1.1.66 Бесчисленные

Суд.4,7; 6,5; 1цар.13,5; 3цар.4,20 Иов.21,33 Пс.34,18; 39,13; 67,27; 103,25 Пес.6,8 Иер.33,22 Иез.38,8 Иоил.1,6; 2,11 Евр.11,12; 12,22

1.1.66 ურიცხვი, მრავალი, აურაცხელი, უთვალავი

- ჯარი მსაჯ.4,7

- შემოსეული მტერი მსაჯ.6,5; 1მფ.13,5 იოვ.1,6

- აბრაამის შთამომავლები 3მფ.4,20 ფს.67,27 ებრ.11,12

- ებრაელებთან ერთად ეგვიპტიდან გამოსული ხალხი 2ნეშ.12,3 ეზეკ.38,8

- საფლავში ჩასულები იობ.21,33

- ღვთის მადიდებელი ხალხი ფს.34,18 იერ.33,22 იოვ.2,11

- უბედურება ფს.39,13

- ცოცხალი არსებები ზღვაში ფს.103,25

- სასძლოს შეუდარებელი სილამაზე ყველა ქალზე და ქალწულზე ქებ.6,8

- ანგელოზები ებრ.12,22

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 4

7. ხოლო მე კიშონის ხევთან მოგიყვან სისარას, იაბინის მხედართმთავარს, თავისი ეტლებითა და ურიცხვი ჯარით და ხელში ჩაგაგდებინებ მას”.

მსაჯულნი 6

5. მოდიოდნენ ჯოგებიან-კარვებიანად, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა აღარ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს. შეესეოდნენ და აჩანაგებდნენ ისრაელის ქვეყანას.

1მეფეთა 13

5. ფილისტიმელნიც შეიკრიბნენ ისრაელთან საბრძოლველად: ოცდაათი ათასი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი და ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ფეხოსანი; ამოვიდნენ და მიქმაშში დაბანაკდნენ, ბეთავენის აღმოსავლეთით.

3მეფეთა 4

20. ზღვის ქვიშასავით ურიცხვი იყო იუდა და ისრაელი. ჭამდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ.

2ნეშტთა 12

3. ათას ორასი ეტლით, სამოცი ათასი ცხენოსნითა და ურიცხვი ხალხით, რომელიც მასთან ერთად გამოვიდა ეგვიპტიდან - ლიბიელნი, სუქიელნი და ქუშელნი.

იობი 21

33. ეამება ხევის კოლბოხები და ყოველი კაცი მას მიჰყვება. იმათ კი სათვალავი არა აქვთ, ვინც მის წინ იყვნენ.

ფსალმუნი 34

18. მადლობას შემოგწირავ დიდ კრებულში, უამრავ ხალხში შეგასხამ ხოტბას.

ფსალმუნი 39

13. რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.

ფსალმუნი 67

27. პატარა ბენიამინი წინ მიუძღვის მათ, იუდას მთავრებიც ურიცხვი ხალხით, ზებულონისა და ნაფთალის მთავრებთან ერთად.

ფსალმუნი 103

25. აქვეა ზღვა, დიადი და უკიდეგანო, რომელშიც ურიცხვადაა ქვეწარმავალი, არსებანი მცირენი - დიდებთან ერთად.

ქებათა ქება 6

8. სამოცი დედოფალია იქ, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული,

იერემია 33

22. ცის მხედრობასავით აღურიცხავი და ზღვის ქვიშასავით დაუთვლელი იქნება ჩემი მსახურის, დავითის შთამომავალთა და ლევიანთა, ჩემს მსახურთა სიმრავლე”.

ეზეკიელი 38

8. მრავალი დღის შემდეგ იქნები მონახულებული, წლების ბოლოს მოხვალ ურიცხვ ხალხთაგან შემოკრებილ, მახვილისგან გათავისუფლებულ მიწაზე, ისრაელის მთებზე, მუდამ რომ გაუდაბურებულნი იყვნენ; თუმცა ახლა, ხალხებიდან გამოსულნი, უსაფრთხოდ დასახლდებიან ყველანი.

იოველი 1

6. რადგან ხალხი შემოესია ჩემს ქვეყანას, ძლიერი და ურიცხვი. მისი კბილები ლომის კბილებია, ეშვები ძუ ლომისა აქვს.

იოველი 2

11. უფალი გამოსცემს ხმას თავისი ლაშქრის წინაშე, რადგან ფრიად მრავალრიცხოვანია მისი ბანაკი და ძლიერია მისი სიტყვის შემსრულებელი. დიდია უფლის დღე და ფრიად საშინელი, ვინ გაუძლებს მას?

ებრაელთა 11

12. ამიტომ ერთისგან, და ისიც ლამის მკვდრისაგან, იშვნენ მრავალნი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და ურიცხვი ქვიშა ზღვის პირას.

ებრაელთა 12

22. არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს,