3.52.7. Господь исцеляет раны покаявшимся и богобоязливым

Иер.33,6 Мал.4,2(3,20 груз.) Лук.10,34; 16,20.21

- Непокорным неисцелены раны Ис.1,[5.6] Иер.8,22; 30,12 Иез.24,13 Наум.3,19 Отк.16,9-11

3.52.7. მონანიებულ ღვთისმოშიშებს უფალი უხორცებს ჭრილობებს

იერ.33,6 მალ.4,2 ლუკ.16,20-22

- დაუმორჩილებლებს შეუხორცებელი რჩებათ ჭრილობები ეს.1,[5.6] იერ.8,22; 30,12 ეზეკ.24,13 ნაუმ.3,19 გმცხ.16,9-11

ბიბლიის მუხლები

ესაია 1

5. სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.

6. ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი.

იერემია 8

22. ნუთუ აღარ არის ბალსამონი გალაადში? ნუთუ აღარ არის იქ მკურნალი? რატომ არ უხორცდება ჭრილობა ჩემს ასულს, ჩემს ერს?

იერემია 30

12. რადგან, ასე ამბობს უფალი, უკურნებელია შენი ჭრილობა, სამემკვიდრეოა შენი წყლული.

იერემია 33

6. აჰა, შევუხორცებ მას ჭრილობას და განვკურნავ, მოვარჩენ მათ და გამოვუჩენ მათ უზომო მშვიდობასა და სიმტკიცეს;

ეზეკიელი 24

13. გარყვნილებაა შენს უწმიდურებაში; რადგან გწმენდდი, მაგრამ არა ხარ გაწმედილი შენი უწმიდურობისგან აღარ განიწმიდები, ვიდრე არ დავიცხრობ შენზე რისხვას.

ნაუმი 3

19. არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გამუდმებული სიავე?

მალაქია 4

2. ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე; თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბოებივით.

ლუკა 16

20. იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული.

21. ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს.

22. მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.

გამოცხადება 16

9. დაიწვნენ კაცნი სიცხით და ჰგმეს სახელი ღვთისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მათ წყლულებზე, მაგრამ არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.

10. მეხუთემ თავისი თასი დასთხია მხეცის ტახტზე და დაბნელდა საუფლო მისი, და სიმწრისაგან იკვნეტდნენ თავიანთ ენებს.

11. და ჰგმობდნენ ცის ღმერთს თავიანთი სიმწრისა და წყლულების გამო, მაგრამ არ მოინანიეს თავიანთი საქმენი.