1.3.34. Дух тщеславия

Вт.8,14 Пс.9,24 Ис.16,6 Иез.28,6.7 Соф.1,12 Лук.12,19.20

1.3.34. ცუდმედიდობის, მზვაობრობის, მკვეხარობის, თავმომწონეობის სული კაცში

რჯ.8,14 ფს.9,24 ეს.16,6 ეზეკ.28,6.7 სოფ.1,12 ლუკ.12,19.20

 

მეორე რჯული 8

არ გაამაყდე და არ დაივიწყო უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან;

 

ფსალმუნი 9

24. ბოროტი თავისი ქედმაღლობით არ ეძიებს მას, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.

 

ესაია 16

6. ვისმინეთ ჩვენ მოაბის მზვაობრობა, მეტისმეტი ზვიადობა, მისი ამპარტავნება, მისი მზვაობრობა და მისი მძვინვარება. ამაოა მისი ტრაბახი.

 

ეზეკიელი 28

6. ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან შენი გული ღმერთის გულს გაუთანაბრე, ამიტომ აჰა, მე მოგისევ შენ უცხოებს, უსასტიკესთ ხალხთა შორის

7. და იშიშვლებენ თავიანთ მახვილებს შენი სიბრძნის მშვენებაზე და შებღალავენ თქვენს ბრწყინვალებას.

 

სოფონია 1

სწორედ მაშინ იქნება, რომ ლამპრით მოვათვალიერებ იერუსალიმს, და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო.

 

ლუკა 12

19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.’

20 მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: ‘უგუნურო, ამაღამ შენს სულს მოგთხოვენ და, რაც გაიმზადე, ვისი იქნება?’

 

__თემაზე წერდნენ__

***

ნუ მიბაძავ ფარისეველს, რომელიც ყველაფერს სხვების დასანახად აკეთებდა.

ნუ შეიმოსები სამოსით, რომელსაც მზვაობრობისაკენ მიჰყავხარ.

__წმ. ანტონი დიდი__

 

***

კაცთაგან დიდების ძიება დამადასტურებელია ურწმუნოებისა და ღმრთისაგან განშორებისა.

__წმ. ბასილი დიდი__

 

***

რისთვის განიხილავ შენს სათნოებებს და გამოჰფენ საჩვენებლად? ნუთუ არ იცი, რომ თკი საკუთარ თავს შეაქებ, ღმრთისაგან ვეღარ იქნები ქებული.

ყოველთვის გავექცეთ ცუდმზვაობრობას - ამ ნადირს. იგი სხვადასხვა გვარისა და სახისაა და თავის შხამს ყველაფერზე ანთხევს - საგანძურზეც, სიამოვნებაზეც და სხეულის სილამაზეზეც. მის გამო ჩვენ ყველგან ვარღვევთ აუცილებლობის საზღვრებს, უგულვებელვყოფთ ზომიერებას - სახლებშიც, ტანსაცმელშიც, სუფრაზეც, და ფუფუნება ბატონობს. დიდი ტკბობა გვსურს? გაეცი მოწყალება, და შეგაქებენ ანგელოზები, განგადიდებს ღმერთი.

დიდების მონა ვერ იქნება მონა ღმრთისა.

__წმ. იოანე ოქროპირი__

 

***

ცუდადმზვაობრობასა და ამპარტავნებას შორის იგივე განსხვავებაა, რაც ყრმასა და კაცს შორის... რადგან ცუდადმზვაობრობა - დასაწყისია, ხოლო ამპარტავნება - დასასრული.

ყოველი კაცი , რომელსაც თავის გამოჩენა უყვარს, ცუდადმზვაობარია. მისი მარხვა უსასყიდლოა, ლოცვა - უსარგებლო, რამეთუ ორივეს კაცთამიერ ქებისთვის აღასრულებს.

არის ერთი მატლი, რომელიც გაიზრდება, ფრთებს შეისხამს და მაღლა აფრინდება. ასევეა ცუდადმზვაობრობა - როდესაც სისრულეს მიაღწევს, შობს ამპარტავნებას,რომელიც ყოველი ბოროტების დასაბამი და სრულმყოფელია.

__წმ. იოანე სინელი__

 

***

ცეცხლის საზრდო – შეშაა, მრისხანებისა კი – ცუდმედიდო-ბა და ზესთამჩენობა, ანუ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე.

__წმ. ეფრემ ასური__

 

***

როდესაც ხედავ მავანს, მრავალი უპატიობის გამო დამწუხრებულს, შეიცანი, რომ იგი, ცუდმედიდობის გულისზრახვებით აღვსილი, სი-მწრით იმკის გულის თესლთა თავთავებს.

__წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)__

 

***

მართლაც, ისევე როგორც სათნოებებს ბუნებრივად შობს შეჭირვებ-ანი და შეურაცხებანი, ასევე ბოროტებებსაც – სიამენი და ცუდმედი-დობანი.

__წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)__

 

***

ყველა ბოროტების მიზეზია ცუდმედიდობა და სიამეთმოყვარეობა. ვინც ამათ არ მოიძაგებს, ვერ აღმოფხვრის ვნებას.

__წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)__

 

***

სახლის ნივთია ჭურჭელი და საჭმელი, გონების ნივთი კი ესაა ცუ-დმედიდობა და გემოთმოყვარეობა.

__წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)__

 

***

სიკვდილის ჟამს ცუდმედიდობა და თვითშეფასება, რომლებიც ჩაგვაგონებენ, რომ საკუთარი თავისა და საქმეების იმედად ვიყოთ.

__ნიკოდიმოს მთაწმიდელი__

 

***

გაექეცი ცუდმედიდობას - და მომავალ საუკუნეში ღმრთის დიდებასთან ზიარების ღირსი შეიქმნები.

__ღირსი აბბა ესაია__

 

***

ცუდადმზვაობრობის მკვლელი დაფარული მოღვაწეობაა, ხოლო ამპარტავნებას შეურაცხოფის არავისთვის მიყენება განდევნის.

ცუდადმზვაობრობის თვისებებია მაჩვენებლობა და ორგულობა, ხოლო ამპარტავნობისა - შეურაცხყოფა და მრისხანება.

__წმ. აბბა თალასე__

 

***

ყველაზე დაფარული სულიერი ვნება მზვაობრობაა, ეს ვნება ყველა სხვაზე მეტად ინიღბება ადამიანის გულის წინაშე და ანიჭებს მას სიამოვნებას, რომელსაც ხშირად სინდისის ნუგეშინისცემად, საღმრთო ნუგეშინისცემად აღიქვავენ.

__წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი__

 

***

მავანი იწყებს რაიმე საქმეს უფლის გულისთვის. ამ დროს კი ცუდმედიდობა ჩასჩურჩულებს: ,,მიდი, მიდი, კარგი საქმეა, თანაც შენზე იტყვიან, ამან გააკეთაო’’ – კაცი უცებ აენთება, საიდანღაც განსაკუთრებული ძალა ეძლევა, ვერც კი ამჩნევს, ისე ღებულობს ამ მაცდურ აზრებს და უკვე ღმერთის კი არა, საკუთარი თავის სადიდებლად შრომობს.

__ არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე__