა დაეწყევლეთ.

მსაჯულნი 3

30. ასე დამორჩილდნენ იმ დღეს მოაბელნი ისრაელს და ოთხმოცი წლით დამშვიდდა ქვეყანა.

მსაჯულნი 11

17. მოციქულები გაგზავნა ისრაელმა ედომის მეფესთან და შეუთვალა: გთხოვ, შენს ქვეყანაზე გავლის უფლება მომეციო, მაგრამ არ ისმინა ედომის მეფემ; მოაბის მეფესთანაც მიგზავნა მოციქულები, მაგრამ არც მან ინება; და დამკვიდრდა ისრაელი კადეშში.

რუთი 1

4. შეირთეს მათ მოაბელი ცოლები - ერთს ყორფა ერქვა, მეორეს - რუთი და თითქმის ათი წელი ცხოვრობდნენ იქ.

1მეფეთა 14

47. განამტკიცა თავისი მეფობა საულმა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს: მოაბელებს, ყამონელებს, ედომელებს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.

1მეფეთა 22

3. წარადგინა ისინი მოაბის მეფის წინაშე და ცხოვრობდნენ მასთან, ვიდრე ამ თავშესაფარში იმყოფებოდა დავითი.

2მეფეთა 8

2. დაამარცხა მოაბელნი, მიწაზე დააწვინა ისინი და საბლით გაზომა; საბლის ორი ზომა დასახოცად გადაზომა, ერთი საბელი კი - ცოცხლად დასატოვებლად. მონებად და მოხარკეებად გაუხდნენ დავითს მოაბელნი.

3მეფეთა 11

1. ფარაონის ასულის გარდა, მრავალი უცხოტომელი ქალი უყვარდა მეფე სოლომონს: მოაბელნი, ყამონელნი, ედომელნი, ციდონელნი და ხეთელნი.

33. რადგან მიმატოვეს და თაყვანს სცემენ აშთორეთს, ციდონელთა ქალღმერთს, ქემოშს, მოაბის ღმერთს და მილქომს, ყამონის ძეთა ღმერთს; არ იარეს ჩემს გზებზე, რომ სიმართლე ექმნათ ჩემს თვალში, დაეცვათ ჩემი წესები და სამართალი, როგორც მამამისი, დავითი იცავდა.

4მეფეთა 1

1. აუმხედრდა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ.

4მეფეთა 3

27. მოჰკიდა ხელი თავის პირმშოს, მის ნაცვლად რომ უნდა გამეფებულიყო და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირა გალავანზე. ძლიერ შეაძრწუნა ამან ისრაელი;* მოსცილდნენ მოაბს და თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ.

4მეფეთა 13

20. მოკვდა ელისე და დამარხეს. მოაბის მოთარეშენი შემოესეოდნენ ხოლმე ქვეყანას ყოველი წლის გაზაფხულს.

4მეფეთა 23

13. შებილწა მეფე იოშიამ მაღლობები იერუსალიმის გასწვრივ, გახრწნილების მთის მარჯვნივ, სოლომონმა, ისრაელის მეფემ რომ აუშენა ყაშთორეთს - ციდონელთა სიბილწეს, ქამოშს - მოაბის სიბილწეს და მილქომს - ყამონის ძეთა სისაძაგლეს.

4მეფეთა 24

2. აგზავნიდა ხოლმე უფალი იუდას დასაღუპად ქალდეველთა, არამელთა, მოაბელთა და ყამონის ძეთა ურდოებს, იმ სიტყვისამებრ, რომელიც წინასწარმეტყველთა მეშვეობით ჰქონდა ნათქვამი.

1ნეშტთა 8

8. შვილები შეეძინა შაქარაიმს მოაბის ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც გაუშვა ხუშიმი და ბაყარა, თავისი ცოლები.

1ნეშტთა 18

11. ისინიც უფალს მიუძღვნა დავითმა იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, რომელიც სხვადასხვა ერებისაგან წამოიღო: ედომელთაგან, მოაბელთაგან, ყამონელთაგან, ფილისტიმელთაგან და ყამალეკელთაგან.

2ნეშტთა 20

22. როცა იწყეს ყიჟინა და ქება, უფალმა შფოთი დაუშვა ყამონისა და მოაბის ძეებისა და სეყირის მთის მკვიდრებზე, რომლებიც იუდას წინააღმდეგ იყვნენ გამოსულნი და გაანადგურა.

23. აღდგნენ ყამონისა და მოაბის ძენი სეყირის მკვიდრთა წინააღმდეგ მათ ასაოხრებლად და გასანადგურებლად; და როცა სეყირის მკვიდრთა განადგურება დაასრულეს, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად.

2ნეშტთა 24

26. ესენი ამბოხდნენ მის წინააღმდეგ: ზაბადი, ძე შიმყათისა, ყამონელი დიაცისა, და იოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა

ეზრა 9

1. ამ ყოველივეს დასასრულს, მომეახლნენ მთავარნი და მითხრეს: „ისრაელის ხალხი, მღვდლები და ლევიანნი არ გამოეყვნენ სხვა ქვეყნების - ქანაანის, ხეთის, ფერიზის, იებუსის, ყამონის, მოაბის, ეგვიპტისა და ამორის ხალხებსა და მათ სისაძაგლეებს,

ნეემია 13

23. ვნახე იმ დღეებში იუდეველნი, რომლებიც აშდოდელ, ყამონელ და მოაბელ ქალებს ირთავდნენ.

ფსალმუნი 82

6. ედომელთა ბანაკებმა და ისმაელიანებმა, მოაბმა და აგრელებმა;

ფსალმუნი 107

9. მოაბი ავზია ჩემი განსაბანელი, ედომს ფეხსამოსს გადავუგდებ, ფილისტიმს გამარჯვებით დავძახებ.

ესაია 11

14. დააცხრებიან ფილისტიმელთა კალთებს დასავლეთიდან, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთის ძეთ, დამძიმდება მათი ხელი ედომსა და მოაბზე, დაემორჩილებიან ყამონის ძენი.

ესაია 15

8. რადგან მოთქმამ მოიცვა მოაბის საზღვრები, ყეგლაიმამდე აღწევს მისი ქვითინი და ბეერ-ყელიმამდე - მისი გოდება.

ესაია 16

14. ახლა ასე ლაპარაკობს უფალი და ამბობს: "სამი წლის შემდეგ, ქირავნობის წლების მიხედვით, დამცირდება მოაბის დიდება და მისი ხალხის დიდი სიმრავლე; ფრიად მცირე და უძლური იქნება მისი ნატამალი”.

ესაია 25

10. რადგან ამ მთაზე დაივანებს უფლის ხელი და გაითელება მოაბი თავის ადგილზე, როგორც ჩალას თელავენ სანაგვეზე.

იერემია 9

26. ეგვიპტესა და იუდას, ედომსა და ყამონის ძეთ, მოაბსა და ყველა გვერდებზე თმაშეკრეჭილს, რომელნიც უდაბნოში ცხოვრობენ, რადგან ყველა ეს ხალხები წინადაუცვეთელნი არიან და ისრაელის მთელი სახლი კი გულითაა წინადაუცვეთელი”.

იერემია 40

11. გაიგეს სხვა იუდევლებმაც, მოაბში, ყამონიანებში, ედომში და სხვა ქვეყნებში რომ იყვნენ, რომ ბაბილონის მეფემ იუდეველთა ნაწილი დატოვა და გედალიაჰუ, შაფანის ძის ახიკამის ძე დაუდგინა მათ.

იერემია 48

1. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი მოაბზე: "ვაი ნებოს, რადგან განადგურდა, კირიათაიმი შერცხვენილი და დაპყრობილია, ციხე-სიმაგრე შერცხვენილი და დანგრეულია.

40. რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, არწივივით დააფრინდება მოაბს და ფრთებს გაშლის მასზე.

41. დაპყრობილ იქნა კერიოთი, ციხე-სიმაგრენი - აღებული; იმ დღეს მოაბელი ვაჟკაცების გული მშობიარე ქალის გულივით იქნება.

42. და აღმოიფხვრება მოაბის თესლი, რადგან უფალს გაუმედიდურდა იგი.

43. შიში, ორმო და მახე გელით, მოაბის მცხოვრებნო! ამბობს უფალი.

44. შიშისგან გაქცეული ორმოში ჩავარდება, ორმოდან ამოსული მახეში გაებმება, რადგან მოვაწევ მოაბზე მისი დასჯის წელიწადს! ამბობს უფალი.

45. ხეშბონის ჩრდილში გაჩერდნენ დაუძლურებული ლტოლვილები, რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან და ალი - სიხონის წიაღიდან; შუბლი შეუჭამა მოაბს და თხემი - შფოთის ძეებს.

46. ვაი შენ, მოაბო! დაიღუპა ქემოშის ხალხი, რადგან ტყვედ არიან წაყვანილნი შენი ძენი და დატყვევებულნი არიან შენი ასულნი.

47. მაგრამ დავაბრუნებ მოაბის ტყვეებს უკანასკნელ დღეებში! ამბობს უფალი. აქამდეა მოაბის განაჩენი”.

იერემია 51

63. ამ გრაგნილის კითხვას რომ დაასრულებ, დაგრაგნე, ქვა მოაბი და ეფრატში ჩააგდე.

ეზეკიელი 25

8. ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ მოაბი და სეყირი ამბობენ: აჰა, სხვა ერებივით გახდაო იუდას სახლი;

9. ამიტომ, აჰა, გვერდებს შემოვაცლი მოაბის ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნის მშვენებას ბეთ-იეშიმოთს, ბაყალ-მეყონს და კირიათაიმს.

11. სამართალს აღვუსრულებ მოაბს და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი.

დანიელი 11

41. შევა მშვენიერ ქვეყანაში და მრავალი მხარე დაეცემა; ხოლო ედომი, მოაბი და ყამონის ძეთა მთავარი ნაწილი გადაურჩება მის ხელს.

ამოსი 2

1. ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ მოაბს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - ედომის მეფის ძვლების კირად გამოწვის გამო.

2. დავუშვებ ცეცხლს მოაბზე, შთანთქავს სასახლეებს კერიოთში და მოკვდება მოაბი ჩოჩქოლში, საომარ ყიჟინასა და საყვირის ხმაზე.

მიქა 6

5. ჩემო ხალხო, გაიხსენე, რა განიზრახა ბალაკმა, მოაბის მეფემ და რას პასუხობდა მას ბილყამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა შეგეცნო უფლის სამართალი.

სოფონია 2

8. მესმოდა ლანძღვა მოაბისა და გინება ყამონის ძეთა, ჩემს ხალხს რომ შეურაცხყოფდნენ და ტრაბახობდნენ მათ საზღვრებთან.

9. ამიტომ, ცოცხალიმც ვარ! - ამბობს ცაბაოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა - სამარადისოდ სოდომს დაემსგავსება მოაბი და გომორას - ამონის ძენი. ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოსა და უკაცრიელ მიწას. ჩემი ხალხის ნატამალი გაძარცვავს მათ და დაეპატრონება მათ მიწას.