1.8.93 Бог желаеть использовать тебя несмотря недостаток

Быт.17,17; 18,12; 27,19; 29,17 Исх.4,10 Иисн.6,17 Суд.6,15 Ион.1,3 Лук.10,40; 19,3 Ин.11,11 Деян.8,3; 16,1

1.8.93 რა ნაკლი უნდა გქონდეს, ღმერთს რომ არ სურდე

იონა - ღმერთს გაექცა იონ.1,3

მოსე - ენაბორძიკი იყო გამ.4,10

მართა - ამაოებით იყო სავსე ლუკ.10,40

იაკობი - მატყუარა იყო დაბ.27,19

ზაქე - ძალიან დაბალი იყო ლუკ.19,3

ტიმოთე - ძალიან ახალგაზრდა საქ.16,1

აბრაამი - ძალიან მოხუცი დაბ.17,17

რახაბი - მეძავი იესნ.6,17

ლეა - ლამაზი არ იყო დაბ.29,17

სარა - მცირედ მორწმუნე დაბ.18,12

პავლე - ფანატიკოსი საქ.8,3

გედეონი - მხდალი მსაჯ.6,15

ლაზარე - მკვდარი იოან.11,11

-

შენ ისევ ფიქრობ, რომ ღმერთს არ უნდიხარ როგორიც ხარ?

,,-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 17

17. პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა?

დაბადება 18

12. გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია.

დაბადება 27

19. უთხრა იაკობმა მამამისს: "მე ვარ, ესავი, შენი პირმშო; შეგისრულე თხოვნა, წამოჯექი და ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა”.

დაბადება 29

17. ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი მშვენიერი იყო ტანად და პირად.

გამოსვლა 4

10. უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.

იესო ნავეს ძე 6

17. უფლისათვის უნდა იქნას დარისხებული ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია; მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან ჩვენი მიგზავნილი მსტოვრები დამალა.

მსაჯულნი 6

15. უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ბატონო, მე როგორ უნდა ვიხსნა ისრაელი! ჩემი საგვარეულო ყველაზე მცირეა მენაშეში, მე კი მამაჩემის სახლში ყველაზე უმცროსი ვარ.

იონა 1

3. ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშისკენ მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ გადახვეწილიყო უფლის პირისგან.

ლუკა 10

40. მართა კი გულუხვად გამასპინძლებაზე ზრუნავდა. მივიდა და უთხრა: "უფალო, ნუთუ არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს”.

ლუკა 19

3. უნდოდა იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო, რადგან ტანდაბალი იყო.

იოანე 11

11. ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას.

საქმეები 8

3. სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.

საქმეები 16

1. ასე მიაღწია დერბეს და ლისტრას. და, აჰა, იყო იქ ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე ქალისა და ბერძენი მამის შვილი,

----------------------

სურათზე:

ნიკ ვუიჩიჩი - ცნობილი ქრისტიანი მქადაგებელი, დაბადებით აქვს ფიზიკური ნაკლი, არის უხელ-ფეხო, აქტიური პიროვნებაა, შეუძლია ცურვა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ბევრს მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნებში ახარებს ქრისტეს