2.15.2. Память нечестивых исчезнет с земли

Иов.18,[17],, 27,23 Пс.9,6,, 108,15 Прит.10,7 Екк.8,10 Иер.17,13

.

**Память о нем исчезнет с земли, и имени его не будет на площади.(Иов.18,17). Всплеснут о нем руками и посвищут над ним с места его! (Иов. 27,23). ** и Он будет судить вселенную по правде, совершит суд над народами по правоте.(Пс.9,6). **Да будут они всегда в очах Господа, и да истребит Он память их на земле (Пс.108,15). ** Память праведника пребудет благословенна, а имя нечестивых омерзеет.(Прит.10,7). ** Видел я тогда, что хоронили нечестивых, и приходили и отходили от святого места, и они забываемы были в городе, где они так поступали. И это - суета!(Екк.8,10). **Ты, Господи, надежда Израилева; все, оставляющие Тебя, посрамятся. "Отступающие от Меня будут написаны на прахе, потому что оставили Господа, источник воды живой ". (Иер.17,13).

2.15.2. უკეთურთა სახსენებელი გაქრება

იობ.18,[17],, 27,20-23 ფს.9,6,, 108,13-15 იგ.2,22; 10,7 ეკლ.8,10 იერ.17,13

ბიბლიის მუხლები

იობი 18

17. მისი სახსენებელი გაქრება ქვეყნად და სახელი აღარ ექნება მოედანზე;

იობი 27

20. ნიაღვარივით დაატყდება საშინელებანი, ღამით მოიტაცებს მას ქარიშხალი.

21. წაიღებს აღმოსავლეთის ქარი და წავა, ადგილიდან ახვეტავს მას.

22. მოისვრის მას და არ შეიწყალებს; ამაოდ ეცდება, დაუსხლტეს მის ხელს.

23. ხელს ხელზე შემოჰკრავს მის გამო და სტვენას დაუწყებს მისი ადგილიდან.

ფსალმუნი 9

6. განრისხდი ერებზე, მოსპე ბოროტი, მათი სახელი ამოშალე უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნი 108

13. გახდეს მისი შთამომავალი მოსასრველი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.

14. გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება.

15. იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს.

იგავნი 2

22. ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან.

იგავნი 10

7. კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება.

ეკლესიასტე 8

10. კიდევაც ვნახე ბოროტეულნი დამარხულნი, ადრე რომ მოდიოდნენ წმიდა ადგილას და ბრუნდებოდნენ; დავიწყებულ იქმნენ იმ ქალაქში, სადაც ამგვარად იქცეოდნენ. ესეც ამაოებაა.

იერემია 17

13 ისრაელის სასოებავ, უფალო! ყველა შერცხვება, ვინც კი მიგატოვებს. შენგან განდგომილნი ქვიშაზე დაიწერებიან, რადგან მიატოვეს ცხოველმყოფელი წყაროსთვალი - უფალი.