1.1.103 Дамаск

Быт.14,15; 15,2; 2цар.8,5.6; 3цар.15,18; 4цар.5,12; 8,7; 16,9; 1Пар.18,6; 2Пар.28,23 Ис.8,4; 17,1 Иер.49,27 Иез.27,18 Ам.1,3; 3,12 Зах.9,1 Деян.9,2.3.8.10.19-22.27; 22,5.6.10.11; 26,12.20; 2Кор.11,32 Гал.1,17

.

Damascus (Eng)

Gen.14,15; 15,2; 2Sam.8,5.6; 3Kin.15,18; 4Kin.5,12; 8,7; 16,9; 1Chr.18,6; 2Chr.28,23 Isa.8,4; 17,1 Jer.49,27 Eze.27,18 Аm.1,3; 3,12 Zech.9,1 Act.9,2.3.8.10.19-22.27; 22,5.6.10.11; 26,12.20; 2Cor.11,32 Gal.1,17

1.1.103 დამასკო

სირიის მთავარი ქალაქი

.

ძველ აღთქმაში:

- ჩავიდა აბრაამი დაბ.14,15

- დამასკოელი იყო აბრაამის მსახური დაბ.15,2

- დაიპყრო დავითმა 2მფ.8,5.6; 1ნეშ.18,6

- რეზონი მეფობდა სოლომონის დროს 3მფ.11,23.24

- მეფობდა ბენ-ჰადადი 3მფ.15,18

- დამასკოს მდინარეები 4მფ.5,12

- ელისე წინასწარმეტყველებდა იქ 4მფ.8,7

- დაიპყრეს ასირიელებმა 4მფ.16,9

- დამასკოს კერპთაყვანისმცემლობა 2ნეშ.28,23

- ფუფუნება ეზეკ.27,18 ამ.3,12

- წინასწარმეტყველება მის შესახებ ეს.8,4; 17,1 იერ.49,27 ამ.1,3 ზაქ.9,1

.

ახალ აღთქმაში:

- სავლე მიდიოდა იქაური ქრისტიანების შესაპყრობად საქ.9,2; 22,5; 26,12

- დამასკოს გზაზე გამოეცხადა ქრისტე საქ.9,3; 22,6

- მიიყვანეს იქ დაბრმავებული საქ.9,8; 22,10.11

- დამასკოელი იყო ქრისტეს მოწაფე ანანია საქ.9,10

- პავლე იქ ქადაგებდა პირველად საქ.9,19-22.27; 26,20

- გაიქცა იქიდან 2კორ.11,32

- ისევ ჩავიდა გალ.1,17

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14

15. გაიყვნენ ღამე აბრამი და მისი კაცნი, დაამარცხეს ისინი და ხობამდე სდიეს, რომელიც დამასკოს მარცხნივაა.

დაბადება 15

2. უთხრა აბრამმა: "უფალო ღმერთო! რა უნდა მომცე? უშვილოდ გადავდივარ და დამასკოელი ელიეზერია ჩემი სახლის განმგებელი”.

2მეფეთა 8

5. მოვიდნენ დამასკოელი არამელები ცობას მეფის, ჰადადყეზერის დასახმარებლად და გაჟლიტა დავითმა არამელთა ოცდაორი ათასი კაცი.

6. მეთვალყურეთა რაზმი დაუნიშნა დავითმა დამასკოს არამს და მონებად და მსახურებად გაუხდნენ არამელნი დავითს. უფალი ამარჯვებინებდა დავითს ყველგან, სადაც კი მიდიოდა.

3მეფეთა 11

23. კიდევ აღუდგინა სოლომონს ღმერთმა მტერი, რეზონი, ელიადაყის ძე, რომელიც გაექცა ჰადად-ყეზერს, ცობის მეფეს, თავის ბატონს;

24. შემოიკრიბა კაცები და გახდა მძარცველთა მეთაური. მას შემდეგ, რაც მოსრა დავითმა ისინი ცობში, დამასკოსკენ წავიდნენ, დასახლდნენ და იქ ბატონობდნენ.

3მეფეთა 15

18. აიღო ასამ მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი სამეფო სახლის საგანძურებში იყო დარჩენილი და მისცა ხელში თავის მსახურებს. და გაგზავნა ისინი მეფე ასამ ბენ-ჰადადთან, ტაბრიმონის ძესთან, ხეზიონის ძესთან, არამელთა მეფესთან, დამასკოში რომ მკვიდრობდა. შეუთვალა:

4მეფეთა 5

12. განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი, ისრაელის მთელ წყლებს არ სჯობია? განა იქ ვერ დავიბან და გავსუფთავდები?” გატრიალდა და წავიდა გაჯავრებული.

4მეფეთა 8

7. მივიდა ელისე დამასკოს და ავად იყო ბენ-ჰადადი, არამელთა მეფე. შეატყობინეს: "ღვთისკაცი მოვიდაო”.

4მეფეთა 16

9. ისმინა მისი აშურის მეფემ, გავიდა დამასკოს წინააღმდეგ. დაიპყრო იგი და კირაში გადაასახლა მისი მცხოვრებნი, რეცინი კი მოკლა.

1ნეშტთა 18

6. დააყენა დავითმა მეფისნაცვალი არამელთა დამასკოში და გახდნენ არამელნი დავითის მსახურნი და მოხარკენი. ყველაფერში შეეწეოდა დავითს უფალი, სადაც არ უნდა წასულიყო.

2ნეშტთა 28

23. დამასკოს ღმერთებს სწირავდა მსხვერპლს, რომლებმაც დაღუპეს იგი და ამბობდა: „რადგან ასე შველიან არამის მეფეებს მათი ღმერთები, შევწირავ მათ, იქნებ შემეწიონ”. მაგრამ ისინი იყვნენ მისი და მთელი ისრაელის დამცემი.

ესაია 8

4. რადგან სანამ ყმაწვილი "მამის” და "დედის” დაძახებას შეძლებს, დამასკოს სიმდიდრესა და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ.

ესაია 17

1. დამასკოს განაჩენი: "აჰა, ქალაქი აღარ იქნება დამასკო, არამედ მხოლოდ ნანგრევთა გროვა.

იერემია 49

27. ცეცხლს წაუკიდებს დამასკოს გალავანს და შთანთქავს იგი ბენ-ჰადადის სასახლეებს.

ეზეკიელი 27

18. დამასკო იყო შენთან მოვაჭრე, შენი მრავალი ნაკეთობისა და ყოველგვარი სიმდიდრის სიუხვის გამო; ხელბონის ღვინისა და თეთრი მატყლის გამო.

ამოსი 1

3. ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ დამასკოს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გილყადს.

ამოსი 3

12. ასე ამბობს უფალი: როგორც მწყემსი გამოგლეჯს ლომს ხახიდან ორ წვივს ან ყურის ნაგლეჯს, ასე გამოვგლეჯ ისრაელის ძეებს, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომთ და დამასკოში - ტახტრევნებზე.

ზაქარია 9

1. განაჩენი: უფლის სიტყვა, ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მისი მოსვენების ადგილზე; რადგან კაცთა თვალები უფლისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით ისრაელის შტოთა თვალები.

საქმეები 9

2. ითხოვა მისგან წერილები დამასკოს სინაგოგებისადმი, რომ ვისაც ამ გზაზე მდგომს იპოვიდა, მამაკაცსა თუ დედაკაცს, შებოჭილი აეყვანა იერუსალიმში.

3. გზად მიმავალს, დამასკოსთან ახლოს, მოულოდნელად ნათელი მოეფინა ზეციდან.

8. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა; ხელი მოჰკიდეს და ისე შეიყვანეს დამასკოში.

10. იყო ერთი მოწაფე დამასკოში, სახელად ანანია. უფალმა ჩვენებაში უთხრა: "ანანია!” უპასუხა: "აქ ვარ, უფალო”.

19. საჭმელი ჭამა და მომაგრდა. რამდენიმე დღე დამასკოში, მოწაფეებთან გაატარა.

20. მაშინვე დაიწყო სინაგოგებში იესოს ქადაგება, რომ ის არის ძე ღვთისა.

21. ყველა მსმენელს უკვირდა და ამბობდა: "ეს ის კაცი არ არის, იერუსალიმში ამ სახელის მხმობელთ რომ სპობდა? განა აქაც იმისთვის არ მოვიდა, რომ შეიპყროს და მღვდელმთავრებთან წაიყვანოს ისინი?”

22. სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და აოგნებდა დამასკოში მცხოვრებ იუდევლებს და უმტკიცებდა, რომ იესო არის ქრისტე.

27. წაიყვანა იგი ბარნაბამ, მიჰგვარა მოციქულებს და უამბო მათ, როგორ გამოეცხადა გზაში უფალი, რა უთხრა მას და როგორ გაბედულად ლაპარაკობდა იგი დამასკოში იესოს სახელით.

საქმეები 22

5. ამაში მღვდელმთავარიც დამემოწმება და უხუცესთა საბჭოც; მათგან წერილებიც მივიღე დამასკოში მყოფი ძმებისთვის და წავედი, რომ იქაურებიც იერუსალიმში მომეყვანა დასასჯელად.

6. მაგრამ გზაზე მდგარი, დამასკოს რომ ვუახლოვდებოდი, შუადღისას, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა ჩემს ირგვლივ ზეციდან.

10. ვუთხარი: რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მითხრა: ადექი, შედი დამასკოში და იქ გეუწყება ყოველივე, რისი გაკეთებაც გაქვს დავალებული.

11. რაკი იმ ნათლის დიდებისგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემთანმყოფებმა ხელჩაკიდული მიმიყვანეს დამასკოში.

საქმეები 26

12. სწორედ ამისთვის მივდიოდი დამასკოში მღვდელმთავართა ძალაუფლებითა და დავალებით.

20. პირველად დამასკოსა და იერუსალიმის მკვიდრთ, მერე კი იუდეის მთელ ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი მონანიებას, ღვთისკენ მოქცევას, და მონანიების ღირსი საქმეების აღსრულებას.

2კორინთელთა 11

32. დამასკოში მეფე არეტას ოლქის განმგებელი დამასკელთა მთელ ქალაქს დარაჯობდა, რათა შევეპყარი.

გალატელთა 1

17. არც იერუსალიმში ავსულვარ ჩემს წინამორბედ მოციქულებთან, არამედ არაბეთში წავედი და კვლავ დავბრუნდი დამასკოში.