4.18.9 Говори мало, послушай больше

Порой мы говорим так

много слов...

А ведь часто бывает

так,что намного лучше

ничего не говорить или

сказать несколько

важных,значащих слов,и

они принесут пользу,чем

наговорить кучу

ненужностей,которые

абсолютно ничего не

стоят...

***

Знай!?

Примите совет, данный вам

природой:ваши уши

устроены так, что не могут

закрываться, а рот может!

Когда вспыхивает спор,

мудрый человек гасит его

с помощью молчания.

Иногда вам прихотится

молчать, чтобы быть

услышанным. Рыба

попадает на крючок, когда

открывает рот.

***

Говори медленно, думай быстро. /Роберт Браун/

***

Цицерон Марк Туллий

"Искренней дружбе

присуще давать советы и

выслушивать их"

4.18.9 ილაპარაკე ცოტა, მოისმინე მეტი

იგავ.10,19; 17,27; 18,13 ეკლ.3,7; 5,1-3 ზირაქ.5,11 იაკ.1,[19]

ბიბლიის მუხლები

იგავნი 10

19. ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია.

იგავნი 17

27. სიტყვაძვირი კაცი მცოდნეა; და თავშეკავებული - გაგების უნარის მქონე.

იგავნი 18

13. მოსმენამდე პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.

ეკლესიასტე 3

7. ჟამი ხევისა და ჟამი კერვისა; ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა;

ეკლესიასტე 5

1. დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როდესაც ღვთის სახლისაკენ მიემართები, უმჯობესია მოსასმენად მიეახლო, ვიდრე უგუნურთა მსხვერპლი შესწირო, რადგან არ იციან მათ, ბოროტს რომ სჩადიან.

2. ნუ იჩქარებ შენი ბაგით და შენი გული ნუ ისწრაფებს სიტყვის წარმოთქმას ღმერთის წინაშე, რამეთუ ღმერთი ცაშია, შენ კი დედამიწაზე ხარ _ ამიტომ მცირე იყოს ნათქვამი შენი.

3. როგორც სიზმარი მოჰყვება მრავალ საზრუნავს, ისე უგუნურის ხმა - მრავალსიტყვაობას.

ზირაქი 5

11. იყავი სწრაფი მოსასმენად და პასუხი სულგრძელობით გაეცი.

იაკობი 1

19. მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.

__თემაზე წერდნენ__

***

ვინცა ბევრს ღაღადებს: მარცხდება. ზომიერება ყოველივეს ძირი და ფუძე . . . სათნოება დუმილისა სიღრმეს მიელტვის.

__ ლაო-ძი __

***

ო, რა გვიანია სიტყვა ბრძნული და დაუნჯებული.

__ ლაო-ძი __

***

დადუმდი და დამორჩილდი ბუნებითობას.

დუმილი შეიქმს ქვეყნად თანხმობას.

__ ლაო-ძი __

***

ვინც ნაწრთობია მჭერმეტყველებაში: დუმს.

__ ლაო-ძი __

***

უდიდესი მჭერმეტყველი ენაბლუს ჰგავს . . .

სიმშვიდე შეიქმს თანხმიერებას.

__ ლაო-ძი __

***

ბრძენი დუმს. უმეცარი ქადაგებს.

__ ლაო-ძი __

***

ჭეშმარიტი სიტყვა არ არის ლამაზი

ლამაზი სიტყვა არ არის ჭეშმარიტი. ზნემაღალი კაცი არ დაობს. ვინც დაობს:

არ არის ზნემაღალი,

ბრძენი სიბრძნეს ფლობს და დუმს.

უმეცარი – უმეცრებას, და ქადაგებს.

__ ლაო-ძი __

***

ყოვლადბრძენი უმოქმედოა და იქმს, მდუმარია და გვმოძღვრავს.

__ ლაო-ძი __

***

სამყარო მშვიდია . . . სამყაროში მცირენი თუ ეუფლებიან სიბრძნეს - დუმილით. მოქმედებას – უმოქმედობით.

__ ლაო-ძი __

***

ვეება ხარი ჩლიქით მადგას თითქოს ენაზე

და ენა ჩემი ძნელი არის ასაყბედებლად.

__ თეოგნიდე __

***

აწ გლოცავ თქვენ ქრისტეს მიმართ სურვიელითა გულითა მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქვენნი და უფროისღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქვენისანი განჰმარტებით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყვათა ამათ ჩემთა, რამეთუ ქრისტესთვის არიან და სანატრელთა მისთა მოწამეთათვის. შეიწყნარეთ კარავსა გვამისა თქვენისასა და სავანე განუმზადეთ, რამეთუ უფალსა ჰნებავს დამკვიდრებად ასოთა შინა თქვენთა . . .

ამისათვის, საყვარელნო, ნუ გეწყინებინ სმენად სიტყვათა ამათ, რაითა არა ცუდად დავშვრეთ – მე სიტყვითა და თქვენ სმენითა რაითა ერთობით მოგვცეს ჩვენ უფალმან სასყიდელი შრომათა ჩვენთაი.

__ იოვანე საბანიძე __

***

ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს.

__ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი __

***

თავი შეიკრძალე, ჰოი, კაცო, და ხელმწიფებით იპყარ ენა შენი, რათა არამრავლად ისიტყვო და ამით ცოდვებიც არ განიმრავლო!

__ წმ. ანტონ დიდი __

***

ყბედი ვინ დაღალა და მუნჯმაო.

__ ქართული ხალხური __

***

თუ დამაცდი, მახარა ვარ, თუ არა და მასხარა.

__ ქართული ხალხური __

***

ორი ყური და ერთი პირი იმიტომ გვაქვს, ბევრი მოვისმინოთ და ცოტა ვილაპარაკოთ.

__ ქართული ხალხური __

***

ბევრის მოლაპარაკეს ცოტას მთქმელმა აჯობაო.

__ ქართული ხალხური __

***

კაცი ბრძენი დუმს ჟამამდე, სხვას უსმენს წადიერებით.

__ არჩილ მეფე __

***

ვინც სძლევს ენას და მუცელსა, დიდი ნიჭი აქვს მადლისა.

__ არჩილ მეფე __

***

ენა, უკლიტოდ მორბედი, ჭირია ულხინობელი.

__ ვახტანგ VI __

***

თუ გამოცდილება მეტად ხშირად გვასწავლის, რომ ადამიანი ისე ადვილად არაფერს ემონება, როგორც თავის ენას.

__ სპინოზა __

***

ყური ყველას მიაწვდინე, სიტყვა – იშვიათს.

__ შექსპირი __

***

ადამიანი ხელისა და ფეხის შეკვრას უფრო ადვილად ნებდება, ვიდრე ენის შეკვრას.

__ ბუასტი __

***

(განა უცნაური არ არის, რომ ჩვენი განსაზღვრით მხოლოდ ვაბუნდოვნებთ საკითხს და მაინც ასე გულდაჯერებით ვმსჯელობთ მასზე?) ჩვენ გვგონია, რომ ყველა ერთნაირად აღიქვავს საგნებს, მაგრამ მხოლოდ გვგონია, გულუბრყვილოდ გვგონია ასე, დამტკიცებით კი არ შეგვიძლია დავამტკიცოთ. მე ვიცი, რომ ერთსა და იმავე შემთხვევაში ერთსა და იმავე სიტყვებს ხმარობენ . . . სხვადასხვა წინამძღვრებიდან ხალხს ერთი და იგივე დასკვნა გამოაქვს ხოლმე.

__ ბლეზ პასკალი __

***

იშვიათად ვნანობთ თუ ცოტა ვილაპარაკეთ, ძალიან ხშირად – თუ ბევრი ვილაპარაკეთ. გაცვეთილი და გახუნებული ჭეშმარიტებაა, რაც ყველასთვის ცნობილია და რასაც არავინ მიჰყვება.

__ ლაბრუიერი __

***

რამდენადაც ნაკლებს ლაპარაკობს ადამიანი, იმდენად მეტს იგებს. ხალხი ფიქრობს, ჭკვიანიაო. და თუ მართლაც აკლია ჭკუა, იტყვიან, ძალიან ჭკვიანიაო.

__ ლაბრუიერი __

***

თუ გინდა ჭკვიანი იყო, ისწავლე გონივრული შეკითხვა, ყურადღებით მოსმენა, მშვიდი პასუხი და, ლაპარაკი შეწყვიტე მაშინ, როცა სათქმელი აღარაფერია.

__ ლაფატერი __

***

უსაფუძვლო მეტყველებას სჯობს დუმილი გონივრული,

ის მიზეზი ვერ გახდება საფრთხისა და დაცინვისა,

ვერც საბაბი ბრალდებისა, სინანულის და ფიცისა.

__ კასია __

***

დუმილი კარგია,უხიფათო და ლამაზია.. დუმილი ლამაზია, ხოლო მდუმარე ადამიანი მით უფრო ლამაზია, ვიდრე მოლაპარაკე.

__ დოსტოევსკი __

***

გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ დუმილი ნაწილია სულიერი წვრთნისა.

__ მაჰატმა განდი __

***

თუ სათქმელი არაფერი გაქვს, სიჩუმეს რატომ არღვევ, ის ხომ ასე მშვენიერი იყო. ხოლო თუ დუმილი არ გასვენებს, სხვამ რა დააშავა?

__ მირზა ბადიაური __